წვდომის მენიუ

შპს „ლილონეტის“ (ს/კ406162325) წილის 70%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 248 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2019 11:24

მიღების თარიღი აპრილი 25, 2019

შპს „ლილონეტის“ (ს/კ406162325) წილის 70%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას   განცხადებით   მიმართა შპს „ლილონეტმა“   (განცხადების   კომისიაში   რეგისტრაციის №შ-19-6/1796 19.04.2019), შპს „ლილონეტის“ წილის 70%-ის ფიზიკურ პირ ტარიელ ზატუაშვილის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ლილონეტი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ლილონეტის“ წილის 70%-ს ფლობს ფიზიკური პირი მამუკა ოხანაშვილი, ხოლო 30%-ს ფიზიკური პირი ტარიელ ზატუაშვილი. შპს „ლილონეტის“ დირექტორია მამუკა ოხანაშვილი. ტარიელ ზატუაშვილს აქვს განზრახვა შეიძინოს  ფიზიკური პირის - მამუკა ოხანაშვილის კუთვნილი შპს „ლილონეტის“ წილის - 70%, რის შემდეგაც იგი გახდება შპს „ლილონეტის“ წილის 100%-ის მფლობელი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ლილონეტი“, ასევე შპს „ლილონეტის“ წილის 70%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ტარიელ ზატუაშვილი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ლილონეტი“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით თბილისში, ქალაქ რუსთავში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში. შპს „ლილონეტის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2018 წელს შეადგინა 96 886 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2019 წლის 1 მარტის მდგომარეობით 156 აბონენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირ ტარიელ ზატუაშვილის მიერ შპს „ლილონეტის“ წილის 70%-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ფიზიკურ პირ ტარიელ ზატუაშვილის მიერ შპს „ლილონეტის“ წილის 70%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „ლილონეტს“, შპს „ლილონეტის“ წილის 70%-ის ფიზიკურ პირ ტარიელ ზატუაშვილის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „ლილონეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ლილონეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს   კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „ლილონეტისათვის“ გადაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);; 

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ლილონეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ლილონეტისათვის“ ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

 

 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები