წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: 173 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2019 17:21

მიღების თარიღი მარტი 28, 2019

შპსტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ის  სამართალდამრღვევად ცნობისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (N19-10-487, 19.03.19) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2019 წლის 25 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის  დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში  აღნიშნულია, რომ  ავტორიზებული პირი შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ი არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.  ასევე, ინფორმაცია შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს თუ არა ა)მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიას ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს: ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-3 მუხლი).

აღნიშნულის შესახებ ასევე კომპანიას 2019 წლის 5 თებერვალს გაეგზავნა გამაფრთხილებელი წერილი  (№გ-19-16/299; 05/02/19), რომელიც შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ს 2019 წლის 8 თებერვალს ჩაბარდა.

შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 28 მარტს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება,  მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ მისამართზე.  შეტყობინებით, კომპანია    მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2019 წლის 28 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (კომისიაში რეგისტრაციის: N19-10-549; 28/03/19), რომლის თანახმად, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-მა აღმოფხვრა დარღვევა და 2019 წლის 27 მარტის მდგომარეობით, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს 61-ე მუხლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

2019 წლის 28 მარტის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე კომპანიას ჩაბარდა.  კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი კომპანიის  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.    გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის 2018 წლის 19 მარტის  N19-10-487 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით;
  2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ის  შესახებ მონაცემები;
  3. 2019 წლის 28 მარტის კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზციისა და ნებართვების დეპარტამენტი სამსახურებრივი ბარათი (კომისიაში რეგისტრაციის: N19-10-549; 28/03/19) შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თაობაზე.

III.         დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ი  არის ავტორიზებული მაუწყებელი (ავტორიზაციის თარიღი 06/10/14; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა);

2.   შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ს   გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, კომისიაში  წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-3 მუხლის შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს თუ არა ა)მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიას ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს: ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
  4.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა, ხოლო მე-3 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს; 
  5.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ის  მიერ 2019 წლის პირველი თებერვლისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის   451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი  და  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია  ტვ-24“-ის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის დარღვევა აღმოფხვრილია და კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაცია, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება  კანონიერების პრინციპი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის,  451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა)  ქვეპუნქტის, 61-ე პირველი და მე-3 მუხლების, მე-2 და მე-3 პუნქტების  და 71-ე მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს     კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა)  ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-ისთვის  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ-24“-სთვის ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები