წვდომის მენიუ

,,Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 53 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2019 18:18

მიღების თარიღი თებერვალი 07, 2019

,,Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N19-10-30; 14/01/2019) ირკვევა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ვებ-გვერდ https://didww.com -დან განხორციელდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა საქართველოს ნუმერაციის რესურსის გამოყენებით. საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე და მომხმარებელს მიენიჭა ნუმერაციის რესურსი 706070381.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის 2016 წლის 12 იანვრის N11/24 გადაწყვეტილებით ფლობს ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესყიდული ნომერი გაცემულია კომპანია ,,Raistorm UAB”-ზე. ამავე მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ კომპანია ,,Raistorm UAB”-ზე გაცემული აქვს 1000 სააბონენტო ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს DID ნომრებით მომსახურებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მიერ ირღვევა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“  დისტანციური გარიგების გაფორმებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები, ასევე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალზე საქართველოში“ გაცემული ნუმერაციის რესურსის საკონტროლო შესყიდვა ასევე განხორციელდა 2018 წლის აგვისტოში. კერძოდ,  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა ვებ-გვერდ www.telnyx.com -ზე გაიარა რეგისტრაცია, საქართველოს ნუმერაციის რესურსით ქოლ-ცენტრის მოწყობის მომსახურების მიღებისთვის სისტემამ ავტომატურად მიანიჭა ნომერი 706070135. ამასთან, ნომრის მინიჭება და მომსახურების მიწოდება მოხდა მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. აღნიშნულის თაობაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა მოამზადა მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/6314-18; 27.11.2018). მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ კომისიაში წარმოდგენილი ყოველთვიური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კომპანიის კუთვნილი 28 სატელეფონო ნომერი აქტიური იყო და ხორციელდებოდა შემომავალი ზარები.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების (N19-10-30; 14/01/2019; Nშ-10/6314-18; 27.11.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ,,Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 24 იანვარს, რის თაობაზეც კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-19-03/98; 17.01.2019) თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით (შპს ,,საქართველოს ფოსტა“; გზავნილის კოდი: AP01005649598; ადრესატისთვის ჩაბარების თარიღი: 18.01.2019).

2019 წლის 24 იანვარს ,,Premium Net International SLR-ის ფილიალმა საქართველოში“ კომისიაში წარმოადგინა ,,Premium Net International SLR-ს“, “Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“  და კომპანია “Raystorm UAB”-ს შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/242; 24.01.2019).

კომისიის 2019 წლის 24 იანვრის სხდომაზე გამოცხადდა ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წარმომადგენელი ი. გაფრინდაშვილი,  რომელმაც დაადასტურა, რომ ვებ-გვერდზე www.didww.com “Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ ნუმერაციის რესურსის გაყიდვის საფუძვლის დადგენის მიზნით, მათ მიმართეს ვებ-გვერდს  www.didww.com, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.  მისი განცხადებით, საკითხის გარკვევის მიზნით, მათ ასევე მიმართეს კომპანია  „Raystorm UAB”-ს, რომელთანაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება. ი. გაფრინდაშვილის განცხადებით, მათ ვებ-გვერდზე www.didww.com სცადეს ნუმერაციის რესურსის შეძენა, მაგრამ ვებ-გვერდმა ნუმერაციის რესურსის შეძენის შესაძლებლობა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეყვანის გარეშე არ მისცა. აღნიშნულის დასადასტურებლად ი. გაფრინდაშვილმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა ინგლისურენოვანი დოკუმენტაცია (კომპანია ,,DIDWW Ireland Limited“-ის ხელშეკრულების ფორმა და ამონაბეჭდები ვებ-გვერდიდან www.didww.com). ი. გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ნუმერაციის რესურსი გადაცემული ჰქონდათ დილერისთვის, რომელსაც აღნიშნული ნომრები არ გაუყიდია და  ახორციელებდა მხოლოდ ქოლ-ცენტრის მომსახურების ტესტირებას. ი. გაფრინდაშვილის განცხადებით, კომისიის მიერ ვებ-გვერდზე  www.didww.com ნუმერაციის რესურსის შესყიდვა არ მომხდარა, ვინაიდან, ვებ-გვერდზე მოცემული იყო სტატუსი ,,Pending”. მისი განმარტებით, მომსახურების გამწევი, რომელიც ამ შემთხვევაში  არის „Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“, უფლებას იტოვებს ნუმერაციის რესურსზე მოთხოვნის დაკმაყოფილება დაადასტუროს ათი დღის ვადაში. ი. გაფრინდაშვილის განცხადებით, ნუმერაციის რესურსის შეძენისთვის ან უარის თქმისთვის დარჩენილია  5 დღე და 21 საათი. შესაბამისად, ამ 5 დღის შემდეგ რა მოხდა მათთვის უცნობია. მან ასევე, აღნიშნა, რომ დილერი კომპანიისთვის ჰქონდათ გადაცემული სატელეფონო ნომრები, რომლებიც დილერი კომპანიის მიერ ჯერ არ გაყიდულა და ხორციელდებოდა მხოლოდ მომსახურების ტესტირება.

ი. გაფრინდაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, კომისიის მიერ ვებ-გვერდზე  www.didww.com ნუმერაციის რესურსის შესყიდვა არ მომხდარა, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა დ. ქუთათელაძემ კომისიის ა/წ 24 იანვრის სხდომაზე აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს სატელეფონო ზარების მიღება, IP მისამართის გაწერისთვის ტექნიკური საშუალებები არის საჭირო. მისი განცხადებით, ვებ-გვერდზე www.didww.com შეძენილ ნომერზე ზარის განხორციელების დროს, სისტემაში სატელეფონო ზარის ბილინგში მოცემულია ნულოვანი ზარები ანუ ზარი ხორციელდებოდა, უბრალოდ არ სრულდებოდა. მან ასევე, დაადასტურა, რომ საკითხის განხილვის დროისთვის ვებ-გვერდზე www.didww.com შეუძლებელია ნუმერაციის რესურსის შეძენა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეყვანის გარეშე, მაგრამ,  ნომრები იყიდება სხვა ვებ გვერდის საშუალებით.

კომისიის სხდომაზე ი. გაფრინდაშვილმა იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე, რათა კომპანიას მისცემოდა შესაძლებლობა სათანადოდ შეესწავლა საკითხი და წარმოედგინა ინფორმაცია კომისიაში. აღნიშნულის გათვალისწინებით ,,Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გაგრძელების დღედ განისაზღვრა 2019 წლის 7 თებერვალი, რის თაობაზეც “Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წარმომადგენელი გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე.

კომისიის 2019 წლის 25 იანვრის წერილით ,,Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ მოეთხოვა ა/წ 31 იანვრამდე შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა კომისიაში: დილერის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომლის მეშვეობით ახორციელებს საკომუნიკაციო მომსახურების ტესტირებას; რა სახის საკომუნიკაციო მომსახურების ტესტირებას ახორციელებს (მომსახურების დეტალური აღწერა და ასევე, ტესტირების ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების აღწერა); რამდენი ნომერია გადაცემული დილერისთვის ტესტირების მიზნით და რამდენი ნომერია გადაცემული  მომსახურების გასაწევად (ორივე შემთხვევაში ნომრების ჩამონათვალის მითითებით), ასევე, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა ქართულ ენაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 4 თებერვალს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის დ. ქუთათელაძის მიერ ვებ-გვერდიდან https://.telnyx.com/  განხორციელდა  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსის (+995-706-070-166) საკონტროლო შესყიდვა, რის თაობაზეც მომზადდა მოხსენებითი ბარათი (N19-10-238; 05.02.2019).  მოხსენებით ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 4 თებერვალს https://telnyx.com -ზე დარეგისტრირებულ ელექტრონულ ფოსტაზე კომპანია ,,Telnyx”-ი წარმომადგენელმა გამოაგზავნა წერილი, რომლითაც მოითხოვა საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, იურიდიული პირის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, პასპორტი ან პირადობის მოწმობის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, საერთაშორისო მისამართი) წარმოდგენა 2018 წლის აგვისტოს თვეში საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენილ ნომერზე +995706070135. მისი გამარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ნომრის გააქტიურება არ მოხდებოდა. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ვებ-გვერდზე https://www.didww.com კვლავ იყიდება ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ კუთვნილი სააბონენტო ნომრები, მაგრამ მათი შეძენა შეუძლებელია პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე. ასევე, ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლებელია გაირკვეს რომელი კომპანია ახორციელებს მომსახურების გაწევას.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N19-10-238; 05.02.2019) აღნიშნულია, რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წარმომადგენლის განცხადება იმის თაობაზე, რომ მათ მფლობელობაში არსებული სატელეფონო ნომრები, რომლებზეც ხორციელდებოდა შემავალი ზარები, სატესტო რეჟიმში მუშაობენ, არ შეესაბამება სინამდვილეს. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ ყოველთვიური ინფორმაციიდან (CDR) ამორჩეულ სატელეფონო ნომრებზე მოხდა ზარების განხორციელება და აღმოჩნდა, რომ ზარები დასრულდა მოქმედ აბონენტებთან და ძირითადად აღნიშნული სატელეფონო ნომრები გამოყენებულია კომპანიების ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, რაც დასტურდება კომისიის კუთვნილი სატელეფონო სადგურიდან დეტალური ზარების ამონაბეჭდიდან. აღნიშნული მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით და რიგი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანით გადაეგზავნა ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ (კომისიის წერილი Nგ-19-03/310; 06.02.2019; ადრესატისთვის ჩაბარების თარიღი: 06.02.2019).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 25 იანვრის წერილის პასუხად, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალმა საქართველოში“ კომისიას წერილობით აცნობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/472; 07.02.2019), რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ დილერს წარმოადგენს კომპანია ,,Raystorm UAB”(რეგისტრაციის N302864861, მის: კონსტიტუციის 26, LT-08105, ვილნიუსი, ლიტვა), რომელსაც მხარეთა შორის გაფორმებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს 1000 ნუმერაციის რესურსი (995706070000 – 995706070009). აღნიშნული ხელშეკრულებით,  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ უწევს მომსახურებას კომპანია ,,Raystorm UAB”-ს ვირტუალური ნომრებით, რომელიც მოიცავს VOIP ნომრების განაწილებას, შემავალი ზარების შეუფერხებელ მიწოდებას და ზარების დასრულებას/ტერმინაციას აღნიშნულ ნომრებზე. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ,,Raystorm UAB”-ს უფლება აქვს მასზე გაცემული ნომრები სარგებლობისთვის გადასცეს მესამე პირებს. ამასთან, საბოლოო მომხმარებლებისთვის ნომრებისა და ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მომსახურების შეთავაზების მიზნით, მას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმა, თუმცა, მომსახურების მიმწოდებლად კვლავ რჩება ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მოთხოვნის საფუძველზე კომპანია ,,Raystorm UAB”-ი ვალდებულია მიაწოდოს მას ინფორმაცია საბოლოო მომხმარებლების შესახებ, რომელიც მან მოიპოვა საბოლოო მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმებისას.

,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ 2019 წლის 7 თებერვლის წერილში ასევე, აღნიშნულია, რომ ყველა ნუმერაციის რესურსი გადაცემულია კომპანია ,,Raystorm UAB”-ისთვის, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მიერ მისთვის ან/და შესაბამისი საბოლოო მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მიზნით, თუმცა, მომსახურების გაწევამდე ან/და ნომრების მესამე პირების სარგებლობაში გადაცემამდე ხორციელდება მათი ტესტირება ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ ტექნიკოსების მიერ. სატესტო ზარები ხორციელდება ასევე იმ ნომრებზეც, რომლებიც ჯერ არ არის გადაცემული საბოლოო მომხმარებლებზე. აღნიშნულ ნომრებზე სატესტო ზარების განხორციელების მიზანს წარმოადგენს ზარის ხარისხისა და მათი, სხვადასხვა ქსელებიდან ხელმისაწვდომობის შემოწმება. ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ განმარტებით, კომპანიის CD-R   რეპორტში აქტიური 23 ნუმერაციის რესურსის დაფიქსირების ფაქტი ავტომატურად არ ნიშნავს  იმას, რომ ყველა მათგანი გაცემულია საბოლოო მომხმარებელზე. მათი აქტიური სტატუსი შესაძლებელია გამოწვეული იყოს ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ ტექნიკოსების მხრიდან სერვისის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის შემოწმების მიზნით სატესტო ზარების განხორციელებით. ამავე წერილით ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ კომისიაში წარმოადგინა კომისიის 2019 წლის 24 იანვრის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა ა/წ 7 თებერვალს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ,,Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში“ წარმომადგენელი ი. გაფრინდაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ კონტრაჰენტი კომპანია ,,Raystorm UAB”-დან მოძიებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვებ-გვერდი https://telnyx.com , საიდანაც განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, ხელშეკრულების გარეშე ყიდდა აბონენტებზე ნომრებს. ი. გაფრინდაშვილის განცხადებით, ,,Premium Net International SRL-ის ფილიალმა საქართველოში“ კომპანია ,,Raystorm UAB”-ის მეშვეობით მოითხოვეს ვებ-გვერდზე გაყიდვიდან ამოეღოთ ეს ნომრები. ი. გაფრინდაშვილის განმარტებით, აღნიშნული საკითხი ერთ დღეში ვერ მოგვარდება. მან ასევე, აღნიშნა, რომ ვებ-გვერდზე www.didww.com დილერის მეშვეობით კანონიერად არის განთავსებული გასაყიდად ,,Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში“ სატელეფონო ნომრები, რადგან მოთხოვნილია ხელშეკრულების გაფორმება და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ვებ-გვერდ https://telnyx.com- თან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ელექტრონული წერილი მიუვიდა კომისიის თანამშრომელს, რომლითაც მისგან პირად მონაცემებს ითხოვდნენ. მისი განცხადებით, თუ დღესაც ხდება ნომრების გაყიდვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოთხოვნის გარეშე, ამ ვებ-გვერდთან დილერის მეშვეობით უნდა შეწყდეს ურთიერთობა. კომისიის თავმჯდომარის შეკითხვაზე, აღნიშნული ვებ-გვერდი კომპანია ,,Raystorm UAB”-ის საკუთრებაა და ის, როგორც   ,,Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში“ აგენტი, ვებ-გვერდის მეშვეობით ყყიდა ნომრებს თუ სხვა იურიდიულ პირს გადასცა გასაყიდად, ი. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ აკონტროლებს ამ ვებ-გვერდებს და ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

ი. გაფრინდაშვილის განცხადებით, კომპანია ,,Raystorm UAB”-თან, როგორც ბოლო მომხმარებელთან კონკრეტულ ნომრებზე ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ, ხოლო 1000 ნომერი კომპანია ,,Raystorm UAB”-ს გადაეცა, როგორც დილერს. მისი განმარტებით, კომპანია ,,Raystorm UAB”-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის ზოგადი ჩანაწერი, რომლის თანახმად, კომპანია ,,Raystorm UAB”-ს შეუძლია ეს ნომრები გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვისაც. ასეთ შემთხვევაში, კომპანიებს შორის გაფორმდება დამატებითი ხელშეკრულება. ი. გაფრინდაშვილის განცხადებით, ვებ-გვერდზე www.didww.com განთავსებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მომსახურების მიწოდება ხდება კონკრეტული ქვეყნის ადგილობრივი ოპერატორის მიერ, თუმცა, დასახელება არ არის მითითებული, რასაც, ი. გაფრინდაშვილის განცხადებით, სამომავლოდ მიუთითებენ. ი. გაფრინდაშვილის განმარტებით, მომსახურებაზე პასუხისმგებელია  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“, ხოლო აგენტი არის მხოლოდ ნომრის რეალიზაციაში და კლიენტებთან ურთიერთობაში ჩართული. მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, აგენტი ატყობინებს  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“, რომელიც უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრას. კომისიის თავმჯდომარის შეკითხვაზე, საერთაშორისო კომპანიები უხდიან თუ არა გადასახადს  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ ქართული სატელეფონო ნომრებით მომსახურების გაწევისთვის, ი. გაფრინდაშვილმა დაადასტურა, რომ კომპანია ,,Raystorm UAB”  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ უხდის თანხას. ი. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ დარღვევის აღმოსაფხვრელად კომპანიას დასჭირდებოდა გარკვეული დრო, ვინაიდან, ზემოთ მითითებული ვებგვერდები უცხოური ვებგვერდებია და მათთან კომუნიკაცია აგენტის მეშვეობით ხდება. შესაბამისად, მან კომისიას მიმართა თხოვნით  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ დარღვევის აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადის განსაზღვრის თაობაზე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-30; 14/01/2019) თანდართული დოკუმენტაციით (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიღების მიზნით ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ ნუმერაციის რესურსის სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი; ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ სატელეფონო ნომერზე ზარის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი; ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის წერილი კომისიას (Nშ-19-6/2; 03.01.2019) თანდართული კომპანია  ,,Raistorm UAB”-თან გაფორმებული ხელშეკრულებით; ,,Premium Net International SLR-s, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალსა და კომპანია ,,Raystorm UAB-ს“ შორის ინგლისურ ენაზე გაფორმებული ხელშეკრულება);

2.  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი N19-10-34; 15.01.2019;

3. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი Nშ-10/6314-18; 27.11.2018 თანდართული დოკუმენტებით;

4. ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ ნუმერაციის რესურსით 706070135 ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. ,,Premium Net International SLR-ის ფილიალსა საქართველოში“ წერილი კომისიას (Nშ-19-6/319; 30.01.2019);

6. ,,Premium Net International SLR-ს“, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალსა საქართველოში“ და კომპანია Raistorm UAB-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე, წარმოდგენილი წერილით Nშ-19-6/242; 24.01.2019;

7. ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მიერ კომისიის 2019 წლის 24 იანვრის სხდომაზე წარმოდგენილი ინგლისურენოვანი დოკუმენტაცია (კომპანია DIDWW Ireland Limited-ის ხელშეკრულების ფორმა  და ვებ-გვერდ DIDWW.COM-დან ამონარიდები);

8. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-238;05.02.2019) თანდართული დოკუმენტაციით (ნუმერაციის რესურსის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ კუთვნილ სატელეფონო ნომრებზე განხორციელებული ზარების დეტალური ამონაბეჭდი 2019 წლის 24 იანვრის მდგომარეობით; კომპანია ,,Telnyx”-დან მიღებული წერილი (04.02.2019));

9. სსიპ ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს“ 2019 წლის პირველი და 5 თებერვლის წერილი თანდართული დოკუმენტაციით (ნუმერაციის რესურსების საკონტროლო შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);

10. ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წერილი კომისიას (Nშ-19-6/472; 07.02.2019) თანდართული დოკუმენტაციით;

11. ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

12. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/98; 17.01.2019) ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ და მისი ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტი;

13. კომისიის წერილი (Nგ-19-03/310; 06.02.2019) ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ და მისი ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტი;

14. ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

15. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (ავტორიზებული საქმიანობის სახეები და ავტორიზაციის თარიღი: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.2 საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება - 17.09.2012; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება) – 25.11.2014, ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.3 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება) – 25.11.2014. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.6 ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა) – 09.11.2012 და სხვ.;

მტკიცებულება: მონაცემები ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“ შესახებ ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

2. კომისიის 2016 წლის 12 იანვრის N11/24 გადაწყვეტილებით, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას სულ 1000 ( ათასი) სააბონენტო ნომერზე (706 070 XXX)  VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

მტკიცებულება: შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის 2016 წლის 12 იანვრის N11/24 გადაწყვეტილება;

3. 2018 წლის 19 დეკემბერს, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი დ. ქუთათელაძე დარეგისტრირდა ვებ-გვერდ https://didww.com-ზე ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების  (საქართველოს ნუმერაციის რესურსით ქოლ-ცენტრის მოწყობის მომსახურების) შესყიდვის მიზნით, რის  საფუძველზე მას  სარგებლობაში გადაეცა საქართველოს ნუმერაციის რესურსი 706070381, რომელსაც ფლობს ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“. მომხმარებელს ნუმერაციის რესურსი მიენიჭა მასთან წერილობითი ხელშეკრულების დადების გარეშე, ასევე, კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული დისტანციური გარიგების დადების გარეშე. მომხმარებლის რეგისტრაცია არ განხორციელებულა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის საშუალების მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული, მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარისი ინფორმაციის მქონე მუდმივი ან ერთჯერადი საგადასახადო დავალების საფუძველზე.

2019 წლის 24 იანვრის მდგომარეობით, ვებ-გვერდზე https://didww.com-ზე იყიდება ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ კუთვნილი სააბონენტო ნომრები, თუმცა, მათი შეძენა შეუძლებელია პირის საიდენტიფიკაციო, მათ შორის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საკონტაქტო მონაცემების წარდგენის გარეშე.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-30; 14/01/2019), ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიღების მიზნით ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ ნუმერაციის რესურსის სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაბეჭდი ვებ-გვერდი https://didww.com-დან)   ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ სატელეფონო ნომერზე ზარის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაბეჭდი ვებ-გვერდი https://didww.com-დან); ,,Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის 2016 წლის 12 იანვრის N11/24 გადაწყვეტილება; კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-238;05.02.2019); ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მიერ 2019 წლის 24 იანვარს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ვებ-გვერდ www.didww.com -დან ამონარიდები);

4. 2019 წლის 4 თებერვალს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა დ. ქუთათელაძემ ვებ-გვერდ https://telnyx.com -დან შეისყიდა ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ კუთვნილი სააბონენტო ნომრის (+995 706 070 166) გამოყენებით ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება, რისთვისაც მან გადაიხადა 70 აშშ დოლარი.

მომხმარებელს ნუმერაციის რესურსი (+995 706 070 166) მიენიჭა მასთან წერილობითი ხელშეკრულების დადების გარეშე, ასევე, დისტანციური გარიგების დადების გარეშე. მომხმარებელს ნუმერაციის რესურსი არ მიენიჭა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის საშუალების მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული, მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარისი ინფორმაციის მქონე მუდმივი ან ერთჯერადი საგადასახადო დავალების საფუძველზე.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-238;05.02.2019); (ნუმერაციის რესურსის +995 706 070 166 შესყიდვის დამადასტურებელი ამონარიდები ვებ-გვერდიდან https://telnyx.com, კომპანია ,,Telnyx”-ის დადასტურება  მომსახურების საფასურის გადახდაზე; კომპანია ,,Telnyx LLC“-ის 2019 წლის 4 თებერვლის წერილი. ,,Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის 2016 წლის 12 იანვრის N11/24 გადაწყვეტილება,  ,,Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში”  წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

5. 2018 წლის აგვისტოს თვეში ვებ-გვერდიდან www.telnyx.com ნუმერაციის რესურსის საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს დ. ქუთათელაძეს მიენიჭა ნუმერაციის რესურსი +995706070135 ქოლ-ცენტრის მოწყობის მომსახურების მიღებისთვის, რისთვისაც მან გადაიხადა 89.56 აშშ დოლარი.  2019 წლის 4 თებერვალს,  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ https://telnyx.com -ზე დარეგისტრირებულ ელექტრონულ ფოსტაზე კომპანია ,,Telnyx LLC”-ის წარმომადგენელმა გამოაგზავნა წერილი, რომლითაც მოითხოვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა 2018 წლის აგვისტოს თვეში საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენილ ნომერზე +995706070135. მისი გამარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ნომრის გააქტიურება არ მოხდებოდა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-238;05.02.2019); კომპანია ,,Telnyx LLC“-ის 2019 წლის 4 თებერვლის წერილი; კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი Nშ-10/6314-18; 27.11.2018 თანდართული დოკუმენტებით; ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ ნუმერაციის რესურსით 706070135 ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ,,Premium Net International SLR-ს“, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალსა საქართველოში“ და კომპანია “Raystorm UAB”-ს შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების (გაფორმების თარიღი: 04.06.2018; მოქმედების ვადა: 12 თვე, ავტომატური გაგრძელების პირობით) თანახმად, ,,Premium Net International SLR“-ი მოქმედებს თავისი ფილიალის - ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მეშვეობით (შემდგომში ერთობლივად წოდებული როგორც ,,კომპანია“). ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე წინამდებარე ხელშეკრულების, მისი დანართების და დამატებების პირობებისა და დებულებების შესაბამისად. 3.1 პუნქტის თანახმად, მხარეები გაუწევენ ერთმანეთს მომსახურებებს, როგორც ეს განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამის დანართებში და დამატებებში. ხელშეკრულების 4.1.7 პუნქტის თანახმად, მხარე იძენს მომსახურებას თავისი კომერციული, ეკონომიკური საქმიანობებისთვის (არა პირადი გამოყენებისთვის). ხელშეკრულების 12.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების და მისი დანართების შინაარს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, დანართების ფორმულირებას ყოველთვის ექნება უპირატესი და სავალდებულო ძალა. ხელშეკრულების B დანართის 1.1 პუნქტის თანახმად, ,,კომპანია“ “Raystorm UAB”-ს გაუწევს ვირტუალური ნომრის მომსახურებას, რომელიც მოიცავს VOIP ნომრების განაწილებას და ამ ნომრებზე შემავალი ზარების მიწოდებას. ამავე დანართის 1.2 პუნქტის თანახმად, ბოლო მომხმარებელი არის ,,Raystorm UAB”-ის კლიენტის მომხმარებელი, ხოლო ვირტუალური ნომერი განმარტებულია როგორც პირდაპირი შემავალი გამოძახების ნომერი (DID), რომელიც ,,კომპანიამ“ მიანიჭა ,,Raystorm UAB”-ს, ბოლო მომხმარებლისთვის შემავალი ზარების მიღების შესაძლებლობის  მისაცემად. B დანართის 3.1 პუნქტის თანახმად, მარეგულირებელი და იურისდიქციის შეზღუდვების გათვალისწინებით, ,,Raystorm UAB”-ს შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული მომსახურება საკუთარი საჭიროებებისთვის და/ან შესთავაზოს ის, როგორც მომსახურება ან მომსახურების კომპონენტი სხვა მომსახურების მიმწოდებელს ან ბოლო მომხმარებელს. ,,Raystorm UAB”-ი არის სრულად და ერთპიროვნულად პასუხისმგებელი დაიცვას ყველა მოქმედი კანონიერი შეზღუდვა და ნუმერაციის გეგმები თავის ყველა ოპერაციაში. ,,კომპანიამ“ უნდა გამოიყენოს ინფორმაცია ,,Raystorm UAB”-სთვის მიცემული ვირტუალური ნომრების შესახებ, აღრიცხვისთვის, გადახდისთვის, ანგარიშფაქტურის შესაბამისად და გამომძახებელი ხაზის იდენტიფიკაციის მომსახურებისთვის. B დანართის 3.5 პუნქტის თანახმად, ,,კომპანიის“ მოთხოვნით, ,,Raystorm UAB”-ს ინფორმაცია ბოლო მომხმარებლის ნომრ(ებ)ის შესახებ უნდა მიაწოდოს ,,კომპანიას“ 72 საათის განმავლობაში, თუ ასეთი ინფორმაცია საჭიროა იმისთვის, რომ ,,კომპანიამ“, როგორც ნომრებით სარგებლობის უფლების ოფიციალურმა მფლობელმა სახელმწიფო ორგანოების წინაშე თავისი ვალდებულებები შეასრულოს. ამავე ხელშეკრულების ერთ-ერთი დანართიდან (შეტყობინება NPNS/001) ირკვევა, რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი კომპანია “Raystorm”-ს გაუწევს სატელეფონო მომსახურებას და გადასცემს კომისიის მიერ მისთვის მინიჭებულ ნომრებს 995706070000-დან 99570607099 ჩათვლით. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ,,Premium Net International SLR-ის სახელით ე. პინზარი (მოხსენიებული როგორც კომპანიის დირექტორი), ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“ სახელით  უფლებამოსილი წარმომადგენელი ი. გაფრინდაშვილი და ასევე, კომპანია ,,Raystorm UAB”-ის წარმომადგენელი.  

მტკიცებულება: ,,Premium Net International SLR-ს, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალსა საქართველოში“ და კომპანია “Raystorm UAB” შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

7. “Premium Net International SLR “- ის ფილიალის საქართველოში” მიერ კომისიაში  წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ ყოველთვიური ინფორმაციიდან  (CDR) ამორჩეულ სატელეფონო ნომრებზე, რომლებსაც მოიცავს ,,Premium Net International SLR-ს, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალსა საქართველოში“ და კომპანია “Raystorm UAB”-ს შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, ა/წ 24 იანვარს განხორციელდა ზარები, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ ზარები დასრულდა მოქმედ აბონენტებთან და ძირითადად  აღნიშნული სატელეფონო ნომრები გამოყენებულია კომპანიების ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N19-10-238;05.02.2019); ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ კუთვნილ სატელეფონო ნომრებზე განხორციელებული ზარების დეტალური ამონაბეჭდი 2019 წლის 24 იანვრის მდგომარეობით; ,,Premium Net International SLR-ს, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ და კომპანია “Raystorm UAB”-ს შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება (04.06.2018;);

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას; 

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად; 

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; 

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის  უფლებას  კომისია პირს ანიჭებს ამ კანონის, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად.

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას; 

8. საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ამ დებულებით დგინდება ნუმერაციის რესურსების ერთგვაროვანი სტრუქტურა და ფორმატი; რესურსების განაწილების, გამოყოფისა და მინიჭების, აგრეთვე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებლების მიერ ამ რესურსებით სარგებლობის საერთო პირობები, მათ შორის, ნუმერაციის რესურსების მართვისა და გამოყენების წესები.

9. საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელმა პირმა უნდა უზრუნველყოს კომისიის გადაწყვეტილებით პირველადი მინიჭების საფუძველზე განსაზღვრული ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის პირობების დაცვა, გამოყოფილი ნუმერაციის რესურსების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა და მათი სარგებლობა საკუთარი აბონენტებისათვის (მეორადი მინიჭება).

10. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომში ,,რეგლამენტი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ყ) ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების გაწევის შესახებ არის წერილობითი (ელექტრონული), ზეპირი ან დისტანციური შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების გაწევის თაობაზე, მის ხარისხზე, მომსახურების ტარიფზე და სხვა პირობებზე. ,,რეგლამენტის“ ჰ32) პუნქტის თანახმად, დისტანციური გარიგება არის ერთი ან რამდენიმე დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დადებული შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, დისტანციური გაყიდვისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე, მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის ერთდროული ფიზიკური დასწრების გარეშე. „რეგლამენტის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე. ამავე „რეგლამენტის“ 122 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დისტანციური გარიგება ისეთი ძირითადი საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ავტორიზებული პირის მიერ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მომხმარებელზე გაცემასთან ან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფასთან (გარდა არაუმეტეს სამი დღის ხანგრძლივობით განხორციელებული ინტერნეტთან უსადენო ერთჯერადი ან/და დღიური წვდომის შემთხვევებისა), დადოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)  ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია, მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით, ამ დადგენილების 12​2 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისა) მიწოდების თაობაზე დისტანციური გარიგების გაფორმებისას, იმ მომხმარებელთან  რომელსაც კომერციულ ბანკ(ებ)ში გახსნილი აქვს მიმდინარე ანგარიშ(ებ)ი და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული მუდმივი ან ერთჯერადი საგადასახადო დავალება, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას (მინიმუმ სახელს, გვარს, პირად ნომერს, მის სახელზე გაფორმებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც დატანილია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე).

კომისია აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი პირი პასუხისმგებელია კომისიის გადაწყვეტილებით პირველადი მინიჭების საფუძველზე განსაზღვრული ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის პირობების დაცვაზე და  საკუთარი აბონენტების (მეორადი მინიჭება) მიერ ამ რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფაზე.

,,Premium Net International SLR-ის ფილიალმა საქართველოში“ კომისიის 2016 წლის 12 იანვრის N11/24 გადაწყვეტილებით მისთვის VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის მინიჭებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება სასყიდლით გადასცა სხვა კომპანიას, სხვა პირთათვის სატელეფონო მომსახურების მისაწოდებლად, რითაც დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის სხდომაზე  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიამ 1000 ნომერი კომპანია ,,Raystorm UAB”-ს გადასცა, როგორც დილერს. ამასთანავე, მისი განცხადებით, ვებ-გვერდზე www.didww.com განთავსებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მომსახურების მიწოდება ხდება კონკრეტული ქვეყნის ადგილობრივი ოპერატორის მიერ, თუმცა, დასახელება არ არის მითითებული, რასაც  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“ წარმომადგენელის  განცხადებით, სამომავლოდ მიუთითებენ. მისი განმარტებით, მომსახურებაზე პასუხისმგებელია  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“, ხოლო აგენტი არის მხოლოდ ნომრის რეალიზაციაში და კლიენტებთან ურთიერთობაში ჩართული.

,,Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში“, წარმომადგენლის ზემოთ მითითებულ განმარტებასთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ ,,Premium Net International SLR-ს“, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალსა საქართველოში“ და კომპანია “Raystorm UAB”-ს შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით არ დასტურდება, რომ კომპანია ,,Raystorm UAB”-ს 1000 სატელეფონო ნომერი გადაეცა როგორც დილერს,  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ სახელით ნუმერაციის ნომრის გაყიდვისა და სატელეფონო მომსახურების მიწოდებისთვის. ,,Premium Net International SLR-ს“, ,,Premium Net International SLR-ს, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალსა საქართველოში“ და კომპანია “Raystorm UAB”-ს შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან ირკვევა, რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი კომპანია “Raystorm”-ს გაუწევს სატელეფონო მომსახურებას და გადასცემს კომისიის მიერ მისთვის მინიჭებულ ნომრებს 995706070000-დან 99570607099 ჩათვლით. ამასთანავე, ამავე სახელშეკრულებო პირობებიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ბოლო მომხმარებელი არის ,,Raystorm UAB”-ის კლიენტის მომხმარებელი, ,,Raystorm UAB”-ს შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული მომსახურება საკუთარი საჭიროებებისთვის და/ან შესთავაზოს ის, როგორც მომსახურება ან მომსახურების კომპონენტი სხვა მომსახურების მიმწოდებელს ან ბოლო მომხმარებელს (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. მე-5 პუნქტი).

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ ვებ-გვერდ www.didww.com განთავსებული მომსახურების ხელშეკრულების პირობების მიხედვით, რომლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი წარმოადგინა  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალმა საქართველოში“, ხელშეკრულების მხარეებია ერთი მხრივ, DIDWW Ireland Limited და მეორე მხრივ, რეგისტრაციის ფორმაში ან გადამყიდველის კონტრაქტში მითითებული პირი ან მხარე. ხელშეკრულების პირობებით, DIDWW Ireland Limited კლიენტს უწევს მომსახურებას,  რაც შეიძლება მოიცავდეს ნომრებს (მათ შორის, DID ნომრებს და Toll-Free ნომრებს) არხებს, ვირტუალური გაცვლის პირველად ინტერფეისს (PRI), გამოძახების გადამისამართებას, ვირტუალურ სატელეფონო კომუტატორს (PBX) და სხვ. ხელშეკრულებაში მოცემულია ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა DIDWW Ireland Limited-ის კლიენტს. ქვეყნების მიხედვით ვებ-გვერდზე მითითებულია სავალდებულოა თუ არა ნომრის რეგისტრაცია, ხოლო ნომრის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში - რა დოკუმენტაცია არის წარმოსადგენი. ამასთანავე, ხელშეკრულების პირობებში არ არის მითითებული რომელ ქვეყანაში რომელი ადგილობრივი ოპერატორის ნუმერაციის რესურსით ისარგებლებს DIDWW Ireland Limited-ის კლიენტი. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებში არსად არ არის მოხსენიებული  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალმა საქართველოში“.

კომისია აღნიშნავს, რომ საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ კუთვნილი ნუმერაცის რესურსის შეძენა/სარგებლობაში მიღება მოხდა არა უშუალოდ  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალისგან საქართველოში“, არამედ სხვა კომპანიებისგან (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-3 და მე-4 პუნქტები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალმა საქართველოში“ კომისიის 2016 წლის 12 იანვრის N11/24 გადაწყვეტილებით მისთვის VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის მინიჭებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება სასყიდლით გადასცა სხვა კომპანიას, სხვა პირთათვის სატელეფონო მომსახურების მისაწოდებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებულ პირს აქვს უფლება გამოიყენოს შუამავალი/დილერი ნუმერაციის რესურსის რეალიზაციის და მომხმარებლებთან სააბონენტო ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში. მოცემულ შემთხვევაში, მომხმარებელთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მხარე უნდა იყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი, რის თაობაზეც მკაფიოდ უნდა მიეთითოს სააბონენტო ხელშეკრულებაში. სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმებისას მომხმარებლისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ დილერი მასთან ხელშეკრულებას აფორმებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის სახელით. სააბონენტო ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, კერძოდ: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.

კომისია ვერ გაიზიარებს  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსის გამოყენებით სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა სატესტო რეჟიმში. კომისია აღნიშნავს, რომ “Premium Net International SLR “- ის ფილიალის საქართველოში” მიერ კომისიაში  წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ ყოველთვიური ინფორმაციიდან  (CDR) ამორჩეულ სატელეფონო ნომრებზე, რომლებსაც მოიცავს   ,,Premium Net International SLR-ს“, ,,Premium Net International SLR-ს, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალსა საქართველოში“ და კომპანია “Raystorm UAB”-ს შორის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, ა/წ 24 იანვარს განხორციელდა ზარები, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ ზარები დასრულდა მოქმედ აბონენტებთან და ძირითადად  აღნიშნული სატელეფონო ნომრები გამოყენებულია კომპანიების ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-6 პუნქტი). ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსის ა/წ 4 თებერვალს საკონტროლო შესყიდვისას კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს ანგარიშიდან ჩამოეჭრა 70 აშშ დოლარი, რაც ადასტურებს იმას, რომ მომსახურების გაწევას ადგილი ჰქონდა არა საცდელ ფორმატში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსით მომსახურების სატესტო რეჟიმში გაწევის ფაქტის დაშვების შემთხვევაშიც კი, ,,Premium Net International SLR-ის ფილიალი“ ვერ განთავისუფლდებოდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსის ,,სატესტო რეჟიმში“ გამოყენებას ან ,,ტესტირებას“. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ძ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას. შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განზრახვის შემთხვევაშიც კი მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონის მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა საცდელ ფორმატში ხდება თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება მოხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს კანონით დადგენილი წესის დაცვით.

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების მიწოდების მიზნით საქართველოს ნუმერაციის რესურსების  (706070381 და 706 070 166) სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე ბოლო მომხმარებლისთვის მიყიდვითა და სარგებლობაში გადაცემით,  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალმა საქართველოში“ დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ასევე, კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი. კომისია აღნიშნავს, რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დაადასტურა სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე კომპანიის კუთვნილი ნომრის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის ფაქტი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე. ამავე რეგლამენტის 122 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დისტანციური გარიგება ისეთი ძირითადი საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ავტორიზებული პირის მიერ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მომხმარებელზე გაცემასთან ან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფასთან (გარდა არაუმეტეს სამი დღის ხანგრძლივობით განხორციელებული ინტერნეტთან უსადენო ერთჯერადი ან/და დღიური წვდომის შემთხვევებისა), დადოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)  ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა, ხოლო მე-13 პუნქტის შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი, მიუხედავად იმისა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თუ რომელი წესით ახდენს მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და გადამოწმებას, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების მიწოდება მომხმარებლისთვის უნდა მოხდეს წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, რომლის დადებისა და მომხმარებლის სწორი იდენტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ავტორიზებულ პირს.  შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელმა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების რეალიზაცია და სატელეფონო მომსახურების მიწოდება მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, რა დროსაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის სწორი იდენტიფიცირება (დისტანციური გარიგების შემთხვევაში უნდა მოხდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე).

კომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მხრიდან აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა არაერთგზის, რაც დასტურდება კომისიის აპარატის კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, მე-3 და მე-4 პუნქტები).

,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი სამართალდარღვევისთვის არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომისიას გონივრულად მიაჩნია  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში“ ერთთვიანი ვადის მიცემა სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა  და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე, 45-ე და 48-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და 122 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ,,Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის  18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს ,,Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ სამართალდარღვევის აღმოფხვრა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის ,,Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ჩაბარების დღიდან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ,,Premium Net SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ,,Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6.დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე) გადაწყვეტილების (გარდა მე-5 პუნქტისა) შესრულებაზე კონტროლი.

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

კომისიის წევრი

 

 

 

 

 

გიორგი ფრუიძე

მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები