წვდომის მენიუ

შპს „ქლაუდ ცხრას“ (ს/კ 405063755) წილის 50%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 55 / 11

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2019 10:46

მიღების თარიღი თებერვალი 07, 2019

შპს „ქლაუდ ცხრას“ (ს/კ 405063755) წილის 50%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ქლაუდ ცხრამ“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №19-6/349 31.01.2019), შპს „ქლაუდ ცხრას“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ მამუკა მონავარდისაშვილის (წილის 20%), ფიზიკურ პირ გიორგი გარსევანიშვილის (წილის 20%)  და ფიზიკურ პირ გურამ ხუნდაძის (წილის 10%) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

        “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

       შპს „ქლაუდ ცხრა“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ქლაუდ ცხრას“-ს წილის 50%-ს ფლობს სს „აი თი დი სი“, 50%-ს - შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია“.

        სს „აი თი დი სი“-ს აქციონერები არიან: შპს „დიჯითალ ედს“ - აქციების 50%-ის მფლობელი, შპს „ჯი თი ჯი“ - აქციების 42,98%-ის მფლობელი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი: საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი - აქციების 6,02%-ის მფლობელი.

        შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯიას“ წილის 50%-ს ფლობს ფიზიკური პირი კონსტანტინე ქაროსანიძე, 50%-ს - ფიზიკური პირი თეონა მარტაშვილი.

       შპს „დიჯითალ ედს“-ის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ლევან ჭიორელი. შპს „ჯი თი ჯი“-ს წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი გოგიჩაიშვილი.

შპს „ქლაუდ ცხრას“  მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების თანახმად (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №19-6/349 31.01.2019), ფიზიკურ პირებს: მამუკა მონავარდისაშვილს, გიორგი გარსევანიშვილს და გურამ ხუნდაძეს განზრახული აქვთ შეიძინონ შპს „ქლაუდ ცხრაში“  სს „აი თი დი სი“-ს 50%-იანი წილი, კერძოდ - მამუკა მონავარდისაშვილმა  - 20%, გიორგი გარსევანიშვილმა - 20%, გურამ ხუნდაძემ -  10%.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მამუკა მონავარდისაშვილი, გიორგი გარსევანიშვილი და გურამ ხუნდაძე სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

       კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ქლაუდ ცხრას“  ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ძირითადი სახეა ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს შეადგინა 1 081 774 ლარი.

      კომისია აღნიშნავს, რომ მომსახურების ეს სეგმენტი არ არის განსაზღვრული, როგორც რეგულირებას დაქვემდებარებული სეგმენტი, შესაბამისად ფიზიკური პირების, მამუკა მონავარდისაშვილის, გიორგი გარსევანიშვილისა და გურამ ხუნდაძის მიერ  შპს „ქლაუდ ცხრას“ წილის 50%-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის რომელიმე სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს მამუკა მონავარდისაშვილის, გიორგი გარსევანიშვილისა და გურამ ხუნდაძის მიერ შპს „ქლაუდ ცხრას“ წილის 50%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „ქლაუდ ცხრას“ ,  ფიზიკური პირების: მამუკა მონავარდისაშვილის, გიორგი გარსევანიშვილისა და გურამ ხუნდაძის მიერ შპს „ქლაუდ ცხრას“ წილის 50%-ის შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „ქლაუდ ცხრას“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილების მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ქლაუდ ცხრა“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „ქლაუდ ცხრასათვის“ გადაგზავნა (ნ. ჯავახიძე); 

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქლაუდ ცხრასათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ქლაუდ ცხრასათვის“ ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები