წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია „s-tv“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F94 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 5 ივლისის N436/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 249 / 23

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2019 11:22

მიღების თარიღი აპრილი 25, 2019

შპს ტელეკომპანია „s-tv -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F94 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის  5 ივლისის N436/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე  ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია s-tv“ (ს/კ 401976420) წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელ პირს.  შპს „ტელეკომპანია s-tv“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF94 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 5 ივლისის N436/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 17975 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს „ტელეკომპანია s-tv”-ს  სტუდიიდან   (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 18985 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს „ტელეკომპანია s-tv”-ს  სტუდიიდან (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის” სადგური);  რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 5 ივლისამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „ტელეკომპანია s-tv“ ფლობდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას, რომელიც  შეუჩერდა საკუთარი ინიციატივით 2017 წლის 30 ივნისს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ 2019 წლის 18 იანვრის N19/09 წერილის თანახმად შპს „ტელეკომპანია s-tv“-ს კუთვნილი რადიოელექტრონული მიმღებ-გადამცემი მოწყობილობები შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ კუთვნილ რადიოსაკომუნიკაციო ანძებზე განთავსებული არ ყოფილა.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან  6 თვით ერთი წლის განმავლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 25 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია s-tv“-ს წარმომადგენელი. შეტყობინება ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 19 აპრილს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია s-tv“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F94 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 5 ივლისის N436/1გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, ვინაიდან სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია s-tv“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F94 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 5 ივლისის N436/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 30 მაისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) საჯარო    გაცნობისათვის    ცნობის    გამოქვეყნება  ინტერნეტში  კომისიის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე (ნ. შოვნაძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია s-tv“-სთვის გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით) (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები