შპს „SipTel“-ის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N74 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №622/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2019 13:10
მიღების თარიღი იანვარი 24, 2019
შპს „SipTel“-ის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N74 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №622/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/157, 16.01.2019) მიმართა შპს „SipTel“-მა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N74 უფლების გაუქმების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „SipTel“ ფლობს კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №622/24 გადაწყვეტილების VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N74 უფლებას 1000 სააბონენტო ნომერზე (706 050 XXX).
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „SipTel“-ს ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსზე რეგისტრირებული აბონენტები არ ჰყავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს „SipTel“-ის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N74 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2012 წლის 21 სექტემბრის №622/24 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „SipTel“-ისთვის“ ჩაბარებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „SipTel“-ისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „SipTel“-ისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
