წვდომის მენიუ

შპს „ორდუნეტის“ (ს/კ419984869) წილის 26%-ის შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ (ს/კ 404540001) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-11 / 32

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2020 18:49

მიღების თარიღი იანვარი 23, 2020

შპს „ორდუნეტის“ (ს/კ419984869) წილის 26%-ის შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ (ს/კ 404540001) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2019 წლის 24 დეკემბერს №შ-19-6/4951 წერილით მიმართა შპს „ორდუნეტმა“,  შპს „ორდუნეტის“  წილის 26%-ის შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერავიო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ორდუნეტი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3   ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“, ასევე შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ ბენეფიციარი პარტნიორები წარმოადგენენ საინვესტიციო ფონდებს შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ №შ-20-6/192 17.01.2020 წერილის, ასევე კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“, შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ წილის 100%-ის მფლობელი კოოპერატივი „გაზელ ფაინენს ჰოლდინგ კოოპერატივ“ 68450974 (ნიდერლანდები), ასევე შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ ბენეფიციარი  პარტნიორები  ელექტრონული კომუნიკაციების      სფეროში      სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ორდუნეტის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ვახტანგ გამსახურდია.

შპს „ორდუნეტის“ წილის 26%-ის შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ მიერ შეძენის შემთხვევაში, ფიზიკურ პირ ვახტანგ გამსახურდიას წილი განისაზღვრება 74%-ის ოდენობით.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, ასევე კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, ვახტანგ გამსახურდია წილის 45%-ს ფლობს ავტორიზებულ პირ შპს „აიროპტ“-ში, ხოლო წილის 90%-ს ფლობს ავტორიზებულ პირ შპს „ორდუგე“-ში. ამავე დროს იგი წარმოადგენს შპს „ორდუგე“-ს დირექტორს შპს „ორდუნეტი“ წილის 15%-ს ფლობს ავტორიზებულ პირ შპს „ტივიჯი“-ში.

შესაბამისად, ფიზიკური პირი ვახტანგ გამსახურდია და შპს „ორდუნეტი“ აფილირებულნი არიან შპს „აიროპტ“-თან, შპს „ორდუგე“-სთან და შპს „ტივიჯი“- სთან.

შპს „ორდუნეტი“, შპს „აიროპტი“ და შპს „ორდუგე“ ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას    ოპტიკურ-ბოჭკოვანი    კაბელის    და    WiFi  ტექნოლოგიის გამოყენებით, ხოლო შპს „ტივიჯი“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შემოსავლებმა ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგინა:

შპს „ორდუნეტ“ – 1.126.655 ლარი; შპს „აიროპტ“ – 26.566 ლარი;

შპს „ორდუგე“ – 27.304 ლარი.

ხოლო ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2019 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიების მიხედვით შეადგინა: შპს „ორდუნეტ“ – 4097 აბონენტი;

შპს „აიროპტ“ – 80 აბონენტი; შპს „ორდუგე“ – 80 აბონენტი;

მუნიციპალიტეტების  ჭრილში  ზემოაღნიშნული  კომპანიების  კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:

 

რეგიონი

 

შპს „ორდუნეტ“

 

შპს „აიროპტ“

 

შპს „ორდუგე“

ზუგდიდის რაიონი

14,7%

 

 

კასპის რაიონი

 

 

1,25%

ჩხოროწყუს რაიონი

16,2%

 

 

წალენჯიხის რაიონი

0,04%

3,14%

 

ხობის რაიონი

28,1%

 

 


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ორდუნეტის“   წილის 26%-ის შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ორდუნეტის“  წილის 26%-ის შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ორდუნეტს“, შპს „ორდუნეტის“   წილის 26%-ის შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „ორდუნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ორდუნეტი“ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ორდუნეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

4.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „ორდუნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ორდუნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს    კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები