შპს „სერვისბოქსის“ (ს/კ 405113176) და შპს „მალტისოფტის“ (ს/კ 405059289) კუთვნილი საოპერაციო აქტივების სს „სილქნეტის“ (ს/კ 204566978) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2020 16:29
მიღების თარიღი მარტი 26, 2020
შპს „სერვისბოქსის“ (ს/კ 405113176) და შპს „მალტისოფტის“ (ს/კ 405059289) კუთვნილი საოპერაციო აქტივების სს „სილქნეტის“ (ს/კ 204566978) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „სერვისბოქსმა“ (ს/კ 405113176), შპს „მალტისოფტმა“ (ს/კ 405059289) და სს „სილქნეტმა“ (ს/კ 204566978) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1379 16.03.2020) შპს „სერვისბოქსის“ და შპს „მალტისოფტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „სერვისბოქსი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
შპს „მალტისოფტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
სს „სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
CDMA LTE WIMAX GSM
WCDMA
A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) CDMA
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) WiMax
WiFi
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
3G
სხვა
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა
ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება
B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით
B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება
B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:
შპს „სერვისბოქსის“ წილის 20%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ზურაბ ლუტიძე, წილის 80%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ჯიქია;
შპს „მალტისოფტის“ წილის 30%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი ჯანაშია, წილის 70%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ჯიქია.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის, ასევე სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი აქციათა რეესტრისა და შესაბაბისობის დეკლარაციის თანახმად:
- სს „სილქნეტის“ (204566978) აქციათა 100%-ის მფლობელია შპს „სილქნეტ ჰოლდინგი“ (ს/გ404569285);
- შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/გ404569285) წილის 100%-ს ფლობს მალტაში რეგისტრირებული კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედი“;
- კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ აქციონერები არიან: გიორგი რამიშვილი (საქართველოს მოქალაქე) - 58,81%, ალექსი თოფურია (საქართველოს მოქალაქე) - 27,15%; დავიდ ფრანს ბორგერი (გერმანიის მოქალაქე) - 9,04%; დავით მამულაიშვილი (საქართველოს მოქალაქე) - 5%.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სერვისბოქსი“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტით აბონენტების მომსახურებას, ხოლო შპს „მალტისოფტი“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას. სს „სილქნეტს“ განზრახული აქვს შეიძინოს შპს „სერვისბოქსისა“ და შპს „მალტისოფტის“ საოპერაციო აქტივები, კერძოდ მაუწყებლობის ტრანზიტითა და საცალო ინტერნეტ მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები (სერვერები, სვიჩები, რესივერები, სატელიტური ანტენა და ა.შ.).
შპს „სერვისბოქსს“ 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით ჰყავდა მაუწყებლობის ტრანზიტის 27 921 აბონენტი, კერძოდ: თბილისში - 13169 აბონენტი, ქუთაისში - 6 498 აბონენტი, რუსთავში - 5 569 აბონენტი, ზუგდიდში - 842 აბონენტი, გორში - 597 აბონენტი, ფოთში - 384 აბონენტი, ზესტაფონში - 350 აბონენტი, მარტვილში - 311 აბონენტი, ლანჩხუთში - 129 აბონენტი, ოზურგეთში - 39 აბონენტი, ჩხოროწყუში - 15 აბონენტი, აბაშა - 6 აბონენტი, სამტრედია 5 აბონენტი, ბათუმი 1 აბონენტი.
სს „სილქნეტს“ 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით ჰყავდა მაუწყებლობის ტრანზიტის - 230 860 აბონენტი, მათ შორის: თბილისში - 105 100 აბონენტი, ქუთაისში - 17 929 აბონენტი, რუსთავში - 10 649 აბონენტი, ზუგდიდში - 3 723 აბონენტი, გორში - 9 513 აბონენტი, ფოთში - 4 073 აბონენტი, ზესტაფონში - 2 233 აბონენტი, მარტვილში - 135 აბონენტი, ლანჩხუთში - 469 აბონენტი, ოზურგეთში - 605 აბონენტი, ჩხოროწყუში - 32 აბონენტი, აბაშაში - 80 აბონენტი, სამტრედიაში - 1 199 აბონენტი, ბათუმში - 30 021 აბონენტი.
შპს „მალტისოფტს“ 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით ჰყავდა საცალო ინტერნეტის 4 024 აბონენტი, კერძოდ: თბილისში - 1 940 აბონენტი, რუსთავში - 1 275 აბონენტი, ქუთაისში - 764 აბონენტი, ფოთში - 17 აბონენტი, გორში - 16 აბონენტი, ზესტაფონში - 8 აბონენტი, ზუგდიდში - 4 აბონენტი.
სს „სილქნეტს“ 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით ჰყავდა საცალო ინტერნეტის - 287 436 აბონენტი, მათ შორის: თბილისში - 150 589 აბონენტი, რუსთავში - 12 525 აბონენტი, ქუთაისში - 19 994 აბონენტი, ფოთში - 4 286 აბონენტი, გორში
- 10 121 აბონენტი, ზესტაფონში - 2 484 აბონენტი, ზუგდიდში - 4 639 აბონენტი. მუნიციპალიტეტების ჭრილში შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტთა საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:
|
|
შპს „სერვისბოქსი“ |
სს „სილქნეტი“ |
|
აბაშა |
1,1% |
6,2% |
|
ბათუმი |
- |
57,3% |
|
გორი |
4,2% |
52,6% |
|
ზესტაფონი |
10,6% |
26,8% |
|
ზუგდიდი |
11,2% |
27,9% |
|
თბილისი |
4,3% |
42,4% |
|
ლანჩხუთი |
3,1% |
9,6% |
|
მარტვილი |
28% |
2,9% |
|
ოზურგეთი |
0,9% |
2,3% |
|
რუსთავი |
17% |
30,8 |
|
სამტრედია |
0,5% |
12,4% |
|
ფოთი |
6,4% |
33,1% |
|
ქუთაისი |
18,3% |
43,7% |
|
ჩხოროწყუ |
1,5% |
2,7% |
მუნიციპალიტეტების ჭრილში შპს „მალტისოფტის“ და სს „სილქნეტის“ კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:
|
|
შპს „მალტისოფტი“ |
სს „სილქნეტი“ |
|
გორი |
0,1% |
39,4% |
|
ზესტაფონი |
0,1% |
25,7% |
|
ზუგდიდი |
0,1% |
21,7% |
|
თბილისი |
0,5% |
35,6% |
|
რუსთავი |
3,3% |
31,7% |
|
ფოთი |
0,2% |
36,6% |
|
ქუთაისი |
1,7% |
43,5% |
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სერვისბოქსის“ 2020 წლის 24 მარტის №შ-20-6/1593 წერილის თანახმად, შპს „სერვისბოქსი“ საკუთარი აბონენტებისათვის მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდებისას იყენებს სს „სილქნეტის“ საკომუნიკაციო ქსელს. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მალტისოფტის“ 2020 წლის 24 მარტის №შ-20-6/1596 წერილის თანახმად, შპს „მალტისოფტი“ საკუთარი აბონენტებისათვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისას იყენებს სს „სილქნეტის“ საკომუნიკაციო ქსელს. ამასთან ერთად, ინტერნეტის გლობალურ და ლოკალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურებით შპს „მალტისოფტს“ უზრუნველყოფს სს „სილქნეტი“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რომ შპს „სერვისბოქსის“ და შპს „მალტისოფტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების სს „სილქნეტის მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სერვისბოქსის“ და შპს „მალტისოფტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების სს „სილქნეტის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეთ თანხმობა შპს „სერვისბოქსს“ და შპს „მალტისოფტს“, შპს „სერვისბოქსის“ და შპს „მალტისოფტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე;
2. შპს „სერვისბოქსის“ და შპს „მალტისოფტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების სს „სილქნეტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „სერვისბოქსმა“ და შპს „მალტისოფტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სერვისბოქსისათვის“ და შპს „მალტისოფტისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „სერვისბოქსისათვის“ და შპს „მალტისოფტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
