წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 265 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2019 10:43

მიღების თარიღი აპრილი 30, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N19 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N19 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №19 სხდომის  დღის  წესრიგი

               ქ. თბილისი    2019  წლის 30 აპრილი, 17:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის N19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);
  2. ფიქსირებული  საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო  და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  3. მობილური ქსელით  საცალო ხმოვანი  მომსახურებების  ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების  შესახებ(მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  4. მობილური ქსელით   ინტერნეტ  მომსახურების და  მოკლე ტექსტური შეტყობინებების  („SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების  შესახებ(მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები