ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-1 / 722

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2020 22:49

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2020

ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყარო“ (ს/ნ225378267) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4783, 16.09.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სათემო რადიომაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყარო“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული;

დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 18 საათი;

ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ე.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ვ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: ავტორიზაციის მიღებიდან ორი თვის ვადაში;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „ვივი” (WW-Woman and the World).

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება ასევე გამგეობის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია; კონცეფციის თანახმად რადიოს ძირითადი მიმართულება იქნება გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობა. საქმიანობის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქვემო ქართლის რეგიონში მაცხოვრებელი ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი თემის ქალები, რათა მოხდეს მათი ინფორმირება საკუთარ უფლებებზე, მათი გააქტიურება ძალადობის წინააღმდეგ. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. რადიო ეცდება ხმა მივიდეს თემის ყველა ეთნიკურ თუ რელიგიურ წარმომადგენლამდე.

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

6. აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371  მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა)ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა  ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“  გამგეობის  წევრები  არიან  მარინე  ბჟალავა  (პ/ნ12001049694), ქეთო  დადვანი  (პ/ნ62005001037), ლამარა ქვარცხავა (პ/ნ 10001029959), ეკატერინე ერაძე (პ/ნ 10001020300) და ოქტიაბრინა წიქორიძე (პ/ნ 10001002181).    წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ასოციაციის პრეზიდენტი მარინე ბჟალავა ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: საქართველოს    ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების, ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ და მისი გამგეობის წევრების მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად მათ მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად მათი მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზეც არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ (ს/ნ 225378267), მარინე ბჟალავას (პ/ნ 12001049694), ქეთო დადვანის (პ/ნ 62005001037), ლამარა ქვარცხავას (პ/ნ 10001029959), ეკატერინე ერაძეს (პ/ნ10001020300) და ოქტიაბრინა    წიქორიძეს    (პ/ნ    10001002181)    აფილირება    ლიცენზიის    ან ავტორიზაციის მფლობელ სხვა პირებთან არ ფიქსირდება.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „სათემო მაუწყებლობა უნდა:

ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს;

ბ) უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების    წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება;

გ) უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქებას“.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა ააიპ„ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ წარმომადგენელი ოქტიაბრინა წიქორიძე. მან სხდომაზე საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყარო“ და მისი გამგეობის წევრები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე აღნიშნა, რომ ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობა უნდა ემსახურებოდეს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომეხ თემში ქალთა ინტერესებს და ასევე უნდა უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში მათ მონაწილეობას; კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა განხორციელდეს  ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ (ს/ნ 225378267) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული;

დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 18 საათი;

ე) მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ე.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ვ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის 24 ნოემბრამდე;

2. ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყარო“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

თ) ემსახურებოდეს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომეხ თემში ქალთა ინტერესებს და უზრუნველყოს მაუწყებლობის პროცესში მათი მონაწილეობა;

ი) უზრუნველყოს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქება;

 

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  ავტორიზაციისა    და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული  გადაწყვეტილების დამოწმებული   ასლის  ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)   აღნიშნული  გადაწყვეტილების     კომისიის    ოფიციალურ     ვებ-გვერდზე   www.comcom.ge გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ააიპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები