შპს „ჰეშტია-2011“-ის (ს/კ 436683144) წილის 52%-ის შპს „ნეტკომ“-ის (423352712) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2019 11:45
მიღების თარიღი აპრილი 25, 2019
|
შპს „ჰეშტია-2011“-ის (ს/კ 436683144) წილის 52%-ის შპს „ნეტკომ“-ის (423352712) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჰეშტია-2011“-მა (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/1676 15.04.2019), შპს „ჰეშტია-2011“-ის წილის 52%-ის შპს „ნეტკომ“-ის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. შპს „ჰეშტია-2011“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
შპს „ნეტკომ“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჰეშტია-2011“-ის დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ხაჩიკ ვარდანიანი. შპს „ნეტკომ“-ს აქვს განზრახვა შეიძინოს შპს „ჰეშტია-2011“-ის წილის 52%. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ნეტკომ“-ის წილის 24%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ჰაირაპეტ ლევანიანი, წილის 24%-ის მფლობელია ფიზიკური პირი მარტიროს მურადიანი, ხოლო წილის 52%-ის მფლობელია შპს „Georgianairlink“. შპს „Georgianairlink“-ის წილის 100%-ის მფლობელია კარენ დარბინიანი, რომელიც ამავე დროს არის შპს „ნეტკომ“-ის დირექტორი. ფიზიკური პირები: კარენ დარბინიანი, ჰაირაპეტ ლევანიანი და მარტიროს მურადიანი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ჰეშტია-2011“-ის, შპს „ნეტკომ“-ის და შპს „Georgianairlink“-ის საქმიანობის ძირითადი სახეა WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით საცალო ინტერნეტ მომსახურება. 2019 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს „ჰეშტია-2011“-ის აბონენტების რაოდენობამ შეადგინა 910 აბონენტი, შპს „ნეტკომ“-ის აბონენტების რაოდენობამ - 4655 აბონენტი, ხოლო შპს „Georgianairlink“-ის აბონენტების რაოდენობამ - 6183 აბონენტი. რაიონების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის რაიონში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჰეშტია-2011“-ის წილის 52%-ის შპს „ნეტკომ“-ის მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ჰეშტია-2011“-ის წილის 52%-ის შპს „ნეტკომ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
1. მიეცეს თანხმობა შპს „ჰეშტია-2011“-ს, შპს „ჰეშტია-2011“-ის წილის 52%-ის შპს „ნეტკომ“-ის მიერ შეძენაზე; 2. განემარტოს შპს „ჰეშტია-2011“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ჰეშტია-2011“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში; 3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „ჰეშტია-2011“-სათვის გადაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე); 4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჰეშტია-2011“-სათვის ჩაბარების დღიდან; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ჰეშტია-2011“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში; 6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
