წვდომის მენიუ

შპს „FlyNet“-ის (ს/კ 212919831) წილის 34%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ყუფარაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-11 / 171

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2020 17:00

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2020

შპს „FlyNet“-ის (ს/კ 212919831) წილის 34%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ყუფარაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „FlyNet“-მა (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/914 20.02.2020), შპს „FlyNet“-ის წილის 34%-ის ფიზიკურ პირ აგიორგი ყუფარაძის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „FlyNet“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „FlyNet“-ის წილის 34%-ს ფლობს ფიზიკური პირი ავთანდილ ლომინაძე, ხოლო წილის 66%-ს - ფიზიკური პირი გიორგი ყუფარაძე. შპს „FlyNet“-ის დირექტორია გიორგი ყუფარაძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „FlyNet“ წილის 50%-ს ფლობს შპს „FlyLink“-ში.  შპს „FlyNet“-ის წილის 34%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი გიორგი ყუფარაძე ფლობს წილის 50%-ს შპს „დატაკომში“, წილის 25%-ს შპს „დატანეტში“. შესაბამისად, შპს „FlyNet“ , ასევე შპს „FlyNet“-ის წილის 34%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი გიორგი ყუფარაძე აფილირებულნი არიან შემდეგ ავტორიზებულ პირებთან: შპს „დატაკომი“, შპს „დატანეტი“ შპს „FlyLink“.

შპს „FlyNet,“ შპს „დატაკომი“ და  შპს „დატანეტი“ ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას   WiFi   ტექნოლოგიის   გამოყენებით.   კომისიის  საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „FlyLink“ ამ ეტაპზე ავტორიზებულ საქმიანობას არ ახორციელებს.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კომპანიების მიხედვით შეადგინა:

შპს „FlyNet“ – 260 აბონენტი;

შპს „დატაკომი“ - 761აბონენტი; შპს „დატანეტი“ – 335 აბონენტი.

მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:

მუნიციპალიტეტი

შპს „დატაკომი“

შპს „დატანეტი“

შპს „FlyNet“

ბაღდათი

 

 

0,8%

ვანი

 

 

0,4%

სამტრედია

0,6%

 

1,2%

ქუთაისი

0,2%

 

 

წყალტუბო

6,3%

 

1,9%

ხონი

0,1%

 

3,3%

ტყიბული

 

14,3%

1,9%

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირ გიორგი ყუფარაძის მიერ შპს „FlyNet“-ის წილის 34%-ის შეძენა სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს გიორგი ყუფარაძის მიერ შპს „FlyNet“-ის წილის 34%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „FlyNet“-ს, შპს „FlyNet“-ის წილის 34%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ყუფარაძის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „FlyNet“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „FlyNet“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „FlyNet“-ისათვის გადაგზავნა (ო. ვოტ);

4.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „FlyNet“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „FlyNet“-ისათვის ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები