წვდომის მენიუ

შპს „ტვ სარფისათვის“ ადმინისტარციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 230 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2019 18:06

მიღების თარიღი აპრილი 11, 2019

შპს „ტვ სარფისათვის“ ადმინისტარციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ                                                                                

I.     საქმის აღწერა

­„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შპს სასტუმრო „შერატონ ბათუმი“, (სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში) მდებარე ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. N28, 2019 წლის 12 თებერვალს სასტუმროს N1003 ნომერში 09:47 საათზე განახორციელა შპს „ტვ სარფის“ საკაბელო ქსელში არსებული არხების შემოწმება, რომლის შედეგებიც აისახა 2019 წლის 12 თებერვლის N03 შემოწმების აქტში. შემოწმებისას გაირკვა, რომ შპს „ტვ სარფი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს: საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი, აჭარა, იმედი, GDS, რუსთავი 2, ტვ პირველი, მაესტრო, ტელეარხი 25, მესამე (კომედი არხი), CNN, AL jazzera, Bloomberg, DW, 2, 24 h, TVe, Rai news 24, Rai 1, CGTN, Россия 24, 2M moude, Hazan Tv, Manoto, NHK World, TRT1, TRT Haber, NTV, Cannel D, A HBR, Atv, Bartar TV, Star TV, TRT Muzic, TRT Belgesel, TRT Cocuk, D Max, TRT 3 spor, A spor, RTR Планета, THT comedy, “НТВ МИР”, CTC i, Cartoon network, Minicago, Minika Cocuk, Eurosport 2, Eurosport 1,  Viasat History, Viasat Nature , Viasat Explorer, Bridge TV, Матч! Боец, Арена, Игра, A home of HBO, Amedia 1, KXL, TV 1000 action, TV 1000, Paramount, Spike, Discovery Channel, Animal Planet, ID, Da Vinchi Kids, MTV, TLC, Viasat Sport , Футбол 1, Футбол 2, Футбол 3, 1 SPG.

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 15 თებერვლის №19-10-319 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით შპს „ტვ სარფს“ არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი, იმედი, GDS, რუსთავი 2,  მაესტრო, ტელეარხი 25, მესამე (კომედი არხი), CNN, AL jazzera, Bloomberg, DW, 2, 24 h, TVe, Rai news 24, Rai 1, CGTN, Россия 24, 2M moude, Hazan Tv, Manoto, NHK World, TRT1, TRT Haber, NTV, Cannel D, A HBR, Atv, Bartar TV, Star TV, TRT Muzic, TRT Belgesel, TRT Cocuk, D Max, TRT 3 spor, A spor, RTR Планета,  НТВ МИР, CTC i, Cartoon network, Minicago, Minika Cocuk, Eurosport 2, Eurosport 1,  Bridge TV, Матч! Боец, Арена, Игра, A home of HBO, Amedia 1, KXL, Paramount, Spike, Discovery Channel, Animal Planet, ID,  MTV, TLC, Футбол 1, Футбол 2, Футбол 3, 1 SPG.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 15 თებერვლის (№19-10-319) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  მის მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით სამაუწყებლო პროდუქციის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 22 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტვ სარფს“ 2019 წლის 22 თებერვალს გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-19-03/449) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ტვ სარფს“ შეტყობინება ჩაბარდა 2019 წლის 25 თებერვალს.

შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა 2019 წლის 28 თებერვალს გადაიდო და გაიმართა 2019 წლის 7 მარტს. სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი თეიმურაზ ხონელია, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 12 თებერვლის N03 შემოწმების აქტის შედგენისას არ იყო დაცული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-8 პუნქტის თ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი, კერძოდ წარმოდგენილ შემოწმების აქტს არ ახლდა სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა, ასევე შემოწმების აქტით არ იყო გამიჯნული თუ რომელი არხების გადაცემა ხდებოდა შპს „ტვ სარფის“ მიერ, ან სხვა პირის მიერ, შესაბამისად, შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელმა დააყენა განმეორებითი შემოწმების ჩატარების შუამდგომლობა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკითხის განხილვა გადაიდო განმეორებითი შემოწმების ჩატარების მიზნით.

შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენლის შუამდგომლობის გათვალისწინებით, კომისიის დავალებით, 2019 წლის 12 მარტს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ტვ სარფის“ განმეორებით შემოწმება გადაცემული პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით, დროის დაფიქსირებით და შედგა შემოწმების აქტი №14. შემოწმება ჩატარდა ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. N28, სასტუმრო „შერატონ ბათუმი“, (სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში) სასტუმროს N506 ნომერში, ორი მოწმის ი.ა.-სა და თ.ა.-ს თანდასწრებით, მონიტორინგის შედეგები აღნიშნულმა მოწმეებმა დაადასტურეს საკუთარი ხელმოწერით.

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მოამზადა 2019 წლის 19 მარტის N19-10-491 სამსახურებრივი ბარათი, სადაც აისახა შემოწმების შედეგები. კერძოდ:

კომისიამ 2019 წლის 13 მარტს Nგ-19-04/637 წერილით მიმართა სასტუმრო „შერატონ ბათუმს“ (სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში), დაეზუსტებინა თუ რომელი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახორციელებს შპს „ტვ სარფი“ და ხორციელდება თუ არა სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ან/და სხვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო პაკეტში არხების დამატება. აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში კონკრეტულად რომელი სამაუწყებლო არხის დამატება ხდება სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ან/და სხვა ტრანზიტორი კომპანიის მიერ.

სასტუმრო „შერატონ ბათუმმა“ (სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში) 2019 წლის 18 მარტს  Nშ-19-6/1091 კომისიას წერილობით  მიაწოდა დაზუსტებული სია იმ სამაუწყებლო არხებისა, რომლის რეტრანსლირებასაც ახორციელებს შპს „ტვ სარფი“ და ასევე იმ სამაუწყებლო არხების სია, რომელთა ტრანზისტსაც ახორციელებს სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ სატელიტური ანტენის საშუალებით, კერძოდ:

„შერატონ ბათუმის“ სატელიტური ანტენით: SPG, საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი, აჭარა, იმედი, GDS, რუსთავი 2, ტვ პირველი, მაესტრო, ტელეარხი 25, მესამე (კომედი არხი), CNN, AL jazzera, Bloomberg, DW,TV 5 Monde, 24 h, TVe, Rai news 24, Rai 1, CGTN, Россия 24, 2M moude, Hazan Tv, Manoto, NHK World, TRT1, TRT Haber, NTV, Cannel D, A HBR, Atv, Bartar TV, Star TV, TRT Muzic, TRT Belgesel, TRT Cocuk, D Max, TRT 3 spor, A spor, RTR Планета, THT comedy, НТВ МИР, CTC i, Cartoon network, Minicago, Minika Cocuk.

შპსტვ სარფი”: Eurosport 2, Eurosport 1, Viasat History, Viasat Nature , Viasat Explorer, Bridge TV, Матч! Боец, Арена, Игра, A home of HBO, Amedia 1, KXL, TV 1000 action, TV 1000, Paramount, Spike, Discovery  Channel,  Animal  Planet,  ID,  Da  Vinchi  Kids, MTV, TLC, Viasat Sport , Футбол 1, Футбол 2, Футбол 3.

ასევე, 2019 წლის 13 მარტს კომისიამ  Nგ-19-04/638 წერილით შპს „ტვ სარფისაგან“ მოითხოვა  შპს „ტვ სარფსა“ და სასტუმრო „შერატონ ბათუმს“ (სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში) შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და არსებული ხელშეკრულების ფარგლებში იმ სამაუწყებლო არხების სიის კომისიაში წარმოდგენა, რომლის მიწოდებაც უნდა უზრუნველყოს შპს „ტვ სარფმა“ ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნულზე პასუხად, 2019 წლის 18 მარტს შპს „ტვ სარფმა“ Nშ19-6/1106 წერილის სახით კომისიას მიაწოდა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ 2019 წლის 1 მარტის სააბონენტო ხელშეკრულება N198479, მრავალარხიანი სატელევიზიო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ შპს „ტვ სარფი“ სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ განახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს: ერთსულოვნება, ქართული არხი, საფერავი ტვ, ენკი-ბენკი, პულსი, ხარიხის არხი, პალიტრა ტვ, არტარეა, ტვ პირველი, ბასტი ბუბუ, ვინილი, ობიექტივი, Da Vinchi Learning, TB 1000, TB 1000 action, Amedia premium, Amedia, Viasat History, Viasat Sport, Viasat Nature, Viasat Explorer.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 19 მარტის N19-10-491 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ განმეორებითი შემოწმებისა და მიღებული დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ტვ სარფი“ ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს: Eurosport 2, Eurosport 1, Viasat History, Viasat Nature , Viasat Explorer, Bridge TV, Матч! Матч! Боец, Матч! Арена, Матч! Игра, A home of HBO, Amedia 1, KXL, TV 1000 action, TV 1000, Paramount, Spike, Discovery Channel, Animal Planet, ID, Da Vinchi Kids, MTV, TLC, Viasat Sport , Футбол 1, Футбол 2, Футбол 3.

შპს „ტვ სარფს“ 2019 წლის 19 მარტის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: Eurosport 2, Eurosport 1, Bridge TV, Матч! Боец, Матч! Арена, Матч! Игра, KXL, Paramount, Spike, Discovery Channel, Animal Planet, ID, MTV, TLC, Футбол 1, Футбол 2, Футбол 3. შესაბამისად, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული არხების ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება არამართლზომიერად.

2019 წლის 20 მარტს კომისიამ მიიღო Viasat Global LLC-ის Nშ-19-8/1137 წერილი, რომლის შესაბამისადაც Viasat Global LLC-ის სამაუწყებლო არხების, მათ შორის Viasat History, Viasat Sport, Viasat Nature, Viasat Explorer არხების მართლზომიერი ტრანზიტის უფლება 2019 წლის 1 იანვრიდან გადაეცა შპს „მაგთიკომს“. შესაბამისად, ამ პერიოდიდან ნებისმიერი სხვა საკაბელო TV ოპერატორის მიერ Viasat Global LLC-ის სამაუწყებლო არხების გავრცელება ჩაითვლება არამართლზომიერად.

კომისიამ 2019 წლის 21 მარტის Nგ-19-03/765 წერილით, შპს „ტვ სარფს“ გადასცა Viasat Global LLC-ის 2019 წლის 20 მარტის N Nშ-19-8/1137 წერილი და მოსთხოვა 3 დღის ვადაში საკუთარი პოზიციის წარმოდგენა აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით.

კომისიის სხდომა გაიმართა 2019 წლის 28 მარტს. სხდომაზე, შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელმა თ. ხონელიამ განაცხადა, რომ კომპანიისთვის უცნობი იყო იმ გარემოებების შესახებ, რაც აღინიშნა Viasat Global LLC-ის წერილში. ვინაიდან არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით შს „ტვ სარფს“ ხელშეკრულება გაფორმებული აქვს კომპანია „ნილტექს ლიმითედთან“ და ამ ეტაპისთვის სხვა ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ აღნიშნული კონტრაქტი ძალაშია და „ნილტექს ლიმითედს“ გააჩნია ყველა უფლება, არ გააჩნიათ. თ. ხონელიამ აღნიშნა, რომ დაზუსტებული ინფორმაციის შესახებ რამდენიმე დღეში ცნობილი იქნება, რის თაობაზეც კომისიაში წარმოადგენს პოზიციას.

სხდომაზე, შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის 2019 წლის 12 მარტის N14 შემოწმების აქტში არ არის გამიჯნული და შესაბამისად კომისიის მიერ უყუარად დადგენილი, რა არის შპს „ტვ სარფის“ მიერ გავრცელებული და რა - უშუალოდ აბონენტის მიერ. თ. ხონელიამ ასევე აღნიშნა, რომ სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ (სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში) 2019 წლის 18 მარტის  Nშ-19-6/1091 წერილი ხელმოწერილია სასტუმრო ”შერატონ ბათუმის“ ფინანსური კონტროლიორ ნ. ხინკილაძის მიერ. ვინაიდან, აღნიშნული სასტუმრო წარმოადგენს აფილირებულ პირს „სს ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“-სთან,  რომლის ოფიციალურ წარმომადგენელსაც წარმოადგენს დირექტორი - ლუთფუ ბილგინი, შესაბამისად, მას ან მის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება ხელი მოაწეროს კორესპონდენციას, ამდენად, შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელმა დააყენა სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ 2019 წლის 18 მარტის Nშ-19-6/1091 წერილის ავთენტურობის საკითხი. შესაბამისად, მან კომისიას მიმართა თხოვნით საკითხის განხილვის გადადების შესახებ მომდევნო სხდომისთვის აღნიშნული გარემოებების დაზუსტების მიზნით.

კომისიის სხდომა შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით რამდენჯერმე გადაიდო და გაიმართა 2019 წლის 11 აპრილს. სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი თეიმურაზ ხონელია, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ტვ სარფის“ მიერ სამაუწყებლო არხების Eurosport 2, Eurosport 1, Bridge TV, Матч! Боец, Матч! Арена, Матч! Игра, KXL, Paramount, Spike, Discovery Channel, Animal Planet, ID, MTV, TLC, Футбол 1, Футбол 2, Футбол 3 გავრცელებას არ ახორციელებს შპს „ტვ სარფი“, ხოლო Viasat Global LLC-ის სამაუწყებლო არხების  Viasat History, Viasat Sport, Viasat Nature, Viasat Explorer გავრცელება ხორციელდება მართლზომიერად, რის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც კომისიას წარედგინა.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:   

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№19-10-319, 15.02.2019) თანდართული დოკუმენტაციით;

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 12 თებერვლის შემოწმების აქტი N03;

3. შპს „ტვ სარფის“ შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);

4. კომისიის 2019 წლის 22 თებერვლის Nგ-19-03/449 წერილობითი შეტყობინება შპს „ტვ სარფს“ და ამ წერილის შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. კომისიის 2019 წლის 28 თებერვლის Nგ-19-03/500 წერილობითი შეტყობინება შპს „ტვ სარფს“;

6. კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის Nგ-19-04/315 წერილი „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციას;

7. სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ 2019 წლის 11 თებერვლის Nშ-19-6/544 წერილი კომისიას;

8. კომისიის 2019 წლის 15 მარტის Nგ19-03/667 შეტყობინება შპს „ტვ სარფს“;

9. სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ 2019 წლის 18 მარტის N19-6/1091 წერილი კომისიას; 

10. კომისიის 2019 წლის 20 მარტის Nგ-19-03/721 შეტყობინება შპს „ტვ სარფს“ ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალების გადაცემის თაობაზე;

11. კომისიის 2019 წლის 21 მარტის Nგ-19-03/765 შეტყობინება შპს „ტვ სარფს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის 28 მარტს გამართვისა და წარმოების ფარგლებში 2019 წლის 20 მარტს Viasat Global LLC -სგან მიღებული წერილის გადაცემის შესახებ;

12. შპს „ტვ სარფის“ 2019 წლის 18 მარტის Nშ-19-6/1106 წერილი შპს „ტვ სარფსა“ და სასტუმრო „შერატონ ბათუმს“ შორის სააბტონენტო ხელშეკრულების წარმოდგენის თაობაზე;

13. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 12 მარტის შემოწმების აქტი N14;

14. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 19 მარტის სამსახურებრივი ბარათი N19-10-491 თანდარული დოკუმენტაციით;

15. კომისიის 2019 წლის 19 მარტის წერილი შპს „ტვ სარფს“ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დამატებითი მასალების გაგზავნის თაობაზე და ამ წერილის შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

16. Viasat Global LLC-ის 2019 წლის 20 მარტის Nშ19-8/1137 წერილი სამაუწყებლო არხების გადაცემაზე საქართველოში უფლებამოსილ პირთან დაკავშირებით;

17. კომისიის შეტყობინება 2019 წლის 21 მარტის Nგ-19-6/765 შეტყობინება შპს „ტვ სარფს“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი

18. შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენლის თ. ხონელიას 2019 წლის 21 მარტის Nშ-19-6/1158 შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე;

19. სასტუმრო შერატონ ბათუმის (სს ნუროლ ინშაატ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“ 2019 წლის 29 მარტის Nშ19-6/1360 წერილი;

20. შერატონ ბათუმის („სს ნუროლ ინშაატ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“) 2019 წლის 4 აპრილის Nშ-19-6/1491 წერილი;

21. კომისიის 2019 წლის 8 აპრილის Nგ-19-3/1007 შეტყობინება შპს „ტვ სარფს“;

22. შპს „ტვ სარფის“ 2019 წლის 11 აპრილის შ-19-6/1634 წერილი;

23. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ტვ სარფის“ შესახებ.

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ტვ სარფი“ არის ავტორიზებული პირი. ავტორიზაციის თარიღი: 17/05/2017; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

2. შპს „ტვ სარფი“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;

3. 2019 წლის 12 თებერვალს 09:47 საათზე შპს სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ (სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში) მდებარე ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. N28, N1003 ნომერში კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ტვ სარფის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №03. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი;

4. შემოწმებისას გაირკვა, რომ შპს „ტვ სარფი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს: საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი, აჭარა, იმედი, GDS, რუსთავი 2, ტვ პირველი, მაესტრო, ტელეარხი 25, მესამე (კომედი არხი), CNN, AL jazzera, Bloomberg, DW, 2, 24 h, TVe, Rai news 24, Rai 1, CGTN, Россия 24, 2M moude, Hazan Tv, Manoto, NHK World, TRT1, TRT Haber, NTV, Cannel D, A HBR, Atv, Bartar TV, Star TV, TRT Muzic, TRT Belgesel, TRT Cocuk, D Max, TRT 3 spor, A spor, RTR Планета, THT comedy, “НТВ МИР”, CTC i, Cartoon network, Minicago, Minika Cocuk, Eurosport 2, Eurosport 1,  Viasat History, Viasat Nature , Viasat Explorer, Bridge TV, Матч! Боец, Арена, Игра, A home of HBO, Amedia 1, KXL, TV 1000 action, TV 1000, Paramount, Spike, Discovery Channel, Animal Planet, ID, Da Vinchi Kids, MTV, TLC, Viasat Sport , Футбол 1, Футбол 2, Футбол 3, 1 SPG;

5. 2019 წლის 12 თებერვლის განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2019 წლის 12 თებერვლის №03 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;

6. 2019 წლის 7 მარტის სხდომაზე  შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელმა თ. ხონელიამ დააყენა შუამდგომლობა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-8 პუნქტის თ) ქვეპუნქტით დადგენილი წესით, 2019 წლის 12 თებერვლის N03 შემოწმების აქტზე სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ტვ სარფი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა გადაიდო განმეორებითი შემოწმების ჩატარებისა და მიღებული დოკუმენტების შესწავლის მიზნით. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 28 მარტს.

7. შპს „ტვ სარფის“ შუამდგომლობის გათვალისწინებით, კომისიის დავალებით, 2019 წლის 12 მარტს 12:25 საათზე ქ. ბათუმი რუსთაველის ქ. 28-ში შპს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში, სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ N506 ნომერში ჩატარდა შპს „ტვ სარფის“ მიერ გადაცემული არხების განმეორებითი შემოწმება.  შემოწმება ჩატარდა ორი მოწმის თანდასწრებით, მონიტორინგის შედეგები აისახა 2019 წლის 12 მარტის N14 შემოწმების ოქმში, რაც კომისიის უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა და მოწმეებმა დაადასტურეს საკუთარი ხელმოწერით;

8. კომისიამ 2019 წლის 13 მარტს Nგ-19-04/637 წერილით მიმართა სასტუმრო „შერატონ ბათუმს“ (სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში)  იმის დაზუსტების მიზნით თუ რომელი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახორციელებდა შპს „ტვ სარფი“ და ხორციელდება თუ არა სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ან/და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო პაკეტში არხების დამატება. აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში კონკრეტულად რომელი სამაუწყებლო არხების დამატება ხდება სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ან/და სხვა ტრანზიტორი კომპანიის მიერ.  „შერატონ ბათუმის“ (სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“) 2019 წლის 18 მარტის Nშ-19-6/1091 წერილის საფუძველზე დაზუსტდა სია იმ სამაუწყებლო არხებისა, რომლის რეტრანსლირებასაც ახორციელებს შპს „ტვ სარფი“ და ასევე იმ სამაუწყებლო არხების სია, რომელთა ტრანზიტსაც ახორციელებს სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ სატელიტური ანტენის საშუალებით, კერძოდ: სატელიტური ანტენით შერატონ ბათუმის მიერ ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება: SPG, საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი, აჭარა, იმედი, GDS, რუსთავი 2, ტვ პირველი, მაესტრო, ტელეარხი 25, მესამე (კომედი არხი), CNN, AL jazzera, Bloomberg, DW,TV 5 Monde, 24 h, TVe, Rai news 24, Rai 1, CGTN, Россия 24, 2M moude, Hazan Tv, Manoto, NHK World, TRT1, TRT Haber, NTV, Cannel D, A HBR, Atv, Bartar TV, Star TV, TRT Muzic, TRT Belgesel, TRT Cocuk, D Max, TRT 3 spor, A spor, RTR Планета, THT comedy, НТВ МИР, CTC i, Cartoon network, Minicago, Minika Cocuk. შპსტვ სარფისმიერ ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება: Eurosport 2, Eurosport 1, Viasat History, Viasat Nature , Viasat Explorer, Bridge TV, Матч! Боец, Арена, Игра, A home of HBO, Amedia 1, KXL, TV 1000 action, TV 1000, Paramount, Spike, Discovery Channel, Animal Planet, ID, Da Vinchi Kids, MTV, TLC, Viasat Sport, Футбол 1, Футбол 2, Футбол 3.

9. კომისიის 2019 წლის 13 მარტის Nგ-19-04/638 წერილის პასუხად, შპს „ტვ სარფმა“ 2019 წლის 18 მარტს (წერილი N N შ19-6/1106) წარმოადგინა სასტუმრო „შერატონ ბათუმთან“ (სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში) 2019 წლის 1 მარტს გაფორმებული N198479 სააბონენტო ხელშეკრულება მრავალარხიანი სატელევიზიო მომსახურების შესახებ[1], საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ტვ სარფი“ სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ განახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს: „ერთსულოვნება“, „ქართული არხი“, „საფერავი ტვ“, „ენკი-ბენკი“, „პულსი“, „ხარიხის არხი“, „პალიტრა ტვ“, „არტარეა“, „ტვ პირველი“, „ბასტი ბუბუ“, ვინილი, ობიექტივი, Da Vinchi Learning, TB 1000, TB 1000 action, Amedia premium, Amedia, Viasat History, Viasat Sport, Viasat Nature, Viasat Explorer.

10. 2019 წლის 20 მარტს კომისიამ მიიღო Viasat Global LLC-ის Nშ-19-8/1137 წერილი, რომლის შესაბამისადაც Viasat Global LLC-ის სამაუწყებლო არხების, მათ შორის Viasat History, Viasat Sport, Viasat Nature, Viasat Explorer არხების მართლზომიერი ტრანზიტის უფლება 2019 წლის 1 იანვრიდან გადაეცა შპს „მაგთიკომს“. შესაბამისად, ამ პერიოდიდან ნებისმიერი სხვა საკაბელო TV ოპერატორის მიერ ვიასატის აღნიშნული არხების გავრცელება ჩაითვლება არამართლზომიერად.

11. 2019 წლის 21 მარტის Nგ-19-03/765 შეტყობინებით, კომისიამ შპს „ტვ სარფს“ გადასცა Viasat Global LLC-ის Nშ-19-8/1137 წერილი და მოსთხოვა წერილში წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერილობითი პოზიციის წარმოდგენა 3 დღის ვადაში.

12. სასტუმრო „შერატონ ბათუმმა“ (სს ნუროლ ინშაატ ვე თჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში)  2019 წლის 29 მარტის Nშ19-6/1360 წერილით დაადასტურა 2019 წლის 18 მარტის Nშ-19-6/1091 წერილით გამოგზავნილი სია იმ სამაუწყებლო არხებისა, რომლის რეტრანსლირებასაც ახორციელებს შპს „ტვ სარფი“ და ასევე იმ სამაუწყებლო არხების სია, რომელთა ტრანზიტსაც ახორციელებს სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ სატელიტური ანტენის საშუალებით, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ გენერალური მენეჯერი აპოსტოლოს პაპატოლიოსი და ფინანსური კონტროლიორი ნოდარ ხინკილაძე.

13. კომისიამ 2019 წლის 4 აპრილს მიიღო სასატუმრო „შერატონ ბათუმის“ („სს ნუროლ ინშაატ ვე თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში) Nშ-19-6/1491 წერილი, სადაც კომპანია 2019 წლის 13 მარტის Nგ-19-4/637 წერილის გათვალისწინებით დამატებით განმარტავს, რომ Eurosport 2, Eurosport 1, Bridge TV, Матч! Боец, Матч! Игра, Матч!, Арена, KXL, Paramount, Spike, Discovery Channel, Animal Planet, ID, MTV, TLC, Футбол 1, Футбол 2, Футбол 3 არ შედის შპს „ტვ სარფის“ პაკეტში და მათი მიღება წარმოებს ლოკალური სატელიტის მეშვეობით. აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებულია თურქული კომპანია KARADAG ELEKTRONICS მიერ, რომლის მიერ არის დამონტაჟებული აღნიშნული სისტემა. აღნიშნულ წერილს ხელს აწერენ სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ გენერალური მენეჯერი აპოსტოლოს პაპატოლიოსი, ფინანსური კონტროლიორი ნოდარ ხინკილაძე და ტექნიკური მენეჯერი მამუკა ხაბაძე.

14. შპს „ტვ სარფმა“ 2019 წლის 11 აპრილის Nშ-19-6/1635 წერილით წარმოადგინა Viasat Global-LLC, JSC Felista, Viasat holding LLC, Viasat International LLC, Viasat Media LLC, Viasat Da Vinci LLC სამაუწყებლო არხების ავტორიზებულ წარმომადგენელ ECO POWER PROCUREMENT LLP-სა და ნილტექს ჰოლდინგ ლიმითედს შორის 2019 წლის 1 იანვრით დათარიღებული ხელშეკრულება N446/p/ge, რომლის თანახმადაც დასტურდება შემდეგი სამაუწყებლო არხების Viasat History, Viasat Sport, Viasat Nature, Viasat Explorer ნილტექს ჰოლდინგ ლიმითედის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი გავრცელების უფლება;

15. კომისიამ 2019 წლის 10 იანვარს მიიღო N03/18 გადაწყვეტილება შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ;

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,. ამავე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” 1886 წლის 9 სექტემბრის ბერნის კონვენცია (შემდგომში „ბერნის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით. ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულება (შემდგომში „ისმოს ხელშეკრულება“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენცია (შემდგომში „რომის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით. „ბერნის კონვენციასთან“, „რომის კონვენციასთან“ და „ისმოს ხელშეკრულებასთან“   მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები;

7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა;

8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ  ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, არ დასტურდება შპს „ტვ სარფის“ მიერ სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ შემდეგი სამაუწყებლო არხების: Eurosport 2, Eurosport 1, Bridge TV, Матч! Боец, Матч! Игра, Матч!, Арена, KXL, Paramount, Spike, Discovery Channel, Animal Planet, ID, MTV, TLC, Футбол 1, Футбол 2, Футбол 3, ტრანზიტი. ხოლო Viasat History, Viasat Sport, Viasat Nature, Viasat Explorer ტრანზიტის თაობაზე ნილტექს ჰოლდინგ ლიმითედსა და შპს „ტვ სარფს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არხების ტრანზიტის თაობაზე ნილტექს ჰოლდინგ ლიმითედსა და ECO POWER PROCUREMENT LLP-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებით, აღმოიფხვრა Viasat Global LLC-ს კუთვნილი სამაუწყებლო არხების Viasat History, Viasat Sport, Viasat Nature, Viasat Explorer არამართლზომიერი ტრანზიტი.

კომისიას მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული სამაუწყებლო არხების Viasat History, Viasat Sport, Viasat Nature, Viasat Explorer შესაბამისი ხელშეკრულებების/სანებართვო წერილების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები სრულად შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „ტვ სარფმა“   ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შეასრულა ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანიას არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შპს „ტვ სარფისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს  შპს “ტვ სარფისათვის“  (ს/ნ445459423) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „ტვ სარფისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ სარფისთვის“  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

 კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე



[1] შპს „ტვ სარფსა“ და სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში შორის სააბონენტო ხელშეკრულება N17/01 ხელშეკრულება მრავალარხიანი სატელევიზიო მომსახურების შესახებ გაფორმდა 2018 წლის 1 ივნისს, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2019 წლის 28 თებერვლამდე. მხარეებს შორის 2019 წლის 1 მარტს გაფორმდა სააბონენტო ხელშეკრულება N198479 მრავალარხიანი სატელევიზიო მომახურების შესახებ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები