შპს „ემ ეს გრუპის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის პირველი ივნისის №378/1 გადაწყვეტილებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2019 11:24
მიღების თარიღი აპრილი 25, 2019
შპს „ემ ეს გრუპის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის პირველი ივნისის №378/1 გადაწყვეტილებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს „ემ ეს გრუპმა“ (№შ-19-6/1059, 14.03.2019), მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B194 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „ემ ეს გრუპი“ ითხოვს ქ. თბილისში კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B194 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის ახალი კენტი სიხშირით შეცვლას. როგორც წერილშია აღნიშნული მათი როგორც რადიომაუწყებლის მთავარი მიზანია იყვნენ სმენადები რადიომსმენელთა სეგმენტისთვის, რომელთა დიდი ნაწილი არიან ავტომანქანის მფლობელები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არსებული სიხშირული რესურსით (90.8 მჰც) ავტომანქანის მფლობელთა დაახლოებით 70%-ს არ აქვს წვდომა მათ რადიო არხზე, ისინი თანაბარ და კონკურენტულ გარემოში ვერ ახდენენ მაუწყებლობას, რაც მათთვის არასასურველ შედეგებს გამოიწვევს. ამდენად შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ მაუწყებელმა მოითხოვა ლიცენზიის მოდიფიცირება და სიხშირის შეცვლა ალტერნატიული კენტი სიხშირით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ემ ეს გრუპი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B194 ლიცენზიას, კომისიის 2017 წლის პირველი ივნისის №378/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული (სამედიცინო/გასართობი) რადიომაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული, აფხაზური;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 1 ივნისის ჩათვლით;
ვ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
თბილისი სატელევიზიო ანძა |
90.8 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.70"N 44°47'6.40"E |
140 |
5 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№შ-19-10/528 22/03/2019) თანახმად სიხშირის შეცვლა შესაძლებელია ახალი კენტი სიხშირით (95.9 მჰც) ლიცენზიაში განსაზღვრული ყველა სხვა ტექნიკური პარამეტრის შენარჩუნებით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 19 აპრილის წერილით (№შ-19-6/1801), შპს „ემ ეს გრუპმა“ თანხმობა განაცხადა კომისიის მიერ შეთავაზებული სიხშირით მაუწყებლობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „ემ ეს გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B194 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ემ ეს გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B194 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის პირველი ივნისის №378/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2019 წლის 30 მაისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. შოვნაძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ემ ეს გრუპისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე
|
|
|
|
|
