შპს „დატაკომის“ (ს/კ 412706362) კუთვნილი საოპერაციო აქტივის ფიზიკურ პირ ავთანდილ ლომინაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2020 18:33
მიღების თარიღი მარტი 19, 2020
შპს „დატაკომის“ (ს/კ 412706362) კუთვნილი საოპერაციო აქტივის ფიზიკურ პირ ავთანდილ ლომინაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართ შპს „დატაკომმა“ (ს/კ 2706362), შპს „დატაკომის“ (ს/კ 412706362) კუთვნილი საოპერაციო აქტივის (სატელეკომუნიკაციო ანძა, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო სერვისისთვის საჭირო მოწყობილობები, სერვერები, როუტერები და სხვა) ფიზიკურ პირ ავთანდილ ლომინაძის მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „დატაკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი რადიომაუწყებლობის ტრანზიტი
B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა
ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „დატაკომის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი ყუფარაძე.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „დატაკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ავთანდილ ლომინაძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ შპს „დატანეტში“ ფლობს წილის 30%-ს.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „დატანეტი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. კომპანია აბონენტებს მომსახურებას უწევს ტყიბულის მუნიციპალიტეტში. აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 335 აბონენტი. აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შეადგენს 14,3%-ს. ფიზიკური პირი ავთანდილ ლომინაძე, ასევე არის შპს „ტელეკომ 1“-ის დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელი. შპს „ტელეკომ 1“-მა ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გაიარა 2020 წლის 12 მარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დატაკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (სატელეკომუნიკაციო ანძა, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო სერვისისთვის საჭირო მოწყობილობები, სერვერები, როუტერები და სხვა) ფიზიკურ პირ ავთანდილ ლომინაძის მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „დატაკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ფიზიკურ პირ ავთანდილ ლომინაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „დატაკომს“, შპს „დატაკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ფიზიკურ პირ ავთანდილ ლომინაძის მიერ შეძენაზე;
2. შპს „დატაკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ფიზიკურ პირ ავთანდილ ლომინაძის მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „დატაკომმა“ უზრუნველყოს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დატაკომისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „დატაკომისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
