წვდომის მენიუ

სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 159 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2019 13:42

მიღების თარიღი მარტი 21, 2019

სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“  მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/825, 25.02.2019, შ-19-6/1054, 14.03.2019) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-250, 15.07.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს გავრცელდეს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-250, 15.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, აზერბაიჯანული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 19 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი ქვემო ქართლის,  ლაგოდეხის, გურჯაანის,  თელავის, საგარეჯოს, მანგლისის, გორის, ხაშურის, ბორჯომის, ჭიათურას, ზესტაფონის, ახალციხის, ქუთაისის, ხონის, სამტრედიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის,   ბათუმის,  ფოთისა და სამცხე-ჯავახეთის  მულტიპლექსები;

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ)  მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);      

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: ლაგოდეხის, გურჯაანის,  თელავის, საგარეჯოს, მანგლისის, გორის, ხაშურის, ბორჯომის, ჭიათურას, ზესტაფონის, ახალციხის, ქუთაისის, ხონის, სამტრედიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ბათუმის, ფოთისა და სამცხე-ჯავახეთის  მულტიპლექსები მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2018 წლის პირველ ივლისამდე;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

თ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

თ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2019 წლის 21 მარტის სხდომას არ ესწრებოდა სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-250, 15.07.2015) მოდიფიცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-250, 15.07.2015) და მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: უფასო; მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2019 წლის 21 მაისამდე.

2. სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“  ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული   გადაწყვეტილების   კომისიის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები