სს „სილქნეტის“ (ს/კ 204566978) აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ 404569285) წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2020 0:01
მიღების თარიღი ივლისი 02, 2020
სს „სილქნეტის“ (ს/კ 204566978) აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ 404569285) წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 23 ივნისს №შ-20-6/3239 წერილით მიმართა სს „სილქნეტმა“, სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ (ს/კ 404579354) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
სს „სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერისა და სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი პარტნიორთა სადამფუძნებლო დოკუმენტების თანახმად:
სს “სილქნეტის“ (ს/კ 204566978) აქციების 100%-ის მფლობელია შპს „სილქნეტ ჰოლდინგი“ (ს/კ 404569285).
შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ 404569285) წილის 95%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი „პრომეთეუს ჰოლდინგი“ C41770 (მალტა), ხოლო შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ (ს/კ404569285) წილის 5%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედი“ C48790 (მალტა).
“რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ C48790 (მალტა) აქციების 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით მამულაიშვილი;
სს „სილქნეტის“ 2020 წლის 23 ივნისს №შ-20-6/3239 წერილის თანახმად, სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის (რომლის მფლობელიც არის „პრომეთეუს ჰოლდინგს ლიმიტედ“) შეძენის განზრახვა აქვს შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“ (ს/კ 404579354).
შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“-ის (ს/კ 404579354) წილის 100%-ს ფლობს არარეზიდენტი იურიდიული პირი „კომოდონ ჰოლდინგ ლიმიტედ“ C39335 (მალტა);
„კომოდონ ჰოლდინგ ლიმიტედის“ (მალტა) C39335 აქციების 100%-ის მფლობელია „პრომეთეუს ჰოლდინგ ლიმიტედ“ C41521 (მალტა);
„პრომეთეუს ჰოლდინგს ლიმიტედის“ C41770 (მალტა) აქციათა 61,9%-ს ფლობს ფიზიკური პირი გიორგი რამიშვილი, 28,58%-ს ფიზიკური პირი ალექსი თოფურია, 9,52%-ს ფიზიკური პირი დავით ბორგერი;
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ C41521 (მალტა) აქციათა 61,9%-ს ფლობს ფიზიკური პირი გიორგი რამიშვილი, 28,58%-ს ფიზიკური პირი ალექსი თოფურია, 9,52%- ს ფიზიკური პირი დავით ბორგერი.
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის შეძენის მსურველი შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“-ის ბოლო ბენეფიციარი ფიზიკური პირები გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დავიდ ბორგერი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის შესაძლო შეძენა, სს „სილქნეტის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირების ცვლილებას არ გამოიწვევს. ამასთან ერთად, ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე და ტრანზაქციის სავარაუდო განხორციელების შემდეგ, სს „სილქნეტის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება.
შესაბამისად, სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“-ის მიერ შეძენა, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისია აღნიშნავს, რომ შემდგომშიც, სს „სილქნეტის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, სს „სილქნეტმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა სს „სილქნეტს“, სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“-ის მიერ შეძენაზე.
2. განემარტოს სს“სილქნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „სილქნეტის“ აქციათა 100%-ის მფლობელის, შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“-ის შეძენის შემთხვევაში, სს “სილქნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს„სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64), სს „სილქნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
