შპს „სისტემნეტის“ (ს/კ 205267423) წილის 3,128%-ის ფიზიკურ პირ ილია ინჯიას და შპს „სისტემნეტის“ წილის 2,028%-ის ფიზიკურ პირ გიორგი იაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2020 18:42
მიღების თარიღი მარტი 19, 2020
შპს „სისტემნეტის“ (ს/კ 205267423) წილის 3,128%-ის ფიზიკურ პირ ილია ინჯიას და შპს „სისტემნეტის“ წილის 2,028%-ის ფიზიკურ პირ გიორგი იაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას №02/026 06.03.2020 განცხადებით მიმართა შპს „სისტემნეტმა“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1194 06.03.2020), შპს „სისტემნეტის“ წილის 3,128%-ის ფიზიკურ პირ ილია ინჯიას და შპს „სისტემნეტის“ წილის 2,028%-ის ფიზიკურ პირ გიორგი იაშვილის მიერ მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „სისტემნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
სხვა
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სისტემნეტის“ წილის მფლობელები არიან: კოტე სამუშია -1,699%, თეიმურაზ ცხვარიაშვილი - 2,028%, კონსტანტინე ხაჯალია - 3,128%, ილია ინჯია - 21,565%, ხათუნა ინჯია - 5,714%, ფრიდონ ინჯია - 15,318%, ლალი რუხაია - 4,149%, ნოდარ გაბედავა - 1,038%, ნაირა კვესელავა - 7,781%, თამარ ჩხაიძე - 0,016%, ოლეგ გვენცაძე - 0,016%, ქეთევან ასიტაშვილი - 0,064%, დავით დურგლიშვილი - 0,648%, თეიმურაზ ბერიშვილი - 4,183, ლილი სუხიტაშვილი - 2,091%, სერგო ჩიკვილაძე - 0,042%, ჯამბული გეგეჭკორი - 1,171%, ავთანდილ იაშვილი - 29,349%.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სისტემნეტის“ წილის 2,028%-ის (რომლის მფლობელია ფიზიკური პირი თეიმურაზ ცხვარიაშვილი) შეძენის მსურველი ფიზიკური პირი გიორგი იაშვილი შპს „სისტემნეტში“ წილებს არ ფლობს. შპს „სისტემნეტის“ №02/33 10.03.2020 წერილის თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1261 10.02.2020), გიორგი იაშვილი წარმოადგენს ავთანდილ იაშვილის ოჯახის წევრს, რომელიც თავის მხრივ ფლობს წილებს შემდეგ ავტორიზებულ პირებში: შპს „სისტემნეტი“ – 29,349%, შპს „ახალი ქსელები - 33,177%, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ - 25%, შპს „ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“ – 14,3%, შპს „სელკომი“ – 45%, შპს „ბოლნისის ახალი ქსელები“ – 28%. შესაბამისად, გიორგი იაშვილი აფილირებულია აღნიშნულ ავტორიზებულ პირებთან.
„სისტემნეტის“ წილის 3,128%-ის (რომლის მფლობელია ფიზიკური პირი კონსტანტინე ხაჯალია) შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ილია ინჯია ფლობს წილებს შემდეგ ავტორიზებულ პირებში: შპს „სისტემნეტი“ - 21,565%, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ - 25%, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“ – 3%.
თავის მხრივ შპს „სისტემ ნეტი“ წილის 50%-ს ფლობს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტში“, წილის 10%-ს შპს „ახალ ქსელებში“, წილის 49%-ს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაში“.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სისტემნეტის“ შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2019 წელს შეადგინა 4.955.863 ლარი, მათ შორის ლოკალური და გლობალური საბითუმო ინტერნეტ მომსახურებიდან 4.439.188 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სისტემნეტის“ წილის 3,128%-ის ფიზიკურ პირ ილია ინჯიას და შპს „სისტემნეტის“ წილის 2,028%-ის ფიზიკურ პირ გიორგი იაშვილის მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სისტემნეტის“ წილის 3,128%-ის ფიზიკურ პირ ილია ინჯიას და შპს „სისტემნეტის“ წილის 2,028%-ის ფიზიკურ პირ გიორგი იაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „სისტემნეტს“, შპს „სისტემნეტის“ წილის 3,128%-ის ფიზიკურ პირ ილია ინჯიას და შპს „სისტემნეტის“ წილის 2,028%-ის ფიზიკურ პირ გიორგი იაშვილის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „სისტემნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სისტემნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „სისტემნეტისათვის“ გადაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სისტემნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „სისტემნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
