წვდომის მენიუ

შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის მესაკუთრე გიორგი დალაქიშვილის საკუთრებაში არსებული 30% წილის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენის თაობაზე

ნომერი: გ-20-11 / 686

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2020 11:47

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2020

შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის მესაკუთრე გიორგი დალაქიშვილის საკუთრებაში არსებული 30% წილის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს „მაიფონმა“ წერილით №048  (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი №შ-20-6/4351), სადაც ითხოვდა კომისიის თანხმობას შპს „მაიფონის“ წილის მესაკუთრე გიორგი დალაქიშვილის საკუთრებაში არსებული 30% წილის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენის თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7   ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

სხვა

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება

შპს „მაიფონი“ ახორციელებს ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით.

შპს „მაიფონის“ აქტიური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 10,446 აბონენტი, მათ შორის: კორპორატიული - 1,864 აბონენტი, ფიზიკური პირი 8,582 აბონენტი.

ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებიდან (VOIP საცალო მომსახურება - სააბონენტო, წუთობრივი; საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ურთიერთჩართვა)  შპს  „მაიფონის“  მიერ მიღებულმა  შემოსავლებმა  2020 წლის 7 თვის განმავლობაში შეადგინა - 854,867 ლარი.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მაიფონის“ წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი დალაქიშვილი,  ხოლო  წილის  50%-ის  მფლობელია  პირი  ანზორ  ბუბუტეიშვილი. შპს „მაიფონის“ დირექტორია გიორგი დალაქიშვილი.

შპს „მაიფონის“ განცხადების თანახმად, ფიზიკურ პირ ანზორ ბუბუტეიშვილს განზრახული აქვს შეიძინოს შპს „მაიფონის“ 50% წილის მფლობელი გიორგი დალაქიშვილის საკუთრებაში არსებული წილის 30%. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო განხორციელების შემთხვევაში, კომპანიის პარტიორებს შორის წილები გადანაწილდება შემდეგი პროპორციით: გიორგი დალაქიშვილი - 20%, ანზორ ბუბუტეიშვილი - 80%.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს„მაიფონის“ წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირების, ანზორ ბუბუტეიშვილის და გიორგი დალაქიშვილის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონის“ წილის 100%-ს ფლობს ავტორიზებულ პირ შპს „იუ თი ეს“-ში. შპს „იუ თი ეს“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით. შპს„იუ თი ეს“-ის აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა 51 აბონენტი, ხოლო ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა (VOIP საცალო მომსახურება - სააბონენტო, წუთობრივი; საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ურთიერთჩართვა) 2020 წლის 6 თვის განმავლობაში შეადგინა - 77,458 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაიფონის“ წილის მესაკუთრე გიორგი დალაქიშვილის საკუთრებაში არსებული 30% წილის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მაიფონის“ წილის მესაკუთრე გიორგი დალაქიშვილის საკუთრებაში არსებული 30% წილის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „მაიფონს“, შპს „მაიფონის“ წილის მესაკუთრე გიორგი დალაქიშვილის საკუთრებაში არსებული 30% წილის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „მაიფონს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „მაიფონი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაიფონისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„მაიფონისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს  „მაიფონისათვის“  ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე).

მერაბ ქათამაძე     თავმჯდომარე - მ.შ.

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები