„რაისტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ კუთვნილი სს „სილქნეტის“ (ს/კ 204566978) აქციათა 100%-იანი წილის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ 404569285) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2019 17:23
მიღების თარიღი მარტი 28, 2019
„რაისტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ კუთვნილი სს „სილქნეტის“ (ს/კ 204566978) აქციათა 100%-იანი წილის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ 404569285) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 14 მარტს კომისიას №1849/05-8 წერილით მიმართა სს „სილქნეტმა“(კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/1068 14.03.2019), „რაისტრიმ ჰოლდინგ ლიმიტედის“ კუთვნილი სს „სილქნეტის“ (ს/კ 204566978) აქციათა 100%-იანი წილის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ 404569285) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
სს „სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1 |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.5 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.6 |
საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა |
|
|
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
|
|
საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.M.1 |
ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
CDMA |
|
|
LTE |
|
|
WIMAX |
|
|
GSM |
|
|
WCDMA |
|
A.S.1 |
თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
ტექსტური შეტყობინების მომსახურება |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) |
|
|
CDMA |
|
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება |
|
|
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) |
|
|
WiMax |
|
|
WiFi |
|
|
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება |
|
|
3G |
|
|
სხვა |
|
B.F.3 |
მონაცემთა გადაცემა |
|
|
მონაცემთა გადაცემა |
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი |
|
B.F.6 |
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand) |
|
|
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand) |
|
B.M.1 |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
როუმინგული კავშირით მომსახურება |
|
B.M.2 |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა |
|
|
ტექსტური შეტყობინების მომსახურება |
|
|
მულტიმედიური მომსახურება |
|
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) |
|
|
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება |
|
|
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
|
|
სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება |
|
B.S.2 |
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით |
|
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით |
|
B.S.3 |
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება |
|
|
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება |
|
B.S.4 |
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
|
|
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს “სილქნეტის“ აქციების 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედი“. სს “სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ პარტნიორები არიან: გიორგი რამიშვილი (წილის 58,81%-ის მფლობელი); ალექსი თოფურია (წილის 27,15% მფლობელი), დავიდ ბორგერი (წილის 9,04%-ის მფლობელი), დავით მამულაიშვილი (წილის 5%-ის მფლობელი). “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედი“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 100%-ის მფლობელია “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედი“. შპს „სილქნეტ ჰოლდინგი“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, სს “სილქნეტი“, სს “სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელი “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედი“, “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ პარტნიორები: გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია, დავიდ ბორგერი და დავით მამულაიშვილი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც სს “სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელ “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“, ასევე სს “სილქნეტის“ აქციათა 100%-ის შეძენის მსურველ შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ პარტნიორები ერთი და იგივე პიროვნებები არიან, და ამასთან ერთად ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე და ტრანზაქციის სავარაუდო განხორციელების შემდეგ, სს „სილქნეტის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება, „რაისტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ კუთვნილი სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-იანი წილის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ მიერ შეძენა, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა სს „სილქნეტს“,„რაისტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ კუთვნილი სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-იანი წილის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ მიერ შეძენაზე;
2.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სს „სილქნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე
|
|
|
|
|
