წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 244 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2019 17:34

მიღების თარიღი აპრილი 25, 2019

საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  რადიოსიხშირული ზოლების  მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ   საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას  მიმართა  განცხადებით (№0144, 10.04.19) რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით (№228/13, 26.04.2018) მინიჭებული სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭებისა და დამატებით, კონკრეტული სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-„ე“ პუნქტის  და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა,  კენჭისყრის  შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.   მიენიჭოს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად  საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა  სახეობის საკომუნიკაციო   დანიშნულების

რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის, სიხშირეები, თანდართული  ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული  წინამდებარე   გადაწყვეტილების  დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირული ზოლები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;

 7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

 8.  გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

 9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უროსსს (თ.ძაგნიძე);

კომისიის  წევრი                                                                                                      ვ.აბაშიძე   

კომისიის  წევრი                                                                                                      გ.ფრუიძე

კომისიის  წევრი                                                                                                      მ.ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები