წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

ნომერი: 192 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2019 16:55

მიღების თარიღი მარტი 28, 2019

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო   ტრანსპორტის   სააგენტომ“   კომისიას  მიმართა  განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის № შ-19-7/874, 28.02.19), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის („SHARK 1“, „MIKHAIL VERBITSKIY“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „SHARK 1“ და „MIKHAIL VERBITSKIY“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები :

 

 

ხომალდის დასახელება

 

 

ხომალდის მფლობელი

 

მინიჭებული სახმობი

 

 

მინიჭებული

      MMSI

1.

„SHARK 1“

თენგიზ გოგეშვილი

4LTW2

213. 487. 000

2.

„MIKHAIL VERBITSKIY“

TRANSCO LTD.

4LTY2

213. 488. 000

 

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე); 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები