მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების („ SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2019 10:54
მიღების თარიღი აპრილი 30, 2019
მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების („SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2019 წლის 31 იანვარს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N37/23 „ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.
კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2019 წლის 18 და 25 აპრილს , ხოლო გადაწყვეტილების მიღების დღედ განისაზღვრა 2019 წლის 30 აპრილი. კომისიის 2019 წლის 18 და 25 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ: შპს „ვიონი საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი ესართია, შპს ”მაგთიკომის” იურისტი დავით ძიძიგური, შპს ”მაგთიკომის” ფინანსური დირექტორის მოადგილე გიორგი გაგნიძე, სს „სილქნეტის“ პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი თიკო ტყეშელაშვილი, სს „სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი, სს „სილქნეტის“ აბონენტებთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორი ლევან ბუჩუკური, ააიპ „საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე უჩა სეთური, ფიზიური პირი შოთა შოთაძე, შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელისა“ და შპს „სიჯისი“-სფინანსური დირექტორი მარინე კილაძე, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ იურისტი მაკა ლოლიაშვილი, შპს „მაგთიკომის“ კონსულტანტი ლევან გიორგაძე, შპს „მაგთიკომის“ კომერციული დირექტორი ნიკოლოზ დავითაშვილი, შპს „ვიონი საქართველოს“ როუმინგის განყოფილების ხელძღვანელი თეკლა ცხვედიანი.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (დ. გოგიჩაიშვილი) მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:
მობილური ქსელის მომსახურებები
აბონენტებს მობილურ მომსახურებას მათ შორის, ინტერნეტს ამჟამად საქართველოში ყველა მობილური ქსელის ოპერატორი სთავაზობს 2G, 3G და 4G ქსელების საშუალებით. საქართველოში არ არსებობს ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორი. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 75% 3G ქსელით დაფარულია ხოლო ტერიტორიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, განსხვავებაა 3G და 4G ქსელებს შორის.
გრაფიკი N1

მობილური ქსელით მომსახურება სამი სახის სერვისს გვთავაზობს, ესენია: მობილური ხმოვანი მომსახურება, მოკლე ტექსტური შეტყობინების „SMS“ მომსახურება და მონაცემთა გადაცემის (ინტერნეტი) მომსახურება. „SMS“ სერვისები მომხმარებლებს ხშირად მობილურ ხმოვან მომსახურებასთან ერთად მიეწოდება. აბონენტებისთვის ბაზარზე აღნიშნული მომსახურებების
შეთავაზების ოთხი ვარიანტი არსებობს, ესენია: მობილური ხმოვანი მომსახურება, მობილური ხმოვანი სერვისები „SMS“-თან ერთად, ცალკე მობილური ინტერნეტი, ცალკე „SMS“ მომსახურება ან სამივე მომსახურების კომბინაცია.
მობილური სერვისების ერთ ან რამდენიმე ბაზრის შესაბამის სეგმენტად განსაზღვრისას კომისიის მსჯელობა ეფუძნებოდა ურთიერთშენაცვლებადი მომსახურებების სახეების და გეოგრაფიული საზღვრების დადგენას.
აღნიშნული საკითხის შეფასება ეფუძნებოდა აბონენტების მიერ სხვადასხვა სახის მობილური მომსახურებების მოხმარების დანიშნულებას და მობილური ოპერატორის მიერ მომსახურებების მიწოდების სტრუქტურას. ამასთან გათვალისწინებულ იქნა მობილური ინტერნეტის მომსახურების სხვა მობილურ მომსახურებასთან შედარებით უპირატესი პოზიცია და ამ მომსახურების ტარიფები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მობილური მომსახურებების შეთავაზებებში ინტერნეტის პაკეტები ჰომოგენურად უფრო მეტი მოცულობით იყიდება ვიდრე სხვა მომსახურებებთან ერთად.
მოხმარებული მობილური ინტერნეტ პაკეტების განაწილება 2015 და 2018 წლებში
გრაფიკი N2

მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრა
მობილური მომსახურების ტარიფები ბოლო სამი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, ამასთან გაზრდილია მომხმარებლების მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარების მოცულობა რაც მიუთითებს საბოლოო მომხმარებლებისათვის ინტერნეტ მომსახურების მზარდ უპირატესობაზე. აღნიშნული ტენდენცია 2015 წლიდან გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება. მობილური ხმოვანი და მობილური ინტერნეტ მომსახურებების ტარიფებზე „SSNIP“ ტესტის გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მობილურ ხმოვან მომსახურებაზე ფასების ზრდის შემთხვევაში აბონენტები ხმოვანი მომსახურებიდან მნიშვნელოვანი მოცულობით არ გადავლენ მობილური ინტერნეტის მოხმარებაზე (სხვადასხვა „OTT” აპლიკაციების გამოყენებით) და პირიქით მობილური ინტერნეტის მომხმარებლები ფასების ზრდის შემთხვევაში მობილურ ხმოვან მომსახურებაზე არ გადავლენ. შესაბამისად, შესაძლოა ითქვას, რომ მობილური ინტერნეტ მომსახურება მობილური ხმოვანი მომსახურებების შემავსებელია ვიდრე ჩანაცვლებადი. შესაბამისად, მომხმარებლები ამ მომსახურებებს ურთიერთჩანაცვლებად მომსახურებად არ მიიჩნევენ. ამასთან ერთად მობილური ინტერნეტ მომსახურება ძირითადად „OTT“ სერვისების გამოყენებისთვისაა საჭირო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მობილური ქსელის მომსახურებები: ა)მობილური ხმოვანი, ბ) მოკლე ტექსტური „SMS“ შეტყობინება და გ) მობილური ინტერნეტი სატელეკომუნიკაციო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებს წარმოადგენენ და კონკურენცია აღნიშნული მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს
მომსახურების გეოგრაფიული საზღვრების დადგენა
შპს „მაგთიკომის”, სს „სილქნეტის“ და შპს „ვიონი საქართველოს“ სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, მათ აქვთ ავტორიზაცია გავლილი კომისიაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომსახურების მიწოდების თაობაზე. შპს „მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომსახურებას ეწევიან ერთგვაროვანი პირობებით. შესაბამისად, მობილური მომსახურებების მიწოდების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებისთვის გეოგრაფიულ საზღვრებად მიჩნეული უნდა იქნას საქართველოს მთელი ტერიტორია
ფიზიკური და იურიდიული პირები
ფიზიკური და იურიდიული პირები ძირითადად ერთი და იმავე მობილური მომსახურებით სარგებლობენ, შესაბამისად აღნიშნული მიზეზის გამო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების სეგმენტაცია ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით არ მომხდარა.
მობილური ინტერნეტ მომსახურება
აბონენტებს მობილურ ინტერნეტ მომსახურებას საქართველოში ყველა მობილური ქსელის ოპერატორი სთავაზობს 2G, 3G და 4G ქსელების საშუალებით. საქართველოში არ არსებობს ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორი. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2015 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა შერეულ პაკეტებში (ორმაგი და სამმაგი შეთავაზება) აბონენტების მიერ მობილური ინტერნეტ მომსახურების შეძენა.
2018 წლის ბოლოს მობილური ინტერნეტით 2.4 მილიონი აბონენტი სარგებლობდა, რაც მთლიანი აბონენტების 57%-ია, მობილური ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2018 წლის ბოლოს მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 49%-ითაა გაზრდილი 2015 წლის ბოლოსთან შედარებით.
გრაფიკი N3


სამი კრიტერიუმის ტესტი
იმისათვის, რომ განსაზღვრულიყო, ექვემდებარება თუ არა მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი წინასწარ რეგულირებას, ჩატარებული იქნა სამი კრიტერიუმის ტესტი, რომლიც გულისხმობს, რომ ქვემოთ (ა, ბ, გ პუნქტებში) შეფასებული სამი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში ბაზრის შესაბამისი სეგმენტი წინასწარ რეგულირებას უნდა დაექვემდებაროს.
ა) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის სტრუქტურული ან/და სამართლებრივი ბარიერების შეფასება
ა.ა) მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზარის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დამაბრკოლებელი გარემოებები შეფასდა მომავალზე ორიენტირებული პრინციპების გათვალისწინებით. ანალიზის ჩატარებისას არ იქნა გათვალისწინებული ისეთი დროებითი დაბრკოლებები, რომლებიც დროის მოკლე მონაკვეთში დაძლევადია.
ა.ბ) მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის სტრუქტურული ბარიერი არსებობს, რადგან ბაზარზე მობილური ქსელის მახასიათებლები და ტექნოლოგია (ტერიტორიული და მოსახლეობის დაფარვა და ხარისხი), და მასთან დაკავშირებული ხარჯების სტრუქტურა ისეთია, რომ ის ბაზარზე ავტორიზებულ პირებს შორის ასიმეტრიულ პირობებს ქმნის.
ა.გ) მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი მაღალი სტრუქტურული ბარიერებით ხასიათდება, რადგან ამ მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირ(ებ)ი, მომსახურების მიწოდებაზე გაწეული დანახარჯების თვალსაზრისით, სხვებთან შედარებით აბსოლუტურ უპირატესობას ფლობენ, რომელიც გამოწვეულია მასშტაბის და/ან მომსახურების სახეების მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიით.
ა.დ) მობილური მომსახურებისათვის სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიას და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებულ ნებართვებს და კაპიტალურ დანახარჯებს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის თვალსაზრისით, პირდაპირი ზეგავლენა აქვთ ბაზარზე ახალ შემომსვლელებისათვის.
ბ) ბაზარზე კონკურენციის პოტენციური ტენდენციების შეფასება
მობილური მომსახურებების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ეფექტიანი კონკურენციისადმი მიდრეკილება დადგინდა შემდეგი კრიტერიუმების ანალიზის საფუძველზე:
საბაზრო წილები - ავტორიზებული პირების საბაზრო ხვედრითი წილები ბაზრის ეფექტიანი კონკურენციისადმი მიდრეკილების პირველადი მაჩვენებლებია. საბაზრო ხვედრითი წილები მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლების მიხედვით განისაზღვრა. დროის გარკვეულ მონაკვეთში მაღალი საბაზრო წილის ფლობა ავტორიზებული პირის დომინანტობაზე მიანიშნებს, ხოლო საბაზრო წილების შემცირება ბაზარზე ახალი ავტორიზებული პირის შესვლის ან არსებული ავტორიზებული პირების ბაზარზე გაფართოების მანიშნებელია.
ბაზრის ხვედრითი წილები აბონენტების მიხედვით 2015-2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
გრაფიკი N4

გრაფიკი N5

ცხრილ N5-ში მოცემულია 2015-2018 წლებში მობილურ ინტერნეტ მომსახურების ტრაფიკის ავტორიზებული პირების მიხედვით განაწილების პროცენტული მაჩვენებლები
ბაზრის წილი მობილური ინტერნეტ ტრაფიკის მიხედვით
ცხრილი N6
|
ავტორიზებული პირი |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
|
მაგთიკომი |
44% |
56% |
52% |
45% |
|
ვიონი საქართველო |
7% |
13% |
22% |
29% |
|
სილქნეტი/ჯეოსელი |
49% |
30% |
26% |
26% |
|
სულ |
100% |
100% |
100% |
100% |
შპს „ვიონი საქართველოს“ და შმს „მაგთიკომის“ საბაზრო ხვედრითი წილი მოხმარებული ინტერნეტის (ტრაფიკის) მიხედვით 2018 წელს გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, ხოლო სს „სილქნეტის“ (შპს „ჯეოსელის“) ხვედრითი წილი კი შემცირებულია.
კონცენტრაციის დონე
კონცენტრაციის საერთო მაჩვენებელი მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზარის შესაბამისი სეგმენტის კონკურენციის განმსაზღვრელია. მობილური მომსახურებების ბაზარზე კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნებისათვის ე.წ. “ჰერფინდალ-ჰირშმანის” ინდექსი (HHI) იქნა გამოყენებული. “ჰერფინდალ-ჰირშმანის” ინდექსის (HHI) რაოდენობრივი მნიშვნელობა გამოიანგარიშება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ყველა მოქმედი ავტორიზებული პირების მიერ დაკავებული ფარდობითი წილების (პროცენტულ ერთეულებში) კვადრატების ჯამის სახით. მისი მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს: 1-დან – საკმარისად სრულყოფილი კონკურენციის და ბაზარზე მონაწილეთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, 10 000-მდე – აბსოლუტურად კონცენტრირებულ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მიმწოდებლის მხარეს ერთი ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შემთხვევაში. შესაძლებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტის შემდეგი ტიპების იდენტიფიცირება:
ა) დაბალკონცენტრირებული ბაზრის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა არ აღემატება 1000-ს.
ბ) ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა მოქცეულია 1000-დან და 2500-მდე საზღვრებში.
გ) მაღალკონცენტრირებული ბაზრის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა 2500 ერთეულს აჭარბებს.
ცხრილი N7
|
შემოსავლების მიხედვით |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
|
HHI ინდექსი |
4,113 |
4,877 |
3,940 |
3,962 |
მომსახურებების სახეების დივერსიფიცირება (კომბინირებული მომსახურებები) - ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ფიქსირებული და მობილური ქსელების კონვერგირებული მომსახურების სახეები (სამმაგი და ოთხმაგი შეთავაზებები) კონკურენტი ავტორიზებული პირისათვის (შპს „ვიონი საქართველო“) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გაფართოების ბარიერს წარმოადგენს.
საფასო ტენდენციები - ავტორიზებული პირის მიერ მომსახურებაზე დაწესებული ფასების ისეთი დონე, რომელიც მუდმივად მაღალია (სცილდება კონკურენტულ დონეს) და ამასთან ავტორიზებული პირისთვის მომგებიანია, საბაზრო ძალაუფლების ინდიკატორს/მაჩვენებელს წარმოადგენს.
გრაფიკი N8

როგორც ცხრილი N8-იდან ჩანს ულიმიტო მობილურ ინტერნეტს ამ ეტაპზე მხოლოდ შპს „მაგთიკომი“ სთავაზობს მომხმარებლებს 150 ლარად თვეში. შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ მობილურ ინტერნეტ მომსახურებაზე დაწესებული ფასები უფრო დაბალია ვიდრე იგივე მოცულობის ინტერნეტ მომსახურებაზე შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ (შპს „ჯეოსელის“) მიერ არის დაწესებული ფასებზე. შპს „ჯეოსელი“ აბონენტებს 30 ლარად 15 გგბი მოცულობის მობილურ ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს, მაშინ როდესაც 30 ლარად შპს „მაგთიკომი“ 20 გგბტ-ს სთავაზობს, ხოლო შპს „ვიონი საქართველო“ კი 25 ლარად - 30 გგბტ ინტერნეტ პაკეტს.
გ) „კონკურენციის შესახებ“ კანონის მოქმედების საკმარისობის შეფასება
აღნიშნული კრიტერიუმის ანალიზისას შეფასდა, უზრუნველყოფს თუ არა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების დარგში, კერძოდ მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის განვითარებას. ასევე შეფასდა, უზრუნველყოფს თუ არა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების დარგის ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე პოტენციურად შესაძლო ანტი კონკურენტულ ქმედებებზე რეაგირებას. აღნიშნული კრიტერიუმის შესწავლისას გათვალისწინებული იქნა შემდეგი ფაქტორები:
გ.ა) მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს შპს „მაგთიკომს“ და სს „სილქნეტს“ გააჩნიათ ბაზარზე შესვლის დაბრკოლებების ხელოვნურად შექმნის და/ან გაზრდის განზრახვა და შესაძლებლობაც, შესაბამისად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის წინასწარი რეგულირება უფრო ეფექტიანია ვიდრე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქმედებები (რადგან ოპერატორების არაკონკურენტულ ქცევაზე რეაგირების დაგვიანება შესაძლოა ოპერატორისთვის ისეთი წარმატებით განვითარდეს, რომ შემდეგ შეუძლებელი იყოს საბაზრო დინამიკის საწყისი წერტილისკენ დაბრუნება);
გ.ბ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე რეგულირების მიზნით კომისიის ჩარევა ხშირია და კონკურენციის უზრუნველყოფას ესაჭიროება შესაბამის ავტორიზებულ პირებზე სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება, შესაბამისად „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ბაზრის რეგულირების მიზნებისათვის არ არის საკმარისი;
გ.დ) მობილურ ინტერნეტ მომსახურებაზე დაწესებული მაღალი ტარიფების მომხმარებლებზე გავლენის დროული აღმოფხვრის მიზნით წინასწარი რეგულირებით გათვალისწინებული ღონისძიებები უფრო ეფექტურია.
სამი კრიტერიუმის ტესტის შედეგებია: ჩატარებული სამი კრიტერიუმის ტესტის თანხმად დადგინდა, რომ მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სამივე კრიტერიუმი ერთდროულად არსებობს, შესაბამისად აღნიშნული ბაზრის სეგმენტი წინასწარ რეგულირებას უნდა დაექვემდებაროს.
მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტის ანალიზი
ბაზრის ანალიზის მიზანს წარმოადგენს იმ ფაქტის შეფასება, არის თუ არა ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული და განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტი ეფექტიანად კონკურენტუნარიანი, ანუ წარმოდგენილია თუ არა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ერთი ან ერთზე მეტი ავტორიზებული პირი (პირები), რომელსაც ინდივიდუალურად და/ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება გააჩნია.
ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ფლობის ანალიზისას, შეფასებულ იქნა შემდეგი კრიტერიუმები:
– ავტორიზებული პირის საბაზრო წილი და მისი საერთო მოცულობა;
– რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა;
– ტექნოლოგიური უპირატესობა;
– მომხმარებლის ძალაუფლების დაბალი დონე და/ან არ არსებობა;
– კაპიტალთან და ფინანსურ რესურსებთან მარტივი ან პრივილეგირებული წვდომის შესაძლებლობა;
– დივერსიფიცირებული მომსახურების სახეები;
– მასშტაბის ეკონომია;
– მომსახურების სახეების მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომია (მრავალფეროვნების ეკონომია);
– ვერტიკალური ინტეგრაცია;
– საცალო გაყიდვების განვითარებული ქსელი;
– პოტენციური კონკურენტების არ არსებობა;
– მომგებიანობა;
– ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის გაფართოებასთან დაკავშირებით არსებული ბარიერები.
ზემოთ ჩამოთვლილიდან გამოყენებული იქნა მხოლოდ იმ კრიტერიუმის კომბინაცია, რომლებიც ყველაზე უფრო მიზანშეწონილია აღნიშნული ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტული გარემოს შესაფასებლად.
ავტორიზებული პირის საბაზრო წილი და მისი საერთო მოცულობა - მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კომპანიების საერთო მოცულობის შეფასებისას, ბაზარზე მათ მიერ დაკავებული საბაზრო წილის შესახებ ინფორმაცია იქნა გამოიყენებული. საბაზრო ხვედრითი წილი განსაზღვრული იქნა შესაბამისი მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლების და აბონენტების რაოდენობის მიხედვით.
მონაცემები მობილური ინტერნეტის აბონენტების და შემოსავლების შესახებ (ათასებში)
2015 -2018 წლები
ცხრილი N9

მობილური ინტერნეტის მომხმარებლებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს შეადგინა 127 მილიონი ლარი, რაც 256%-ით მეტია 2015 წლის მობილური ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალზე. მობილური ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით შპს „მაგთიკომი“ ლიდერობს. კომპანიის შემოსავალმა ამ მომსახურებაზე 2018 წელს 57 მილიონი ლარი შეადგინა (223%-ი ზრდა 2015 წელთან შედარებით), სს „სილქნეტის“ შემოსავლები გაიზარდა 285%-ით და 2018 წლის მდგომარეობით 53 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო შპს „ვიონი საქართველოს“ მობილური ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის მდგომარეობით მხოლოდ 16 მილიონი ლარია, რაც 3.2 ჯერ ნაკლებია ვიდრე „ჯეოსელის“ შემოსავლები და 3.5 ჯერ ნაკლები ვიდრე „მაგთიკომის“ შემოსავლები მიუხედავად იმისა, რომ ტრაფიკით და აბონენტების რაოდენობით „ვიონი საქართველო“ და „სილქნეტი“ მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.
ბაზრის განაწილება კომპანიების მიხედვით აბონენტების და შემოსავლების ჭრილში
2015 -2018 წლები


2018 წლის ბოლოს ოპერატორების მიხედვით მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა 33% შპს „მაგთიკომის“ აბონენტებზე მოდის, სს „სილქნეტზე“ 39%, ხოლო მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა 28% შპს „ვიონი საქართველოს“ ინტერნეტს იყენებს. 2018 წლის პირველ ნოემბერს შპს „ჯეოსელი“ შეერწყა სს „სილქნეტს“ . შემოსავლების მხრივ კი სს „სილქნეტი“ (შპს „ჯეოსელი“) იკავებს ბაზარზე 42%-ს, ხოლო მაგთიკომის საბაზრო ხვედრითი წილი 2018 წელს 45 %-მდე შემცირდა (2015 წლის 50 %).
გრაფიკი N11-ზე მოცემულია კომპანიების მიხედვით მობილური ინტერნეტ მომსახურების ტრაფიკის შესახებ ინფორმაცია თვეების მიხედვით ტერაბაიტებში.
გრაფიკიN11
2018 წელს მობილური ინტერნეტის ტრაფიკის მოცულობამ 65 230 ტერაბაიტი შეადგინა, რაც 580%-ით მეტია 2015 წლის მოხმარებული ტრაფიკის მოცულობაზე. ოპერატორების მიხედვით მობილური ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობის 45% შპს „მაგთიკომზე“ მოდის (29 242 ტერაბაიტი), სს „სილქნეტის“ (შპს „ჯეოსელის“) მობილური ინტერნეტ მომსახურების აბონენტებზე 26% (17 192 ტერაბაიტი), ხოლო შპს „ვიონი საქართველოზე“ -ტრაფიკის 29% (რაც 18 795 ტერაბაიტია) მოდის.
მომგებიანობა
დროთა განმავლობაში მაღალი მომგებიანობა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მაჩვენებელია, ოპერატორებმა შეძლეს უფრო მაღალი ფასების შენარჩუნება, ვიდრე ის იქნებოდა ბაზარზე ეფექტური კონკურენციის დროს.
მობილური ინტერნეტ მომსახურებიდან ერთ აბონენტზე მიღებული შემოსავლები ავტორიზებული პირების მიხედვით 2015-2018 წლებში
ცხრილი N12
|
ARPU* |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
|
სილქნეტი/ჯეოსელი |
1.60 |
1.11 |
3.13 |
4.71 |
|
მაგთიკომი |
2.41 |
3.34 |
4.41 |
6.02 |
|
ვიონი საქართველო |
1.21 |
1.31 |
2.02 |
2.01 |
|
საშუალო |
1.84 |
2.02 |
3.34 |
4.38 |
* ARPU (Average Revenue Per User)-დათვლილია შემდეგნაირად: შესაბამის პერიოდში კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი გაყოფილი იგივე პერიოდის დეკემბრის თვის აბონენტზე და გაყოფილი 12-ზე.
გრაფიკი N13

სამივე კომპანიის შემოსავალი ერთ აბონენტზე იზრდება წლების განმავლობაში, რაც განპირობებულია ერთი აბონენტის მიერ მოხმარებული ინტერნეტის მოცულობის ზრდით.
საშუალოდ ერთი აბონენტის მიერ მოხმარებული ინტერნეტ მომსახურების (ტრაფიკის) შესახებ ინფორმაცია ავტორიზებული პირების მიხედვით 2015-2018 წლებში
ცხრილი N14
|
Data usage (GB per Sub) |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
|
მაგთიკომი |
0.57 |
1.96 |
3.32 |
3.08 |
|
ვიონი საქართველო |
0.21 |
1.00 |
2.23 |
2.30 |
|
სილქნეტი/ჯეოსელი |
0.54 |
0.96 |
1.50 |
1.53 |
|
საშუალო |
0.50 |
1.36 |
2.33 |
2.26 |
* Data usage -დათვლილია შემდეგნაირად: შესაბამის პერიოდში მობილური ინტერნეტ მომსახურების ტრაფიკი გაყოფილი იგივე პერიოდის დეკემბრის თვის აბონენტზე და გაყოფილი 12-ზე.
მიუხედავად იმისა, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ მობილურ ინტერნეტ მომსახურებაზე დაწესებული ფასები შპს „ მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიერ დაწესებულ ფასებზე მნიშვნელოვნად დაბალია, მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შპს „ვიონი საქართველოს“ კონკურენტულმა ქმედებამ (ფასების ზრდის შეზღუდვამ) ვერ უზრუნველყო ავტორიზებულ პირებს შორის კონკურენციის გამძაფრება. პირიქით, შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ (შპს „ჯეოსელის“), როგორც ერთ აბონენტზე (ARPU) ასევე, მთლიანად ამ მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები ბოლო პერიოდში იზრდება.
მობილურ ინტერნეტზე კომპანიების მიერ დადგენილი ფასები
გრაფიკი N15

რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა - შპს „მაგთიკომმი“ და სს „სილქნეტი“ (შპს „ჯეოსელი“) შპს „ვიონო საქრთველოსთან“ შედარებით მობილური ქსელით მომსახურების ბაზარზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობენ, მიუხედევად იმისა რომ შპს „ვიონი საქართველოსთვის“ სიხშირული სპექტრის ხელმისაწვდომობა არ არის შეზღუდული მისი ქსელი არ არის ისეთი გეოგრაფიული მასშტაბებით გავრცელებული როგორც შპს „მაგთიკომის“ და სს „სიქლნეტის“ ქსელები. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელი საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის მომსახურების მიღების სრულყოფილ საშუალებას არ იძლევა, ამიტომ აღნიშნული შპს „მაგთიკომს“ და სს „სილქნეტს“ (შპს „ჯეოსელს“) შპს „ვიონი საქართველოსთან“ შედარებით უპერატესობას ანიჭებს. ვინაიდან შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ამგვარი ინფრასტრუქტურის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, ან შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალში, ამიტომ შპს „მაგთიკომს“ და სს „ჯეოსელს“ მობილური ქსელის ფლობის თვალსაზრისით საბაზრო უპერატესობას ანიჭებს
მსყიდველობითი ძალაუფლების დაბალი დონე და/ან არ არსებობა - მობილური მოსახურების ბაზრზე მომსახურების არსებულ ან პოტენციურ მომხმარებლებს არ გააჩნიათ მომსახურების შეძენის ფასზე ან მომსახურების სხვა პირობების ცვლილებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. არც ერთ მობილური ოპერატრი არც ეროვნული როუმინგის ან ვირტუალური ქსელის ოპერატორისთვის მომსახურებას მობილური საბითუმო მომსახურების მიწოდებას არ ახორციელებს. ამასთან, საცალო ბაზარზე მომსახურების მიმღებების/აბონენტების რაოდენობა იმდენად დიდია რომ მათ მიერ მომსახურების შეძენის მოცულობიდან გამომდინარე არ არც ერთ აბონენტეს არ გააჩნია ისეთი ძალაუფლება რომ მიმწოდებელს შეაცვლევინოს მომსახურების მიწოდების პირობები მათ შორის, ტარიფები.
დივერსიფიცირებული მომსახურების სახეები - შპს „მაგთიკომი“ და სს „სიქლნეტი“ სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზრზე უფრო დივერსიფიცირებული მომსახურების სახეების პორტფელს ფლობენ „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ფიქსირებული და მობილური ქსელების კონვერგირებული მომსახურების სახეები (სამმაგი და ოთხმაგი შეთავაზებები) მომხმარებლების მხრიდან მომსახურებაზე არჩევანის და მიმზიდველობის თვალსაზრისით, სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით უკეთესი პოზიციას უქმნის. აღნიშნული დადებითად აისახოს შპს „მაგთიკომის“ საბაზრო ხვედრით წილზე სს „სიქლნეტის“ და შპს „ჯეოსელის“ ქსელების კონვერგაცია არც თუ ისე დიდ ხანია გამოჩნდა ბაზარზე;
მასშტაბის ეკონომია - შპს „მაგთიკომი“ და სს „სილქნეტი“ შპს „ვიონი საქართველოსთან“ შედარებით უფრო დიდი მოცულობით მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, მათ აქვთ შესაძლებლობა მიაღწიონ მასშტაბის ეკონომიას, რომელიც განპირობებულია ავტორიზებული პირის მთლიანი დანახარჯების დიდი მოცულობით მიწოდებული მომსახურების ერთეულებს შორის გადანაწილებით;
ვერტიკალური ინტეგრაცია - სამივე მობილური ქსელის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებული ავტორიზებული პირია (სამივე ფლობენ საკუთარ ქსელს და უზრუნველყოფენ ამ ქსელის საშუალებით საცალო მომსახურებების მიწოდებას) შესაბმისად, მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ აბონენტებისთვის მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა, შეუძლიათ კონტროლი გაუწიონ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის პროცესს და მყისიერი რეაგირება მოახდინონ ბაზრის პოტენციურ ცვლილებებზე.
ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის გაფართოებასთან დაკავშირებით არსებული ბარიერები - რადგან მობიური მომსხურების ბაზარი საქართველოში გაჯერებეულია, ამიტომ შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ბაზრის ამ სეგმენტზე ზრდის/გაფართოების საჭირო შესაძლებლობები არ არის, შესაბამისად აღნიშნულმა გამოიწვია მობილური ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს (კონკურენტების არსებული რაოდენობის) კონსერვაცია, რამაც თავის მხრივ გააუარესა ბაზარზე არსებული კონკურენტული მდგომარეობა.
მობილურ ქსელის საბითუმო მომსახურების რეგულირება
მობილური ინტერნეტის საცალო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისთვის მიზანშეწონილია მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) მიერ მობილური მომსახურებების ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა. შესაბამისად მობილურ ქსელის საბითუმო მომსახურებაზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებს უნდა დაეკისროს მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორის ქსელთან არადისკრიმინაციულად და დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფით დაშვების სპეციფიკური ვალდებულებები.
მობილური ინტერნეტ მომსახურების ფასების ხარჯზე ორიენტირებულობა
მობილური ინტერნეტ მომსახურების დანახარჯები ერთ გბ-ზე გაანგარიშებული იქნა შემდეგი ფორმულით :

დანახარჯები ერთ გბ-ზე = საცალოზე მოგების მარჟა + ერთი გბ-ის თვითღირებულება
ერთ გბ-ზე საოპერაციო დანახარჯების დასადგენად გამოყენებული იქნა კომპანიების მიერ წარმოდგენილი 2017 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით” განსაზღვრული „სრულად განაწილებული დანახარჯების (FDC) გაანგარიშების მეთოდის“ შესაბამისად 2018 წლის ფინანსური და ტექნიკური მონაცემების საფუძველზე მომზადებული მობილურ ინტერნეტ მომსახურებაზე გადანაწილებული შემოსავლებისა და დანახარჯების მოგება-ზარალის ანგარიში (2018 წლის ინფორმაცია წარმოადგინა მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“).
ცხრილი N16 -ში მოცემულია შპს „მაგთიკომის“ მობილური ინტერნეტ მომსახურების საცალო სეგმენტზე საოპერაციო დანახარჯები, ასევე წლის განმავლობაში მობილური ინტერნეტის ჯამური ტრაფიკი გგბტ-ში, დატვირთული კაპიტალის ოდენობა და ერთ გგბტ-ზე გაანგარიშებული დანახარჯები ლარში.
ცხრილი N16
|
მოგება-ზარალი -მობილური -ინტერნეტ საცალო |
აუდირებული |
არა'აუდირებული / წინასწარი მონაცემები |
|
ლარი |
2017 |
2018 |
|
საოპერაციო ხარჯები |
6,048,914 |
4,993,156 |
|
სხვადასხვა მხარდაჭერა |
149,129 |
217,151 |
|
ინტერნეტის საფასური და არხების იჯარა |
1,683,290 |
708,931 |
|
აღჭურვილობის ღირებულება |
434,489 |
215,181 |
|
სიმ და სკრეჩ ბარათების ღირებულება |
519,628 |
425,514 |
|
რეგულირების საფასური |
378,909 |
481,675 |
|
გაყიდვები და მომხმარებელზე ზრუნვა |
2,883,470 |
2,944,705 |
|
ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები |
1,700,604 |
1,581,068 |
|
ხარჯების ეტაპობრივი განაწილებისას მიღებული ხარჯი |
46,810,694 |
41,970,841 |
|
ცვეთა |
3,424,447 |
3,609,148 |
|
სულ ხარჯები |
57,984,660 |
52,154,213 |
|
დატვირთული კაპიტალი |
39,591,884 |
40,318,683 |
|
მოგების მარჟის (კაპიტალის და WACC-ის ნამრავლი) |
5,918,987 |
6,027,643 |
|
მობილური ქსელით ინტერნეტის ტრაფიკი (გგბტ) |
32,060,789 |
29,242,254 |
|
დანახარჯების ერთ გგბტ-ზე, ლარი (გადასახადების გარეშე) |
1.81 |
1.78 |
|
მოგების მარჟა ერთ გგბტ-ზე, ლარი (გადასახადების გარეშე) |
0.18 |
0.21 |
ცხრილი N17- ში მოცემულია შპს „ჯეოსელის“ მობილური ინტერნეტ მომსახურების საოპერაციო დანახარჯები, ასევე წლის განმავლობაში მობილური ინტერნეტის ჯამური ტრაფიკი გგბტ-ში, დატვირთული კაპიტალის ოდენობა და ერთ გგბტ-ზე გაანგარიშებული დანახარჯები ლარში.
ცხრილი N17
|
მოგება-ზარალი -მობილური -ინტერნეტ საცალო |
2017 (‘000 ლარ) |
|
საოპერაციო ხარჯები |
|
|
საერთაშორისო ქსელის იჯარის ხარჯი |
374 |
|
ნუმერაციის ხარჯები |
93 |
|
პორტაბელურობის ხარჯი |
129 |
|
მომსახურების ხარჯები |
31 |
|
სერვისისა და ზედნადები ხარჯები |
943 |
|
დაცვის ხარჯი |
310 |
|
IT მხარდაჭერის ხარჯები |
788 |
|
ბილინგის ხარჯები |
1,094 |
|
ფინანსური დანახარჯები |
754 |
|
კომუნალური და საწვავის ხარჯები |
337 |
|
სხვა არა საოპერაციო ხარჯები |
180 |
|
გაყიდვების გადასახადი |
562 |
|
ქონების გადასახადი |
273 |
|
სხვა სახელმწიფო გადასახადები |
179 |
|
საკანცელარიო ხარჯი |
345 |
|
წარმომადგენლობითი ხარჯი |
236 |
|
დაზღვევის ხარჯი |
86 |
|
კომპანიის ავტომობილით სარგებლობის ხარჯი |
166 |
|
საკონსულტაციო ხარჯი |
218 |
|
საკომუნიკაციო ხარჯი |
125 |
|
იჯარის ხარჯი |
2,186 |
|
მარკეტინგის ხარჯები |
2,806 |
|
პერსონალის ხარჯები |
9,685 |
|
კონტენტის პროვაიდერის ხარჯი |
67 |
|
გაყიდვის სტიმულირების ხარჯი |
769 |
|
აქტივაციისა და საკომისიოების მოგროვების ხარჯები |
449 |
|
ტრანსფერი ძირითადი ქსელიდან |
67,288 |
|
ცვეთა/ამორტიზაცია |
8,645 |
|
სულ ხარჯები |
99,118 |
|
კაპიტალი |
14,044 |
|
მოგების მარჟის (კაპიტალის და WACC-ის ნამრავლი) |
2,100 |
|
მობილური ქსელით ინტერნეტის ტრაფიკი (გგბტ) |
16,414,471 |
|
1 გბ-ის თვითღირებულება, ლარი (გადასახადების გარეშე) |
6.04 |
|
მოგების მარჟა გბ-ზე, ლარი (გადასახადების გარეშე) |
0.13 |
ცხრილი N18-ში მოცემულია 2017 და 2018 წლების განმავლობაში შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ჯეოსელის“ მობილური ინტერნეტ ტრაფიკები გგბტ-ში
ცხრილი N18
|
კომპანია |
ფორმა 2.19-დან მობილური ქსელით ინტერნეტის ტრაფიკი (გბ) |
2017 |
2018 |
|
მაგთიკომი |
3.2.1. ერთეულის ფასით |
223,116 |
1,283,867 |
|
3.2.2. ჰომოგენური პაკეტები |
29,820,541 |
25,276,490 |
|
|
3.2.3. შერეული პაკეტები |
2,017,132 |
2,681,897 |
|
|
სულ |
32,060,789 |
29,242,254 |
|
|
ჯეოსელი |
3.2.1. ერთეულის ფასით |
990,814 |
3,162,145 |
|
3.2.2. ჰომოგენური პაკეტები |
13,478,353 |
9,097,508 |
|
|
3.2.3. შერეული პაკეტები |
1,945,304 |
2,445,472 |
|
|
სულ |
16,414,471 |
14,705,125 |
ცხრილი N19- ში მოცემულია ავტორიზებული პირების მიხედვით 2017 და 2018 წელს მობილური ინტერნეტის მიწოდებაზე გაწეული დანახარჯების დანახარჯი 1 გგბტ-ზე გადასახადების გარეშე
ცხრილი N19
|
კომპანია |
გაანგარიშება 1 გბ-ზე, ლარი (გადასახადების გარეშე) |
2017 |
2018 |
|
მაგთიკომი |
მოგების მარჟა გგბტ-ზე, ლარი |
0.18 |
0.21 |
|
1 გგბტ-ის დანახარჯები, ლარი |
1.81 |
1.78 |
|
|
სულ დანახარჯები+ მოგების მარჟა |
1.99 |
1.99 |
|
|
ჯეოსელი |
მოგების მარჟა გგბტ-ზე, ლარი |
0.13 |
|
|
1 გგბტ-ის დანახარჯები, ლარი |
6.04 |
|
|
|
სულ დანახარჯები + მოგების მარჟა |
6.17 |
|
ცხრილი N20-ში მოცემულია განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მიხედვით შპს „მაგთიკომის“ მობილური საცალო ინტერნეტ მომსახურების საშუალო დატვირთულ კაპიტალზე უკუგება პროცენტებში
ცხრილი N20
|
|
|||||
|
|
|||||
|
თანხები წარმოდგენილია ათას ლარებში |
31 დეკემბერი 2018 არა აუდირებული |
31 დეკემბერი 2017 აუდირებული |
|||
|
მოგება-ზარალის ანგარიში- უკუგება |
13,774 |
(7,191) |
|||
|
ძირითადი დატვირთული კაპიტალი |
40,319 |
39,592 |
|||
|
უკუგება ძირითად დატვირთულ კაპიტალზე |
34% |
-18% |
|||
ცხრილი N21-ში მოცემულია განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მიხედვით შპს „ჯეოსელის“ (სს „სილქნეტი) მობილური საცალო ინტერნეტ მომსახურების საშუალო დატვირთულ კაპიტალზე უკუგება პროცენტებში
ცხრილი N21
|
თანხები წარმოდგენილია ათას ლარებში |
31 დეკემბერი 2017 |
|
მოგება-ზარალის ანგარიში-უკუგება |
(21,648) |
|
ძირითადი დატვირთული კაპიტალი |
14,044 |
|
უკუგება ძირითად დატვირთულ კაპიტალზე |
-154% |
ცხრილი N22-ში, ცხრილი N23-ში და ცხრილი N24-ში მოცემულია შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“/შპს „ჯეოსელის“ და შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტები ფასების მიხდევით
ცხრილი N22
|
"მაგთიკომი" |
|||
|
მობილური ინტერნეტ პაკეტი |
ცვლილებამდე ფასი ლარი |
ცვლილების შემდეგ ფასი ლარი |
ფასი გგბტ ლარი |
|
500 მბ |
3 |
გაუქმდა |
6.00 |
|
1000 მბ |
5 |
5 |
5.00 |
|
2000 მბ |
7 |
გაუქმდა |
3.50 |
|
3000 მბ |
- |
9 |
3.00 |
|
4000 მბ |
10 |
გაუქმდა |
2.50 |
|
5000 მბ |
- |
12 |
2.40 |
|
6000 მბ |
15 |
გაუქმდა |
2.50 |
|
15000 მბ |
30 |
გაუქმდა |
2.00 |
|
20000 მბ |
- |
30 |
1.50 |
ცხრილი N23
|
"სილქნეტი/ჯეოსელი" |
|||
|
მობილური ინტერნეტ პაკეტი |
ცვლილებამდე ფასი ლარი |
ცვლილების შემდეგ ფასი ლარი |
ფასი გგბტ ლარი |
|
500 მბ |
3 |
3 |
6.00 |
|
1.2 გბ |
5 |
უქმდება |
4.17 |
|
1.5 გბ |
|
6 |
4.00 |
|
2 გბ |
7 |
უქმდება |
3.50 |
|
3 გბ |
|
9 |
3.00 |
|
4 გბ |
10 |
უქმდება |
2.50 |
|
5 გბ |
|
12 |
2.40 |
|
6 გბ |
15 |
უქმდება |
2.50 |
|
15 გბ |
30 |
უქმდება |
2.00 |
|
20 გბ |
|
30 |
1.50 |
ცხრილი N24
|
"ვიონი" |
||
|
მობილური ინტერნეტ პაკეტი |
ფასი ლარი |
ფასი გგბტ ლარი |
|
1 გბ |
4 |
4.00 |
|
4 გბ |
9 |
2.25 |
|
8 გბ |
16 |
2.00 |
|
30 გბ |
25 |
0.83 |
მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ანალიზის შედეგები
ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ფლობის განსაზღვრის ანალიზისას, კომისიის მიერ შეაფასებული იქნა შემდეგი სამი კრიტერიუმი, რომლებიც საცალო მომსახურებითვის ყველაზე უფრო რელევანტურია:
– ავტორიზებული პირის საბაზრო წილი და მისი საერთო მოცულობა;
– რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა;
– მომხმარებლის ძალაუფლების დაბალი დონე და/ან არ არსებობა;
– ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის გაფართოებასთან დაკავშირებით არსებული ბარიერები;
– ვერტიკალური ინტეგრაცია;
– მასშტაბის ეკონომია;
– დივერსიფიცირებული მომსახურების სახეები;
– მომგებიანობა.
შპს „მაგთიკომს“ და სს „სიქლნეტს“ მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გააჩნიათ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება.
ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული საბაზრო ხვერდრითი წილის განსაზღვისთვის გაანგარიშებაში გამოყენებული იქნა, ბოლო სამი წლის ამ მომსახურების მიწოდებით შემოსავლების შესახებ მონაცემები.
ავტორიზებული პირების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ცნობის თაობაზე დასკვნას ამყარებს ის ფაქტი, რომ ამ კომპანიებს გააჩნიათ მნიშვნელოვნად დიდი ქსელი, რომელიც არსებულ ბაზარზე შესვლისა და საბაზრო პოზიციის შენარჩუნების აუცილებელი აქტივია.
მიუხედავად იმისა, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ მობილურ ინტერნეტ მომსახურებაზე დაწესებული ფასები შპს „ მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიერ დაწესებულ ფასებზე მნიშვნელოვნად დაბალია მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შპს „ვიონი საქართველოს“ კონკურენტულმა ქმედებამ (ფასების ზრდის შეზღუდვამ) ვერ უზრუნველყო ავტორიზებულ პირებს შორის კონკურენციის გამძაფრება. პირიქით, შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯეოსელის“, როგორც ერთ აბონენტზე (ARPU) ასევე, მთლიანად ამ მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები ბოლო პერიოდში იზრდება.
ბაზრის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიერ დივერსიფიცირებული მომსახურების სახეების მიწოდებით მიღებული ეკონომიის გათვალისწინებით კომპანიების მიერ დაწესებული ფასები უფრო მაღალია ვიდრე შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ ამ მომსახურებაზე შეთავაზებული პაკეტების ღირებულებები და ამასთან ავტორიზებული პირებისთვის მომგებიანია, რაც ამ კომპანიების საბაზრო ძალაუფლების მაჩვენებელია.
ყოველივე ზემოარნიშნულიდან გამომდიანრე მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირ(ებ)ს უნდა დაეკისიროს შემდეგი სპციფიკური ვალდებულებები:
– განცალკევებული აღრიცხვის ვალდებულება;
მოკლე ტექსტური შეტყობინებები - „SMS“
აბონენტებს მობილურ მოკლე ტექსტური შეტყობინებას „SMS“ მომსახურება საქართველოში ყველა მობილური ქსელის ოპერატორი სთავაზობს 2G, 3G და 4G ქსელების საშუალებით. საქართველოში არ არსებობს ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორი. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2015 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა შერეულ პაკეტებში (ორმაგი და სამმაგი შეთავაზება) აბონენტების მიერ მობილური SMS მომსახურების შეძენა.
SMS -ების განაწილება პაკეტების მიხედვით

2015 და 2018 წლების მონაცემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ ავტორიზებული პირების მიერ მობილური მოკლე ტექსტური მომსახურება შერეულ (მრავალმაგი შეთავაზება) და ჰომოგენურ პაკეტებში უფრო დიდი მოცულობითაა რეალიზებული ვიდრე სტანდარტულ მომსახურების მიწოდებისას.
მობილური მოკლე ტექსტური შეტყობინების „SMS“ ბაზრის შესაბამისი სეგმენტი 2015 -2018 წლების განმავლობაში აბონენტების რაოდენობის მიხედვით მნიშვნელოვნად არ იცვლება (ბაზარი გაჯერებულია). ამასთან მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების საერთო მოცულობა ყველა კომპანიისთვის წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდება. მსოფლიოში და საქართველოში არსებული ტენდენციების თანახმად მომხმარებლები სარგებლობენ „SMS“ სხვადასხვა უფასო OTT აპლიკაციებით.
აბონენტების რაოდენობა, რომლებმაც ისარგებლეს SMS მომსახურებით და შესაბამისი შემოსავლები (ათასებში) 2015 -2018 წლები
ცხრილი N26
მონაცემები აბონენტებისა და შემოსავლების შესახებ (ათასებში)
|
("000) |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
||||
|
SMS მომსახურება |
აბონენტები |
შემოსავალი, ლარი |
აბონენტები |
შემოსავალი, ლარი |
აბონენტები |
შემოსავალი, ლარი |
აბონენტები |
შემოსავალი, ლარი |
|
სილქნეტი/ჯეოსელი |
885 |
9,131 |
1,009 |
7,839 |
909 |
8,978 |
885 |
6,920 |
|
მაგთიკომი |
1,103 |
15,642 |
1,129 |
15,347 |
1,073 |
12,582 |
1,017 |
11,207 |
|
ვიონი საქართველო |
594 |
6,341 |
352 |
4,454 |
640 |
3,289 |
601 |
2,934 |
|
სულ |
2,583 |
31,114 |
2,489 |
27,641 |
2,622 |
24,849 |
2,504 |
21,061 |
2018 წლის ბოლოს „SMS“ მომსახურებით მობილური აბონენტების 59% სარგებლობდა. „SMS“ მომსახურების აბონენტთა რაოდენობამ 2018 წლის ბოლოს ჯამში 2.5 მილიონი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.
გრაფიკი N27

შპს „მაგთიკომის“ მოკლე ტექსტური შეტყობინების ულიმიტო პაკეტის შეძება 10 ლარია, შპს „ჯეოსელის“ იგივე მახასიათებელების პაკეტი 7 ლარია, ხოლო შპს „ვიონი საქართველოს“ ულიმიტო SMS-ების პაკეტის შეძება 5 ლარადაა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა შპს „ვიონი საქართველოს“ ორივე კომპანიას ჩამორჩება შემოსავლების და აბონენტების მოცულობით. რაც განპირობებულია იმით რომ „SMS“ მომსახურება სხვა მობილური მომსახურებებთან ურთიერთდაკავშირებულია და ვინაიდან აბონენტების უმრავლესობა შპს „მაგთიკომის
და შპს „ჯეოსელის“ სხვა მობილური მომსახურებით სარგებლობენ, შესაბამისად SMS მომხმარებლებიც იგივენაირად ნაწილდებიან და არ ააკეთებენ არჩევანს შპს „ვიონი საქართველოდან“ მხოლოდ „SMS“ მომსახურების შეძენის სასარგებლოდ, რაც თავის მხრივ მეორე SIM ბარათის გააქტიურებასთანაა დაკავშირებული.
კონცენტრაციის დონე
კონცენტრაციის საერთო მაჩვენებელი ბაზარის შესაბამისი სეგმენტის კონკურენციის განმსაზღვრელია. მობილური მომსახურებების ბაზარზე კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნებისათვის ე.წ. “ჰერფინდალ-ჰირშმანის” ინდექსი (HHI) იქნა გამოყენებული. “ჰერფინდალ-ჰირშმანის” ინდექსის (HHI) რაოდენობრივი მნიშვნელობა გამოიანგარიშება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ყველა მოქმედი ავტორიზებული პირების მიერ დაკავებული ფარდობითი წილების (პროცენტულ ერთეულებში) კვადრატების ჯამის სახით. მისი მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს: 1-დან – საკმარისად სრულყოფილი კონკურენციის და ბაზარზე მონაწილეთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, 10 000-მდე – აბსოლუტურად კონცენტრირებულ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მიმწოდებლის მხარეს ერთი ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შემთხვევაში. შესაძლებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტის შემდეგი ტიპების იდენტიფიცირება:
ა) დაბალკონცენტრირებული ბაზრის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა არ აღემატება 1000-ს.
ბ) ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა მოქცეულია 1000-დან და 2500-მდე საზღვრებში.
გ) მაღალკონცენტრირებული ბაზრის სეგმენტი, როდესაც HHI ინდექსის გაანგარიშებული რიცხვითი მნიშვნელობა 2500 ერთეულს აჭარბებს.
ცხრილი N28
|
შემოსავლების მიხედვით |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
|
HHI |
3,804 |
4,147 |
4,044 |
4,105 |
ავტორიზებული პირის საბაზრო წილი და მისი საერთო მოცულობა - მობილური SMS მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კომპანიების საერთო მოცულობის შეფასებისას, ბაზარზე მათ მიერ დაკავებული საბაზრო წილის შესახებ ინფორმაცია იქნა გამოიყენებული. საბაზრო ხვედრითი წილი განსაზღვრული იქნა შესაბამისი მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლების და აბონენტების რაოდენობის მიხედვით.
ბაზრის ხვედრითი წილები აბონენტების და შემოსავლების ჭრილში
გრაფიკი N29

2018 წლის ბოლოს ოპერატორების მიხედვით SMS მომხმარებელთა 41% შპს „მაგთიკომის“ აბონენტებზე მოდის, სს „სილქნეტზე“ (შპს „ჯეოსელი“) 35%, ხოლო SMS მომხმარებელთა 24% შპს „ვიონი საქართველოს“ აბონენტებია. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის პირველ ნოემბერს შპს „ჯეოსელი“ შეერწყა სს „სილქნეტს“. შემოსავლების მხრივ კი სს „სილქნეტს“ (შპს „ჯეოსელი“) ბაზარზე 33%-ი უკავია, ხოლო მაგთიკომის საბაზრო ხვედრითი წილი 2018 წელს გაიზარდა და შეადგინა 53 %, ნაცვლად 2015 წლის 50 %-ისა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში SMS მომსახურებაზე დაწესებული ფასები დიდად არ შეცვლილა, ერთი აბონენტიდან მიღებული შემოსავალი (ARPU) იკლებს. რაც გამოყენებული SMS-ების რაოდენობის შემცირებაზე მიუთითებს.
საშუალოდ ერთი აბონენტიდან მიღებული SMS შემოსავალი 2015-2018 წლებში
გრაფიკი N30
|
ARPU* |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
|
სილქნეტი/ჯეოსელი |
0.86 |
0.65 |
0.82 |
0.65 |
|
მაგთიკომი |
1.18 |
1.13 |
0.98 |
0.92 |
|
ვიონი საქართველო |
0.89 |
1.06 |
0.43 |
0.41 |
|
საშუალო |
1.00 |
0.93 |
0.79 |
0.70 |
* ARPU (Average Revenue Per User)-დათვლილია შემდეგნაირად: შესაბამის პერიოდში კომპანიის მიერ SMS მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი გაყოფილი იგივე პერიოდის დეკემბრის თვის აბონენტზე და გაყოფილი 12-ზე.
სამივე კომპანიის შემოსავლები ერთ აბონენტზე მცირდება წლების განმავლობაში, რაც განპირობებულია ერთი აბონენტის მიერ გაგზავნილი SMS -ების რაოდენობის შემცირებით 25%-ით.
SMS“ -ების საშუალო ფასების ტენდენცია კომპანიების მიხედვით მოცემულია გრაფიკი N31 ზე
გრაფიკი N31

საშუალოდ ერთი აბონენტის მიერ გაგზავნილი SMS -ების რაოდენობა
2015-2018 წლებში
ცხრილი N32
|
usage (per Sub)* |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
|
სილქნეტი/ჯეოსელი |
207 |
157 |
147 |
133 |
|
მაგთიკომი |
138 |
132 |
124 |
120 |
|
ვიონი საქართველო |
128 |
220 |
95 |
99 |
|
საშუალო |
159 |
155 |
125 |
120 |
* usage -დათვლილია შემდეგნაირად: შესაბამის პერიოდში SMS მომსახურების რაოდენობა გაყოფილი იგივე პერიოდის დეკემბრის თვის აბონენტზე და გაყოფილი 12-ზე.
გრაფიკი N 33

მსოფლიოში და საქართველოში არსებული ტენდენციების თანახმად მომხმარებლები სარგებლობენ „SMS“ ალტერნატიული სხვადასხვა უფასო OTT აპლიკაციებით. „SMS“-ების შემცირების ტენდენცია მოცემულია გრაფიკი N8-ზე. ვინაიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების მომხმარებლების რაოდენობა კლებადია ბაზარზე, კლებადია ფასიც და ერთი აბონენტიდან მიღებული შემოსავალიც და ამასთან ერთად ასევე მცირდება ერთი აბონენტის მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების რაოდენობაც, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ამ მომსახურების ბაზრის შესაბამისი რეგულირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის, მე-11 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე, 30-ე და 33-ე მუხლების, კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.განისაზღვროს ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების („SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე გეოგრაფიულ საზღვრად - საქართველოს მთელი ტერიტორია;
2. ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების („ SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებულ პირებად განისაზღვრონ:
ა) შპს „მაგთიკომი”;
ბ) სს „სილქნეტი“;
გ) შპს „ვიონი საქართველო”.
3. ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მობილური ქსელით ინტერნეტ საცალო მომსახურებების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შემდეგი ავტორიზებული პირები:
ა) სს „სილქნეტი“;
ბ) შპს „მაგთიკომი”.
4. ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მობილური ქსელით ინტერნეტ საცალო მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს შემდეგი სპეციფიკური ვალდებულება:
4.1 დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობით:
ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;
ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
5. ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მობილური ქსელით მოკლე ტექსტური შეტყობინებების („SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ იქნას გამოვლენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ი და ბაზრის შესაბამისი სეგმენტი ჩაითვალოს კონკურენტულად;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“, შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
