თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსზე საკონკურსო სხდომის გამართვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2019 17:49
მიღების თარიღი მარტი 28, 2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსზე საკონკურსო სხდომის გამართვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 2 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში სიხშირეზე 97,3 მჰც.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს „რადიოცენტრი პლუსმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/5469-17, 24.07.2017წ) და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/5471-17, 24.07.2017წ).
კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N576/10 გადაწყვეტილებით ჩაშლილად გამოცხადდა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი გამარჯვებულის ვერ გამოვლენის გამო.
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ სასამართლო წესით გაასაჩივრა კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N576/10 გადაწყვეტილება ,,ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ” და ასევე, კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილება ,,ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ“ (97,3 მჰც სიხშირეზე რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან მიმართებით).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელი. სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N576/10 გადაწყვეტილება 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება კომისიამ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა კომისიის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომისიის მიერ არ გასაჩივრებულა.
შესაბამისად კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსზე, უნდა გაიმართოს საკონკურსო სხდომა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 26 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „რადიოცენტრი პლუსის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/1254, 26.03.2019), რომლის თანახმად კომპანია უარს აცხადებს 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე, რადგან კომპანია უკვე ფლობს სიხშირეს ქ. ბათუმში და ახორციელებს წარმატებულ მაუწყებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, ,,ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსზე საკონკურსო სხდომა გაიმართოს 2019 წლის 4 აპრილს, 14:30 საათზე;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე
|
|
|
|
|
