სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ მ.ყ.-ის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2019 14:24
მიღების თარიღი აპრილი 11, 2019
სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ მ.ყ.-ის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-602;08.04.2019) და თანდართული დოკუმენტაციიდან, ირკვევა, რომ კომისიაში ინტერნეტ ხარისხის მონიტორინგის სისტემის საშუალებით შემოვიდა მ.ყ.-ის საჩივარი ინტერნეტ ხარისხთან დაკავშირებით (ინტერნეტ პროვაიდერი: სს „სილქნეტი“). მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიაში შემოსული საჩივრის (შ-19-9/1238; 25.03.2019) შესაბამისად, კომისიის აპარატურით ჩატარდა ინტერნეტის ხარისხის ტესტები (შემოწმების დრო: 29.03.2019, 15:49 საათიდან 30.03.2019, 16:05 საათამდე), რომლის შესაბამისად დაფიქსირდა შემდეგი შედეგები: მაქსიმალური სიჩქარე - 0.993 მბ/წმ; მინიმალური სიჩქარე - 0.817 მბ/წმ; ხელმისაწვდომი სიჩქარე - 0.957 მბ/წმ.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-602;08.04.2019) ასევე ირკვევა, რომ კომისიის 2019 წლის 2 აპრილის (N გ-19-05/980; 02.04.2019) წერილის პასუხად, სს „სილქნეტის“ მიერ 2019 წლის 4 აპრილს (შ-19-6/1516; 04.04.2019) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, სს „სილქნეტის“ აბონენტს მ.ყ.-ს, შემოწმების მომენტში მიეწოდებოდა პაკეტი „ეკონომი“, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტ სიჩქარეს - 3 მბ/წმ (პარამეტრები: მაქსიმალური სიჩქარე: 3 მბ/წმ; ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე: 2,4 მბ/წმ; მინიმალური სიჩქარე: 0.6 მბ/წმ).
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს მიჩნია, რომ კომისიის მიერ ჩატარებული ტესტის შედეგების საფუძველზე დგინდება, რომ სს „სილქნეტის“ მიერ ხორციელდება „ინტერნეტმომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადაგენილების მე-7 მუხლით განსაზღვრული შეუსაბამო ხარისხის ინტერნეტმომსახურება.
სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ მ.ყ.-ის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 11 აპრილს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობა სს „სილქნეტს“ და მომხმარებელ მ.ყ.-ს.
კომისიის 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები კ. ყურაშვილი და მ.ქოქიაშვილი. ხოლო, მომხმარებელი მ.ყ. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.
სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა კომისიის 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე აღნიშნა, რომ კომპანიამ გადაამოწმა მომხმარებელ მ.ყ.-სთვის მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხი და დააფიქსირა დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, კომპანია ცდილობს მომხმარებელთან მორიგების თაობაზე მოლაპარაკებას და სთავაზობს რიგ შეღავათიან მომსახურებას.
კომისია აღნიშნავს, რომ მ.ყ.-ს კომისიის შეტყობინება (გ-19-03/1046; 08.04.2019) კომისიის სხდომის გამართვის დროის, თარიღისა და ადგილის შესახებ თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით ჩაბარდა 2019 წლის 8 აპრილს. აქედან გამომდინარე, კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 108-ე მუხლებით დადგენილი წესი. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე არ განიხილება მხარეთა შორის დავა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია მხარის დაუსწრებლად განიხილოს სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ მ.ყ.-ის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი, მით უფრო, რომ საჩივრის განსახილველად მიღების შემთხვევაში ორივე მხარეს მიეცემა შესაძლებლობა წარმოადგინონ თავისი მოსაზრებები, მტკიცებულებები და შუამდგომლობები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის განმავლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. აღნიშნული კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელს და მომხმარებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ურთიერთობა რეგულირდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ რეგლამენტით. ხოლო ამავე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.
მომხმარებელი მ.ყ. წარმოადგენს სს „სილქნეტის“ აბონენტს, რაც დასტურდება, ასევე სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილით (შ-19-6/1516;04.04.2019).
სს „სილქნეტი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ მ.ყ.-ის საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო, ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს 2019 წლის 25 აპრილს, 15:00 საათზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) და ძ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ მ.ყ.-ის საჩივრის განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 25 აპრილს, 15.00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების მომხმარებელ მ.ყ.-სა და სს „სილქნეტითვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში გამოქვეყნებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
