წვდომის მენიუ

შპს „კომედი არხის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: 238 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2019 18:10

მიღების თარიღი აპრილი 18, 2019

შპს „კომედი არხის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადეის განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „კომედი არხმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/1149-19, 21.03.2019) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „კომედი არხი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა; გასართობი (კომედიური, მუსიკალური, სპორტული, იუმორისტული-ანალიტიკური, შემეცნებით-გასართობ, საგანმანათლებლო, სატირის ჟანრის, საბავშვო, საოჯახო და სხვა სახის ფორმატისა და სარედაქციო დასაბუთების გადაცემები და ა.შ;)

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი);

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო) Eutelsat 36;

ვ.გ)  ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო;

ზ.გ)ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: ავტორიზაციის გავლიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „კომედი არხი“/“Comedy Channel“.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კომედი არხის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. შპს „კომედი არხის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

6. ინფორმაცია განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

7. ინფორმაცია აქტივებისა და პასივების შესახებ;

8. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 21 მარტს შპს “კომედი არხის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია, კერძოდ დეკლარაციის მე-5 პუნქტში არ იყო გაშიფრული ინფორმაცია შპს „კომედი არხის“ 20%-იანი წილის მფლობელის შპს „კომედი +“-ს ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, რომელშიც შეტანილი იყო მხოლოდ ერთი დამფუძნებლის მონაცემები;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ არ შეიცავდა მონაცემებს თუ რა პერიოდზე იყო გაწერილი გეგმა.

დ) საავტორიზაციო განცხადების მე-3 პუნქტში (კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა) დასაზუსტებელი იყო სპეციალიზებული მაუწყებლობის თემატიკა/თემატიკები.

ე) წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია არ შეიცავდა პროგრამული მიმართულებების  აღწერილობას.  

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის  საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-19-16/924, 01.04.2019წ.).   შპს „კომედი არხმა“  ზემოაღნიშნული   ინფორმაცია   კომისიაში   წარმოადგინა   2019   წლის   8 აპრილს (№შ-19-6/1555).

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა  შპს „კომედი არხის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „კომედი არხის“ დირექტორი და 15%-იანი წილის მფლობელია გიორგი ჯაფარიძე (პ/ნ 01009000796), 15%-იანი წილის მფლობელია იოსებ კურდღელია (პ/ნ 35001027984), 50%-იანი წილის მფლობელია კახაბერ ანჯაფარიძე (პ/ნ 01008030330) და 20%-იანი წილის მფლობელია შპს „კომედი +“ (ს/ნ 402119532). შპს „კომედი+“-ის (ს/ნ 402119532) დამფუძნებლები არიან: ალექსანდრე მალხაზიშვილი (პ/ნ 01013010639) დირექტორი და 27%-იანი წილის მფლობელი, თამარ ლეკვეიშვილი (პ/ნ 18001006932) 10%-იანი წილის, ვასილ ფხაკაძე (პ/ნ 01003009703) 9%-იანი წილის, ნიკოლოზ არაბიძე (პ/ნ 21001003231) 9%-იანი წილის, ივანე ჯავახიშვილი (პ/ნ 01021007645) 9%-იანი წილის, ირაკლი ცქიტიშვილი (პ/ნ 18001008167) 9%-იანი წილის, კობა ბარათელი (პ/ნ 60002019820) 9%-იანი წილის, თეიმურაზ გაფრინდაშვილი (პ/ნ 01002004974) 9%-იანი წილის და ოთარ ლომთაძე (პ/ნ 60001012789) 9%-იანი წილის მფლობელები. წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „კომედი არხის“ დირექტორის, დამფუძნებლების და ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად გიორგი ჯაფარიძის, იოსებ კურდღელიას, ალექსანდრე მალხაზიშვილის, თამარ ლეკვეიშვილის, ვასილ ფხაკაძის, ნიკოლოზ არაბიძის, ივანე ჯავახიშვილის, ირაკლი ცქიტიშვილის,  კობა ბარათელის, თეიმურაზ გაფრინდაშვილის და ოთარ ლომთაძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ხოლო კახაბერ ანჯაფარიძის (პ/ნ 01008030330) მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ბოლო თარიღია 2013 წელი. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.  შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „კომედი არხის“, მისი დამფუძნებლების და ბენეფიციარი მესაკუთრეების აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შპს „კომედი არხის“, მისი დამფუძნებლების და ბენეფიციარი მესაკუთრეების აფილირება ლიცენზიის ან ავტორიზაციის მფლობელ სხვა პირებთან არ ფიქსირდება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „კომედი არხის“  დირექტორი გიორგი ჯაფარიძე. მან სხდომაზე საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს „კომედი არხი“, მისი დამფუძნებლები და კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს   შპს „კომედი არხის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „კომედი არხი“ შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი (კომედიური, იუმორისტული, სატირა) /მუსიკალური/სპორტული/საგანმანათლებლო-შემეცნებითი/საბავშვო) ტელემაუწყებლობა;   

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი);

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო, Eutelsat 36);

ვ.გ)  ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისიტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო;

ზ.გ)ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2019 წლის 18 მაისამდე;

2. შპს „კომედი არხის“  ავტორიზაციის თარიღია: 18.04.2019, 15:23 საათი.

3. შპს „კომედი არხი“  ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს    (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული  გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის    შპს    „კომედი   არხისთვის“    გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული   გადაწყვეტილების   კომისიის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „კომედი არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს    (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები