საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 ივნისის №383/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2019 10:58
მიღების თარიღი თებერვალი 07, 2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 ივნისის №383/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალმა საქართველოში“ (რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს; ს.კ. №404549306) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/350, 31.01.19) და მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 ივნისის №383/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირის - 153.600 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ლანჩხუთის, ჭიათურის, მცხეთის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, №F1828 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაუქმება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალი საქართველოში“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას №F1828 შემდეგი პირობებით: 153.600 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ლანჩხუთის, ჭიათურის, მცხეთის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით - 2018 წლის 28 ივნისიდან 2019 წლის 28 ივნისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 ივნისის №383/7 და 2018 წლის 4 ოქტომბრის №578/19 გადაწყვეტილებებით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1828 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალისთვის საქართველოში“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის 2018 წლის 28 ივნისის №383/7 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალისთვის საქართველოში“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
3. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალისთვის საქართველოში“ ჩაბარების დღეს;
4. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ლ. ლაშქარავა) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ.ქადეიშვილი) ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალისთვის საქართველოში“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
