წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-1 / 697

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2020 0:06

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2020

შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხმა“ (ს/ნ 445571060) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4353, 24.08.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად    ავტორიზაციის  გავლის    თაობაზე.    კერძოდ,    განცხადების    შესაბამისად,    შპს„ტელეკომპანია   მეხუთე   არხი“   ითხოვს   მაუწყებლობის   სფეროში    ავტორიზაციას   შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობ/შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ)  მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის 31 დეკემბრამდე;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „მეხუთე არხი”.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. შპს„ტელეკომპანია მეხუთე არხის“   და   შპს„რედპოინტის“   ამონაწერი  მეწარმეთა   და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

6.  აუდიტორული  კომპანიის  მიერ  დადასტურებული  ცნობა  შპს  „რედპოინტის“  აქტივებისა  და პასივების შესახებ;

7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

8. შპს „რედპოინტის“ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 24 აგვისტოს შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ მიერ წარმოდგენილ  განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ არ იყო მითითებული თუ რა პერიოდზეა გაწერილი გეგმა; დაფინანსების გეგმაში, გასავლებში არამატერიალურ აქტივებში არ იყო ასახული ის თანხები რაც საჭირო იქნება იმ კონტენტის (ფილმები, მუსიკა, გადაცემები და ა.შ......) შესაძენად, რაც არ იქნება შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“   მიერ დამზადებული;

ბ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, კერძოდ კონცეფცია არ შეიცავდა პროგრამულ მიმართულებებს და მათ მოკლე აღწერილობას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4) ქვეპუნქტის თანახმად სამაუწყებლო კონცეფცია არის – ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის მოდელს და შეიცავს პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას.

გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია -კომისიაში წარმოდგენილი იყო 5 ფურცლისგან შემდგარი დოკუმენტი, ნაცვლად 8 ფურცლისა. დეკლარაციაში არ იყო მითითებული შპს „რედპოინტის“ მონაცემები;

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ; ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-20-03/22729, 27.08.2020წ.).

შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხმა“ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2020 წლის 31 აგვისტოს (№შ-20-6/4416), კომპანიამ ასევე დააზუსტა ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371  მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა)ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული    წარმოების    პროცესში    კომისიის    მიერ    შესწავლილ  იქნა  შპს„ტელეკომპანია მეხუთე არხის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს,    კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ დირექტორი და 51%-იანი წილის მფლობელია   რამაზ   ურუშაძე   (პ/ნ   26001001288),   ხოლო   49%-იანი   წილის   მფლობელია   შპს„რედპოინტი“ (ს/კ 445456863). შპს „რედპოინტი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას,   რომლის   დირექტორი  და   100%-იანი   წილის   მფლობელია   რამაზ   ურუშაძე   (პ/ნ26001001288). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების, ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ დირექტორის და ბენეფიციარი მესაკუთრის რამაზ ურუშაძის (პ/ნ 26001001288) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად რამაზ ურუშაძის (პ/ნ 26001001288) მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად რამაზ ურუშაძის (პ/ნ 26001001288) მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზეც არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ (ს/ნ 445571060), შპს „რედპოინტის“ (ს/კ 445456863), შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ დირექტორის და ბენეფიციარი მესაკუთრის აფილირება     მაუწყებლობის     სფეროში     ავტორიზაციის     ან     ლიცენზიის    მფლობელ  სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ (ს/ნ 445571060), შპს „რედპოინტის“ (ს/კ 445456863) და რამაზ ურუშაძის (პ/ნ 26001001288) აფილირება ლიცენზიის ან ავტორიზაციის მფლობელ სხვა პირებთან არ ფიქსირდება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 10 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ დირექტორი რამაზ ურუშაძე. მან სხდომაზე საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხი“ და მისი დამფუძნებლები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს„ტელეკომპანია  მეხუთე არხის“ მაუწყებლად ავტორიზაცია  და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხი“ (ს/ნ445571060) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობ/შემეცნებითი)        ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის 31 დეკემბრამდე;

2. შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3.  დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის  ავტორიზაციისა    და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული  გადაწყვეტილების დამოწმებული   ასლის  შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული  გადაწყვეტილების     კომისიის    ოფიციალურ     ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

მერაბ ქათამაძე      თავმჯდომარე - მ.შ.

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები