შპს „კორპორაცია რედნეტის“ (ს/კ 405261620) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ეგნატე ცაავას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2020 0:25
მიღების თარიღი ივნისი 11, 2020
შპს „კორპორაცია რედნეტის“ (ს/კ 405261620) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ეგნატე ცაავას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 29 მაისს №შ-20-6/2831 წერილით მიმართა შპს „კორპორაცია რედნეტმა“ (ს/კ 405261620), შპს „კორპორაცია რედნეტის“ (ს/კ 405261620) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ეგნატე ცაავას მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „კორპორაცია რედნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
B.F. ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „კორპორაცია რედნეტის“ პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი ამბროსი მაღლაკელიძე, წილის 50%-ის მფლობელი და ფიზიკური პირი ეგნატე ცაავა, წილის 50%-ის მფლობელი.
2020 წლის 29 მაისს №შ-20-6/2831 წერილის თანახმად, ფიზიკურ პირ ეგნატე ცაავას განზრახული აქვს ფიზიკურ პირ ამბროსი მაღლაკელიძის კუთვნილი შპს „კორპორაცია რედნეტის“ წილის 50%-ის შეძენა. აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში ეგნატე ცაავა გახდება შპს „კორპორაცია რედნეტის“ წილის 100%-ის მფლობელი.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „კორპორაცია რედნეტის“ წილის 50%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ეგნატე ცაავა, ასევე ფლობს წილის 100 %-ს ავტორიზებულ პირ შპს „ევრო ტელეკომში“ (ს/კ406210283).
შპს „ევრო ტელეკომი“ (ს/კ 406210283) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
B.F. ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „კორპორაცია რედნეტის“ საქმიანობის ძირითადი სახეა მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება. შემოსავლებმა 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისის ჩათვლით შეადგინა 13 653 ლარი. შპს „ევრო ტელეკომი“ დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კორპორაცია რედნეტის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ეგნატე ცაავას მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „კორპორაცია რედნეტის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ეგნატე ცაავას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „კორპორაცია რედნეტს“, შპს „კორპორაცია რედნეტის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ეგნატე ცაავას მიერ შეძენაზე.
2. განემარტოს შპს „კორპორაცია რედნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „კორპორაცია რედნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „კორპორაცია რედნეტისათვის“ გადაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კორპორაცია რედნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „კორპორაცია რედნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
