წვდომის მენიუ

შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 11,07%-ის „International Online Networks LLC“ -ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 38 / 11

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2019 10:38

მიღების თარიღი იანვარი 31, 2019

შპსკავკასუს ონლაინისწილის 11,07%-ის  „International Online Networks LLC“ -ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2019 წლის 17 იანვარს №01-02/10075 წერილით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №19-6/167, 17.01.2019), შპს „კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის და წილის 52,73 %-ის მფლობელის „International Online Networks LLC“-ის მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის „ნელგადო ლიმითედის“ კუთვნილი წილის 47,27%-დან 11,07%-ის  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

 

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული  საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.S.1

თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up)

 

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

 

სხვა

B.F.3

მონაცემთა გადაცემა

 

მონაცემთა გადაცემა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.6

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

 

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.S.2

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

 

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

B.S.3

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

 

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

შპს „კავკასუს ონლაინი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად 1-0-0-7 (ერთი-ნული-ნული-შვიდი). 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “კავკასუს ონლაინის“  პარტნიორები  არიან:

უცხოური საწარმო „International Online Networks LLC“ (“ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდი“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია) – წილის 52,73%-ის მფლობელი;

„ნელგადო ლიმითედი“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია) – წილის 47,27%-ის მფლობელი.

შპს “კავკასუს ონლაინის“ დირექტორია გიორგი შანიძე.

შპს „კავკასუს ონლაინის“ 2019 წლის 17 იანვრის №01-02/10075 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად „International Online Networks LLC“-ს პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია “ნელგადო ლიმითედი“. თავის მხრივ “ნელგადო ლიმითედის“ პარტნიორები და აქციების მფლობელები არიან: ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია (აქციების 37%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი თემური კობახიძე (აქციების 19,5%-ის მფლობელი), კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედი“ (აქციების 43,5%-ის მფლობელი). ამავე დროს, კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედის“ პარტნიორი და აქციების 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ზურაბიშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის №727/11 და 2019 წლის 17 იანვრის №14/11 გადაწყვეტილებებით გაცემული შესაბამისი თანხმობების განხორციელების შემთხვევაში, ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია გახდება ნელგადო ლიმითედის წილის 100%-ის მფლობელი და შესაბამისად შპს კავკასუს ონლაინის წილის 100%-ის მფლობელი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ 2019 წლის 16 იანვრის №01-02/10074 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №19-6/158) თანახმად,  კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის №727/11 გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა “ნელგადო ლიმითედში“ კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედის“ კუთვნილი აქციების ხვიჩა მაქაცარიას მიერ შეძენა, რომლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აპოსტილით დამოწმებული ვერსია წარმოდგენილი იქნება მოგვიანებით.

შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინის“ აფილირებულობა დგინდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებულ პირ შპს „რკინიგზის ტელეკომთან“. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წილის 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი „ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“, ხოლო „ნოვასტარ კომერს ლიმიტედის“ წილის 100%-ის მფლობელია შპს „კავკასუს ონლაინი“.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის „International Online Networks LLC“-ის მიერ შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 11,07%-ის  შეძენამდე და სავარაუდო შეძენის შემდეგ, შპს „კავკასუს ონლაინის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება, აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელება ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. შესაბამისად, არ არსებობს შპს „კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის „International Online Networks LLC“-ის მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 11,07%-ის  შეძენის დამაბრკოლებელი გარემოებები და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნას თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის და წილის 52,73%-ის მფლობელის „International Online Networks LLC“-ის მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 11,07%-ის  შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის  11,07%-ის შპს „კავკასუს ონლაინის“ პარტნიორის და წილის 52,73%-ის მფლობელის, „International Online Networks LLC“-ის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „კავკასუს ონლაინს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 11,07%-ის „International Online Networks LLC“-ის მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „კავკასუს ონლაინი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი). 

 

კომისიის თავმჯდომარე

 

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები