საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 3 მაისის № 266/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2019 10:29
მიღების თარიღი იანვარი 17, 2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 3 მაისის № 266/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,რომ ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიამ“ (რეგისტრირებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2009 წლის 5 ივნისს; ს.კ. №202459295) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-7/6594-18, 14.12.18) ქუთაისის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში 411.850 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) მინიჭებული სიხშირის მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 3 მაისის № 266/7 გადაწყვეტილებით ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიას“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1783 უფლება და მიენიჭა სიხშირე 411.850 მჰც ქუთაისის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობას (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის“ 411.850 მჰც ქუთაისის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში სიხშირით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს სამტრედია-გრიგოლეთსა და მოლითი-ჩუმათელეთის ტერიტორიებზე (რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნა №19-10-8, 04.01.19).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2018 წლის 3 მაისის № 266/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობას (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 1783 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 411.850 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქუთაისის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში და სამტრედია-გრიგოლეთსა და მოლითი-ჩუმათელეთის ტერიტორიებზე, ერთი წლის ვადით - 2018 წლის 3 მაისიდან 2019 წლის 3 მაისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
3. დაევალოს ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობას (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http: //reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
