წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 01

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2020 10:46

მიღების თარიღი იანვარი 09, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 09 იანვრის N01 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2020 წლის 09 იანვრის N01 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 7 (შვიდი) საკითხი:

ა) შპს „მაიფონისთვის” მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

ბ) შპს „ორიონი-კოდი 365“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

გ)    საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნული    კომისიის    2018    წლის    26    აპრილის    №258/7გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

დ) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

ე) შპს „წინსვლისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

ვ) რადიომოყვარულ ალექსანდრე მენაბდიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

ზ) რადიომოყვარულ იური ღვინიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი).

2. კომისიის 2020 წლის 09 იანვრის N01 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

მერაბ ქათამაძე   წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №01 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი   2020  წლის 09 იანვარი, 15:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2.   შპს  „TV  ERA“-სთვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის  განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

3.  აა(ა)იპ „არასამეწარმეო მედიაკავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების      საკითხის     განხილვის     შესახებ     (მომხს.     თ.ხუხუნაიშვილი     -     სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

4. შპს  „ჯიმობაილის“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  №  N353  უფლების გაუქმებისა  და კომისიის 2017 წლის 2 მარტის №132/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

5.     შპს  „მაიფონისთვის”   მოძრავი  ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელებით  და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ        (მომხს.     ნ.ლორთქიფანიძე    -    სამართლებრივი    დეპარტამენტის    ლიცენზირებისა    და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

6.    შპს „ორიონი-კოდი 365“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

7.    საქართველოს     კომუნიკაციების    ეროვნული   კომისიის    2018  წლის 26 აპრილის №258/7გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

8.    შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

9.     შპს     „წინსვლისთვის“     არაავტორიზებადი     საქმიანობისთვის     დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

10. რადიომოყვარულ ალექსანდრე მენაბდიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);

11. რადიომოყვარულ   იური   ღვინიაშვილისთვის   რადიოელექტრონული  საშუალებებისა   და მაღალსიხშირული      მოწყობილობების    გამოყენებისთვის  სახმობის    მინიჭების    შესახებ    (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები