წვდომის მენიუ

შპს „იუ ლუქის“ (ს/კ 404400698) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “პროსერვისის“ (ს/კ 204929168) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 176 / 11

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2019 17:10

მიღების თარიღი მარტი 28, 2019

შპს  „იუ ლუქის“  (ს/კ 404400698)  კუთვნილი  საოპერაციო  აქტივის   შპს  “პროსერვისის“ (ს/კ 204929168) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2019 წლის 15 მარტს ერთობლივი განცხადებით მიმართეს  შპს „იუ ლუქმა“ და შპს “პროსერვისმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/1078 15.03.2019), შპს „იუ ლუქის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (ვებ-ჰოსტინგის მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები) შპს “პროსერვისის“ მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იუ ლუქი“ და შპს “პროსერვისი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.

შპს „იუ ლუქს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

შპს “პროსერვისს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება


მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „იუ ლუქის“ წილის 40%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ნუგზარ ქურდაძე, ხოლო წილის 60%-ის მფლობელია შპს „ევორდ ჰოლდინგი“. შპს „იუ ლუქის“ დირექტორია ნუგზარ ქურდაძე. შპს „ევორდ ჰოლდინგის“ წილის 33%-ის მფლობელია ფიზიკური პირი თორნიკე ჭკადუა, წილის 33%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ირაკლი ჭკადუა, წილის 33%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ნიკოლოზ ჭკადუა, წილის 1%-ის მფლობელია ფიზიკური პირი სოფიკო ჭკადუა.  შპს „ევორდ ჰოლდინგის“ დირექტორია ნიკოლოზ ჭკადუა.

შპს “პროსერვისის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი რევაზ ნატროშვილი. შპს “პროსერვისის“ დირექტორები არიან რევაზ ნატროშვილი და გიორგი ნატროშვილი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “პროსერვისი“ წილის 100%-ს ფლობს შპს „სერვ.ჯი“-ში. შპს „სერვ.ჯი“-ს დირექტორები არიან რევაზ ნატროშვილი და გიორგი ნატროშვილი. შესაბამისად,  შპს “პროსერვისი“ და შპს „სერვ.ჯი“ წარმოადგენენ აფილირებულ ავტორიზებულ პირებს.

შპს „სერვ.ჯი“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება


კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „იუ ლუქი“,  შპს “პროსერვისი“ და შპს „სერვ.ჯი“ ახორციელებენ ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურებას.

შპს “პროსერვისის“ შემოსავლებმა 2018 წელს შეადგინა 847.402 ლარი, ხოლო შპს „სერვ.ჯი“-ს შემოსავლებმა 2018 წელს შეადგინა 313.230 ლარი.

შპს „იუ ლუქის“ შემოსავლებმა 2018 წელს შეადგინა 77.111 ლარი.

არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შპს „იუ ლუქის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “პროსერვისის“ მიერ  შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „იუ ლუქის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “პროსერვისის“ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეთ თანხმობა შპს „იუ ლუქსა“ და შპს “პროსერვისს“, შპს „იუ ლუქის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “პროსერვისის“ მიერ  შეძენაზე;

2. შპს „იუ ლუქის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “პროსერვისის“ მიერ  შეძენის შემთხვევაში, შპს „იუ ლუქმა“ და შპს “პროსერვისმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იუ ლუქისა“ და შპს “პროსერვისისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იუ ლუქისა“ და შპს “პროსერვისისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), შპს „იუ ლუქისა“ და შპს “პროსერვისისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები