სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-1 / 601

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2020 12:29

მიღების თარიღი ივლისი 30, 2020

სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ (ს/ნ 203851028)  (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-20-6/3623,  13.07.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: საუნივერსიტეტო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის თემატიკა: საგანმანათლებლო/შემეცნებითი/სასწავლო კურსები კინოს, თეატრის, ხელოვნებისა და მათ მომიჯნავე დარგებზე/ზოგადი თემები: მუსიკის, თეატრის, კინოს, სახვითი ხელოვნების დარგში;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის 31 ოქტომბრამდე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „Tafu TV“.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის

451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. განცხადება;

2. სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (დაფუძნების აქტი, წესდება.);

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 13 ივლისს სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია - დეკლარაციის მე-5 პუნქტში უნდა იყოს მითითებული ბენეფიციარი მესაკუთრის მონაცემები;

ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ - დოკუმენტში არ იყო მითითებული თუ რა პერიოდზეა გაწერილი გეგმა. გეგმის შემოსავლების ნაწილში გაწერილი იყო დაფინანსების წყაროები, რომლებიც გაჩნდება მაუწყებლობის დაწყების შემდეგ. არ იყო მითითებული მაუწყებლობის დაწყებისთვის საჭირო დაფინანსების წყარო და თანხა. ასევე გაურკვეველი იყო რა იგულისხმებოდა პროფესიული პროგრამების განხორციელებაში და საეთერო დროის გაყიდვაში. დოკუმენტის გასავლების ნაწილში არ იყო მითითებული ინტერნეტის და საკაბელო ოპერატორების ქსელით გავრცელების ხარჯები. ასევე დაფინანსების გეგმაში, გასავლებში არამატერიალურ აქტივებში არ იყო ასახული ის თანხები რაც საჭირო იქნება იმ კონტენტის (ფილმები, მუსიკა, გადაცემები და ა.შ......) შესაძენად, რაც არ იქნებოდა უნივერსიტეტის მიერ დამზადებული.

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ  იყო წარმოდგენილი:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დოკუმენტი;

ბ)  ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

გ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ (ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ);

დ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; (ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ);

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-20-03/2332, 17.07.2020წ.). სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2020 წლის 27 და 29 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი №შ-20-6/3833, შ-20-6/3884).

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა)ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორია გიორგი მარგველაშვილი, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსუდან თევზაძე. სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ დამფუძნებელია სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. უნივერსიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ადასტურებენ, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმ პირებს, ვისაც ეკრძალება საუნივერსიტეტო მაუწყებლობის ავტორიზაციის ფლობა. სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. კომისიაში წარმოდგენილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 14 სექტემბრის №69 გადაწყვეტილება სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ 6 წლის ვადით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შესახებ.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“, მისი ხელმძღვანელი პირებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების აფილირება მაუწყებლობის  სფეროში  ავტორიზაციის  ან  ლიცენზიის  მფლობელ  სხვა  პირებთან. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით მათი აფილირება ლიცენზიის ან ავტორიზაციის მფლობელ სხვა პირებთან არ ფიქსირდება.

კომისიის 2020 წლის 30 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ალექსანდრე ვახტანგოვი, მარიამ აბუაშვილი და მალხაზ სიჭინავა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (ს/ნ 203851028)  შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: საუნივერსიტეტო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის თემატიკა: საგანმანათლებლო/შემეცნებითი/სასწავლო კურსები ხელოვნებასა და მის მომიჯნავე დარგებზე;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის 31 ოქტომბრამდე.

2. სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს                      ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

თ) წარმოადგინოს ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის (გაუქმება/შეჩერება/შეწყვეტა/განახლება და ა. შ) ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსის ცვლილებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე         (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) სსიპ „შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ.ქადეიშვილი).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ელისო ასანიძე     წევრი

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები