შპს „აგროკომუნიკატორის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: 60 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2019 10:57

მიღების თარიღი თებერვალი 07, 2019

შპს „აგროკომუნიკატორის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „აგროკომუნიკატორმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/185, 18.01.2019) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „აგროკომუნიკატორი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (აგროთემატიკა) ტელემაუწყებლობა; 

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) სამცხე-ჯავახეთის, ფოთის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, ჭიათურას, ხაშურის, ქვემო ქართლის, თელავის, გურჯაანის და ოზურგეთის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო  მულტიპლექსები;

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2019 წლის პირველ აპრილამდე;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „AGRO TV“.

         კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აგროკომუნიკატორის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. შპს „აგროკომუნიკატორის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

6. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

                კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 იანვარს შპს „აგროკომუნიკატორის“ მიერ წარმოდგენილი განცხადების მე-7 პუნქტში არ იყო მითითებული ინტერნეტით და მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით მაუწყებლობის დაწყების ვადა. გარდა ამისა ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

 ა) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, კერძოდ დოკუმენტში არ იყო მითითებული ინფორმაცია პასივების თაობაზე;

ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც შევსებულია სხვა იურიდიულ პირზე კერძოდ შპს „ტოკ ტვ“-ზე;

გ) შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც არ იყო დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა) დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების თაობაზე;

ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა  და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ.

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის  საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-19-16/156, 29.01.2019წ.). შპს „აგროკომუნიკატორმა“ ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის 31 იანვარს (№შ-19-6/343).

                კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა     შპს „აგროკომუნიკატორის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად          შპს „აგროკომუნიკატორის“ დირექტორია ნუგზარ სუარიძე (პ/ნ01006005316) და დამფუძნებლები ააიპ „მაუწყებელთა ალიანსი“ და ააიპ „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“. წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ლიცენზიების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „აგროკომუნიკატორის“ დირექტორის ნუგზარ სუარიძის (პ/ნ01006005316)  დამფუძნებლების (ააიპ „მაუწყებელთა ალიანსის“ და  ააიპ „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის“) და ბენეფიფიარი მესაკუთრეების  ავთანდილ გველებიანის (პ/ნ33001033719), გერმანე სალიას (პ/ნ19001008975), ნინო ჭანტურაიას (პ/ნ61001008867) და ნათია კუპრაშვილის (პ/ნ60001006837) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე მათი მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

                კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.  შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „აგროკომუნიკატორის“  და ფიზიკური პირების ნუგზარ სუარიძის, ავთანდილ გველებიანის, გერმანე სალიას, ნინო ჭანტურაიას და ნათია კუპრაშვილის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით ნათია კუპრაშვილი არის შპს „ტოკ ტვ“-ს დირექტორი, შპს „ტოკ ტვ“ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს და ავტორიზაცია გავლილი აქვს კერძო (საერთო) ტელემაუწყებლობაზე.           

შპს „ტოკ ტვ“-ს დამფუძნებელი არის ააიპ „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“, რომლის თავმჯდომარეა ნათია კუპრაშვილი, წევრები კი ნინო ჭანტურაია და ნუგზარ სუარიძე, რაც შეეხება ავთანდილ გველებიანს, ეს უკანასკნელი არის ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ დირექტორი და დამფუძნებელი, რომელიც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს და ავტორიზაცია გავლილი აქვს კერძო (საერთო) ტელემაუწყებლობაზე.

                კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 7 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს „აგროკომუნიკატორის“ წარმომადგენელი გიგა აგლაძე. კომისიის სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. მან საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს „აგროკომუნიკატორი“, მისი დირექტორი და ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს                                  შპს „აგროკომუნიკატორის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „აგროკომუნიკატორი“ შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (აგროთემატიკა) ტელემაუწყებლობა; 

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) სამცხე-ჯავახეთის, ფოთის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, ჭიათურას, ხაშურის, ქვემო ქართლის, თელავის, გურჯაანის და ოზურგეთის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მულტიპლექსები;

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2019 წლის პირველ აპრილამდე;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

თ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

თ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

2. შპს „აგროკომუნიკატორი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული   გადაწყვეტილების   დამოწმებული ასლის შპს „აგროკომუნიკატორისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული   გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „აგროკომუნიკატორისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს   კომისიის   აპარატის   ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები