წვდომის მენიუ

შპს „იუ თი ეს“-ის (ს/კ 404975005) წილის 100%-ის შპს „მაიფონის“ (ს/კ 205270473) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 247 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2019 11:23

მიღების თარიღი აპრილი 25, 2019

შპს „იუ თი ეს“-ის (ს/კ 404975005) წილის 100%-ის შპს „მაიფონის“ (ს/კ 205270473) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „იუ თი ეს“-მა  (განცხადების  კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/1659 12.04.2019), შპს „იუ თი ეს“-ის წილის 100%-ის შპს „მაიფონის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „იუ თი ეს“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

შპს „მაიფონი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

 

სხვა

B.M.2

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

 

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „იუ თი ეს“-ის წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ალექსანდრე გორგაძე. შპს „მაიფონს“ აქვს განზრახვა შეიძინოს ფიზიკურ პირ ალექსანდრე გორგაძისაგან შპს „იუ თი ეს“-ის წილის 100%.

 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მაიფონის“ წილის 50%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი გიორგი დალაქიშვილი, ხოლო წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ანზორ ბუბუტეიშვილი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „იუ თი ეს“, შპს „მაიფონი“, ასევე შპს „მაიფონის“ წილის 50%-ის მფლობელი და დირექტორი გიორგი დალაქიშვილი და წილის 50%-ის მფლობელი ანზორ ბუბუტეიშვილი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „იუ თი ეს“-ის  საქმიანობის ძირითადი სახეა VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით ფიქსირებული ქსელის მომსახურება. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს შეადგინა 482 204 ლარი. აბონენტების რაოდენობა შეადგენს 283  აბონენტს (VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით აბონენტთა საერთო ოდენობის 0,4%), აქედან 266 ქალაქ თბილისში.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „მაიფონი“ ახორციელებს ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით და საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას. აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2018 წელს შეადგინა 1 142 267 ლარი. აბონენტების რაოდენობა შეადგენს 5888 აბონენტს (VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით აბონენტთა საერთო ოდენობის 8,4%), აქედან 5671 ქალაქ თბილისში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაიფონის“ მიერ შპს „იუ თი ეს“-ის  წილის 100%-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მაიფონის“ მიერ შპს „იუ თი ეს“-ის  წილის 100%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „იუ თი ეს“-ს, შპს „იუ თი ეს“-ის  წილის 100%-ის შპს „მაიფონის“ მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „იუ თი ეს“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „იუ თი ეს“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „იუ თი ეს“-ისათვის გადაგზავნა (ნ. ჯავახიძე)  და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იუ თი ეს“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „იუ თი ეს“-ისათვის ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები