შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი ხვისტანის და 25 %-ის ფიზიკურ პირ ეკა ქადაგიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2020 13:10
მიღების თარიღი ივნისი 18, 2020
შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი ხვისტანის და 25 %-ის ფიზიკურ პირ ეკა ქადაგიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 5 ივნისს №შ-20-6/2945 განცხადებით მიმართა შპს „სმარტ- ტელეკომმა“ (ს/კ 405282876) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის№შ-20-6/2945 05.06.2020) შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი ხვისტანის და 25%-ის ფიზიკურ პირ ეკა ქადაგიშვილის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „სმარტ-ტელეკომი“ (ს/კ 405282876) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი ზურაბ ქობალია, წილის 34%-ის მფლობელი; ფიზიკური პირი თეიმურაზ თარხნიშვილი, წილის 33%-ის მფლობელი, ფიზიკური პირი რობერტ მანველიან, წილის 33%-ის მფლობელი. შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) განცხადების თანახმად, ფიზიკურ პირ ირაკლი ხვისტან განზრახული აქვს ფიზიკური პირი ზურაბ ქობალიას კუთვნილი შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) წილის 34%- ის, თეიმურაზ თარხნიშვილის კუთვნილი შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) წილის 33%-დან წილის 8%-ის და რობერტ მანველიანის კუთვნილი შპს „სმარტ ტელეკომის“ (ს/კ 405282876) წილის 33%-დან წილის 8%-ის შეძენა. ამასთან ერთად, ფიზიკურ პირ ეკა ქადაგიშვილს განზრახული აქვს რობერტ მანველიანის კუთვნილი შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) წილის 33%-დან წილის 25%-ის შეძენა.
შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) მიერ 2020 წლის 15 ივნისს №შ-20-6/3101 წერილით კომისიაში წარმოდგენილი იქნა პარტნიორთა კრების ოქმი, პარტნიორთა მიერ კუთვნილი წილების გასხვისებაზე შეთანხმების თაობაზე.
შპს„სმარტ-ტელეკომის“(ს/კ 405282876) განცხადების თანახმად გათვალისწინებული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, პარტნიორებს შორის კომპანიის წილები შემდეგნაირად გადანაწილდება: ირაკლი ხვისტანი - 50%, თეიმურაზ თარხნიშვილი -25%, ეკა ქადაგიშვილი - 25%. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სმარტ-ტელეკომი“ (ს/კ 405282876), ასევე შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ეკა ქადაგიშვილი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან. რაც შეეხება შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) წილის შეძენის მსურველი ფიზიკურ პირ ირაკლი ხვისტანს, იგი წილის 40%-ს ფლობს შპს„ნიუნეტში“ (ს/კ 402036596).
შპს „ნიუნეტი“ (ს/კ 402036596) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სმარტ- ტელეკომის“ (ს/კ 405282876) საქმიანობის ძირითადი სახეა საცალო ინტერნეტ მომსახურება და შესაბამის საქმიანობას კომპანია ახორციელებს ქალაქ ბათუმში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში. შემოსავლებმა შესაბამისი მომსახურებიდან 2019 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე პერიოდში შეადგინა 78863 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა 249 აბონენტი, მათ შორის ქალაქ ბათუმში 61 აბონენტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 188 აბონენტი.
შპს „ნიუნეტის“ (ს/კ 402036596) საქმიანობის ძირითადი სახეა საცალო ინტერნეტ მომსახურება და შესაბამის საქმიანობას კომპანია ახორციელებს ქალაქ თბილისში. აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა 4 აბონენტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ 405282876) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი ხვისტანის და 25%-ის ფიზიკურ პირ ეკა ქადაგიშვილის მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ405282876) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი ხვისტანის და 25 %-ის ფიზიკურ პირ ეკა ქადაგიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „სმარტ-ტელეკომს“ (ს/კ 405282876), შპს „სმარტ-ტელეკომის“ (ს/კ405282876) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ირაკლი ხვისტანის და 25 %-ის ფიზიკურ პირ ეკა ქადაგიშვილის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „სმარტ-ტელეკომს“ (ს/კ 405282876), რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სმარტ-ტელეკომი“ (ს/კ405282876) ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „სმარტ- ტელეკომისათვის“ (ს/კ 405282876) გადაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სმარტ- ტელეკომისათვის“ (ს/კ 405282876) ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სმარტ-ტელეკომისათვის“ (ს/კ 405282876) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
