წვდომის მენიუ

შპს „სერვისბოქსის“ (ს/კ 205270473) წილის 20%-ის შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ (ს/კ 405062523) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-11 / 811

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2020 18:09

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2020

შპს „სერვისბოქსის“ (ს/კ 205270473) წილის 20%-ის შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ (ს/კ 405062523) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 13 ოქტომბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს  „სერვისბოქსმა“  (ს/კ  205270473)  და  შპს „სამედიცინო  ინოვაციების  ცენტრმა“  (ს/კ405062523), (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5326 13.10.2020), შპს „სერვისბოქსის“ წილის 20%-ის შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერავიო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სერვისბოქსი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1   ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.4    მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

შპს „სერვისბოქსის“ საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება.

შპს „სერვისბოქსის“ შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგინა 682 208 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა  507 აბონენტი.

მუნიციპალიტეტების ჭრილში შპს „სერვისბოქსის“ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტთა საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია: აბაშა -  0,34% (4 აბონენტი), გორი - 0,01% (1 აბონენტი), ზუგდიდი – 0,05% (6 აბონენტი), თბილისი - 0,08% (230 აბონენტი), ლანჩხუთი - 4,82% (147 აბონენტი), მარტვილი - 0,11% (2 აბონენტი), ოზურგეთი - 1,22% (82 აბონენტი), სამტრედია - 0,1% (5 აბონენტი), ფოთი - 0,01% (1 აბონენტი), ქუთაისი - 0,05% (19 აბონენტი), ჩხოროწყუ - 1,42% (10 აბონენტი).

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სერვისბოქსის“ წილის 80%-ის მფლობელია შპს „მალტისოფტი“, ხოლო 20%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ზურაბ ლუტიძე, რომლის კუთვნილი წილის შეძენის განზრახვა აქვს შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრს“.  შპს „მალტისოფტის“ წილის 70%- ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ჯიქია, ხოლო წილის 30%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი ჯანაშია.

შპს „მალტისოფტი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს.   შპს „მალტისოფტის“ საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საცალო ინტერნეტ მომსახურება.

შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გია საგანელიძე. შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ დირექტორები არიან გიორგი კვანტალიანი, გია საგანელიძე და გიორგი საგანელიძე.

შპს „სერვისბოქსის“ წილის 20%-ის შეძენის მსურველი კომპანია შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრი“ არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „სამედიცინო  ინოვაციების  ცენტრი“,    შპს  „სამედიცინო ინოვაციების  ცენტრის“  წილის 100%-ის მფლობელი გია საგანელიძე, ასევე დირექტორები: გიორგი კვანტალიანი და გიორგი საგანელიძე სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სერვისბოქსის“ წილის 20%-ის შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ  საკომუნიკაციო    ბაზარზე    არსებულ    კონკურენტულ გარემოსთან. კომისიამ  მიიჩნია,  რომ  არ  არსებობს  შპს  „სერვისბოქსის“  წილის  20%-ის შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „სერვისბოქსს“, შპს „სერვისბოქსის“ წილის 20%-ის შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „სერვისბოქსს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სერვისბოქსი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„სერვისბოქსისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

4.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  შპს„სერვისბოქსისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სერვისბოქსისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები