წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-19-17 / 282

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2019 16:52

მიღების თარიღი მაისი 14, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 14 მაისის N23 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2019 წლის 14 მაისის N23 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 23 სხდომის  დღის  წესრიგი

 

               ქ. თბილისი    2019 წლის 14 მაისი, 13:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის N23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);
  2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განჩინების აღსრულების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის განმარტების მიცემის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს „ჯენეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  4. სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ქ.რეხვიაშვილი - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);
  5. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).
  6. ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები