შპს „იუ თი ეს“-ის (ს/კ 404975005) წილის 34%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2019 17:25
მიღების თარიღი მარტი 28, 2019
|
შპს „იუ თი ეს“-ის (ს/კ 404975005) წილის 34%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „იუ თი ეს“-მა (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/1015 11.03.2019), შპს „იუ თი ეს“-ის წილის 34%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე გორგაძის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. შპს „იუ თი ეს“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „იუ თი ეს“, ასევე შპს „იუ თი ეს“-ის წილის 34%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ალექსანდრე გორგაძე სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „იუ თი ეს“-ის ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ძირითადი სახეა VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით ფიქსირებული ქსელის მომსახურება. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს შეადგინა 482 204 ლარი. აბონენტების რაოდენობა შეადგენს 283 აბონენტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირ ალექსანდრე გორგაძის მიერ შპს „იუ თი ეს“-ის წილის 34%-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ალექსანდრე გორგაძის მიერ შპს „იუ თი ეს“-ის წილის 34%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : |
|||||||||||||||
|
1. მიეცეს თანხმობა შპს „იუ თი ეს“-ს, შპს „იუ თი ეს“-ის წილის 34%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე გორგაძის მიერ შეძენაზე; 2. განემარტოს შპს „იუ თი ეს“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „იუ თი ეს“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში; 3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „იუ თი ეს“-ისათვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე); 4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იუ თი ეს“-ისათვის ჩაბარების დღიდან; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „იუ თი ეს“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში; 6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
