შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2019 14:29
მიღების თარიღი თებერვალი 07, 2019
შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე FM დიაპაზონის რადიომაუწყებლობისთვის განსაზღვრულ სიხშირულ სპექტრში შექმნილი ინტერფერენციების დაფიქსირების და გამოყენებული სიხშირული რესურსის ურთიერთშესათანხმებლად, მიმდინარე წლის მაისის თვეში ჩატარდა ორმხრივი რადიომონიტორინგი. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზღვრისპირა რეგიონში რადიოხელშეშლების აღმოფხვრის მიზნით აზერბაიჯანულ მხარეს შესთავაზა საქართველოში მოქმედი იმ რადიოსადგურების მუშა სიხშირეების წანაცვლების განხორციელება, რომლებიც ფუნქციონირებენ მეათედის მაჩვენებელში ლუწი ციფრით დაბოლოებულ სიხშირეებზე. აღნიშნული წინადადება ეფუძნება, საქართველოში მოქმედი რადიომაუწყებელი ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნული ხასიათის მოთხოვნების რაოდენობრივი მატების ტენდენციას.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 7 აგვისტოს კომისიამ წერილობით მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ და შესთავაზა ქ. თელავში, ქ. დედოფლისწყაროში, ქ. გუდაურში და ქ. ზუგდიდში მინიჭებული სიხშირული რესურსის შეცვლა კენტი რიცხვით დაბოლოებული რესურსით. 2018 წლის 5 სექტემბრის წერილით კომპანიამ თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ წინადადებაზე და ასევე მოითხოვა მათ სარგებლობაში არსებული სხვა ლუწი ციფრით დაბოლოებული სიხშირეების გაკენტებაც.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ ფლობს:
1. კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიას, კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
გორის ანძა |
101.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°01'56"N 44°02'51"E |
140 |
8 |
ქუთაისის ანძა |
107.4 |
FM |
V |
წრიული |
2000 |
42°16'49"N 42°44'11"E |
100 |
8 |
ზუგდიდის ანძა |
103.6 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°24'48"N 41°49'5"E |
50 |
6 |
ბათუმის ანძა |
101.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°41'37"N 41°42'55"E |
100 |
8 |
თელავი |
106.0 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°52'13"N 45°24'35"E |
35 |
6 |
ბორჯომის ანძა |
107.4 |
FM |
V |
წრიული |
250 |
41°49'26"N 43°23'01"E |
30 |
8 |
ბაკურიანი |
107.0 |
FM |
V |
წრიული |
25 |
41°44'8"N 43°33'13"E |
20 |
6 |
ახალქალაქის ანძა |
107.4 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°20'52"N 43°25'34"E |
60 |
8 |
ახალციხის ანძა |
104.6 |
FM |
V |
წრიული |
250 |
41°37'48"N 42°57'25"E |
35 |
8 |
ფასანაური |
107.4 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°21'00"N 44°41'03"E |
30 |
6 |
გუდაური |
101.6 |
FM |
V |
წრიული |
25 |
42°29'20"N 44°30'02"E |
30 |
6 |
სტეფანწმინდა, ელ.კავშირის ანძა |
107.4 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°39'24"N 44°39'10"E |
25 |
6 |
დმანისის ანძა |
101.0 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°22'38"N 44°12'52"E |
150 |
8 |
დედოფლის წყაროს ანძა |
100.6 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°28'00"N 46°08'11"E |
180 |
8 |
ჭიათურის ანძა |
107.4 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°17'16"N 43°15'39"E |
50 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
2. კერძო რადიომაუწყებლობის №B58 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებით განესაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 107,4 მგჰც სიხშირეზე 750 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№შ-10/6780-18 27/12/2018) თანახმად სიხშირეების გაკენტება შესაძლებელია მხოლოდ კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიაში მითითებულ შემდეგ ქალაქებში, ლიცენზიაში განსაზღვრული ყველა სხვა ტექნიკური პარამეტრის შენარჩუნებით. კერძოდ:
1. თელავში 106.0 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 106.1 მჰც-ის გამოყენება ;
2. დედოფლისწყაროში 100.6 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 100.7 მჰც-ის გამოყენება;
3. გუდაურში 101.6 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 101.7 მჰც-ის გამოყენება
4. ზუგდიდში 103.6 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 103.7 მჰც-ის გამოყენება;
5. ქუთაისში 107.4 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 107.5 მჰც-ის გამოყენება;
6. ბორჯომში 107.4 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 107.5 მჰც-ის გამოყენება;
7. ახალქალაქში 107.4 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 107.5 მჰც-ის გამოყენება;
8. ფასანაურში 107.4 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 107.5 მჰც-ის გამოყენება;
9. სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) 107.4 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 107.5 მჰც-ის გამოყენება;
10. ჭიათურაში 107.4 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 107.5 მჰც-ის გამოყენება;
11. ბაკურიანი 107.0 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 107.1 მჰც-ის გამოყენება.
სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული რადიოსიხშირეების კენტი რიცხვით დაბოლოებული რესურსით ჩანაცვლება არ ზღუდავს კომისიის 2017 წლის 30 აპრილის 227/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „87.5მჰც÷108მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ“ ამჟამად მოქმედ გეგმაში განსაზღვრული სიხშირული რესურსის გამოყენებას. რაც შეეხება №B58 ლიცენზიით ქ. თბილისში განსაზღვრული სიხშირის (107.4მჰც) კენტი მნიშვნელობით შეცვლის მოთხოვნას, იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის უფლებამისილმა ორგანომ საერთაშორისო კოორდინაციის პროცედურის ფარგლებში არ დააკმაყოფილა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 10 იანვარს №10/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 7 თებერვლის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 7 თებერვლის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოდიფიცირდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
გორის ანძა |
101.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°01'56"N 44°02'51"E |
140 |
8 |
ქუთაისის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
2000 |
42°16'49"N 42°44'11"E |
100 |
8 |
ზუგდიდის ანძა |
103.7 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°24'48"N 41°49'5"E |
50 |
6 |
ბათუმის ანძა |
101.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°41'37"N 41°42'55"E |
100 |
8 |
თელავი |
106.1 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°52'13"N 45°24'35"E |
35 |
6 |
ბორჯომის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
41°49'26"N 43°23'01"E |
30 |
8 |
ბაკურიანი |
107.1 |
FM |
V |
წრიული |
25 |
41°44'8"N 43°33'13"E |
20 |
6 |
ახალქალაქის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°20'52"N 43°25'34"E |
60 |
8 |
ახალციხის ანძა |
104.6 |
FM |
V |
წრიული |
250 |
41°37'48"N 42°57'25"E |
35 |
8 |
ფასანაური |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°21'00"N 44°41'03"E |
30 |
6 |
გუდაური |
101.7 |
FM |
V |
წრიული |
25 |
42°29'20"N 44°30'02"E |
30 |
6 |
სტეფანწმინდა ელ.კავშირის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°39'24"N 44°39'10"E |
25 |
6 |
დმანისის ანძა |
101.0 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°22'38"N 44°12'52"E |
150 |
8 |
დედოფლისწყაროს ანძა |
100.7 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°28'00"N 46°08'11"E |
180 |
8 |
ჭიათურის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°17'16"N 43°15'39"E |
50 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |