„ფიქსირებული და მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 იანვრის N37/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2019 18:59
მიღების თარიღი თებერვალი 14, 2019
„ფიქსირებული და მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 იანვრის N37/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2019 წლის 31 იანვარს მიიღო N37/23 გადაწყვეტილება „ფიქსირებული და მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიამ დაიწყო ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურება, ფიქსირებული საცალო სატელეფონო ხმოვანი მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტი, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება, მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევა და ანალიზი; აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვრა 3 თვით და ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2019 წლის 18 აპრილს.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვეთა, რომ მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზი არ მოითხოვს ისეთ ხანგრძლივ ვადას, როგორც ბაზრის სხვა შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევა და ანალიზი, ამასთან, ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის, მცირე/საშუალო ოპერატორებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების სეგმენტზე საკითხის ზეპირი მოსმენა მიზანშეწონილია გაიმართოს უფრო ადრე - 2019 წლის 21 მარტს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის, VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2019 წლის 31 იანვრის N37/23 გადაწყვეტილებაში და მისი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკითხის ზეპირი მოსმენა, გარდა მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის საკითხისა, გაიმართოს 2019 წლის 18 აპრილს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის საკითხზე ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 21 მარტს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში“.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
