წვდომის მენიუ

შპს „მიკრონეტის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N441 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის №571/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 79 / 4

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2019 10:56

მიღების თარიღი თებერვალი 14, 2019

შპს „მიკრონეტის“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N441 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის №571/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/483, 07.02.2019) მიმართა შპს „მიკრონეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N441 უფლების გაუქმების თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მიკრონეტი“ ფლობს კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის №571/24  გადაწყვეტილებით ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N441 უფლებას 1000 სააბონენტო ნომერზე (285 6000-285 6999).

,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მიკრონეტს“ ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსზე რეგისტრირებული აბონენტები არ ჰყავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს შპს „მიკრონეტის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N441 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის №571/24 გადაწყვეტილება;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მიკრონეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მიკრონეტისთვის“ გაგზავნა ნ. ჯავახიძე) და კომისიის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „მიკრონეტისთვის“  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები