შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკის“ (ს/კ 202893510) წილის 24%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ქაშიბაძის და წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ქობელაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2020 17:09
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2020
შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკის“ (ს/კ 202893510) წილის 24%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ქაშიბაძის და წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ქობელაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 21 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს „სამეცნიერო ტექნიკურმა ასოციაცია „ინტეროპტიკამ“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5437 21.10.2020), შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკის“ წილის 24%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ქაშიბაძისა და 25%-ის ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ქობელაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკა“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკის“ პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი ლაშა ქაშიბაზე, წილის 51%-ის მფლობელი და ფიზიკური პირი ეკა გორგოშიძე - წილის 49%-ის მფლობელი. შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკის“ დირექტორია ლაშა ქაშიბაძე. ფიზიკურ პირ ლაშა ქაშიბაძეს აქვს განზრახვა შეიძინოს ეკა გორგოშიძის კუთვნილი „ინტეროპტიკის“ 49%-იანი წილიდან 24%, ხოლო ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ქობელაშვილს აქვს განზრახვა შეიძინოს ეკა გორგოშიძის კუთვნილი „ინტეროპტიკის“ 49%-იანი წილიდან 25%.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ფიზიკური პირი ლაშა ქაშიბაძე, ასევე არის ავტორიზებულ პირ შპს „სტანდარტის“ დირექტორი.
ფიზიკური პირი ნიკოლოზ ქობელაშვილი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის.
შპს „სტანდარტი“ (ს/კ 205033523) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკას“ საქმიანობის სახეა სპილენძის წყვილებით, DSL ტექნოლოგიის გამოყენებით საცალო ინტერნეტ მომსახურება, ასევე საკაბელო ტელემაუწყებლობის აპარატურისა და კოაქსიალური ქსელის იჯარით მომსახურება. საცალო ინტერნეტ მომსახურებას კომპანია ახორციელებს ქალაქ თბილისში. შემოსავლებმა შესაბამისი მომსახურებიდან 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში შეადგინა 68 405 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 175 აბონენტი. კოაქსიალური ქსელის იჯარიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში შეადგინა 72 881 ლარი.
შპს „სტანდარტის“ საქმიანობის ძირითადი სახეა სატელეკომუნიკაციო არხების იჯარა. შემოსავლებმა 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში შეადგინა 2720 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკის“ წილის 24%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ქაშიბაძის და წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ქობელაშვილის მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკის“ წილის 24%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ქაშიბაძის და წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ქობელაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „სამეცნიერო ტექნიკურ ასოციაცია „ინტეროპტიკას“, შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკის“ წილის 24%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ქაშიბაძის და 25%- ის ნიკოლოზ ქობელაშვილის მიერ შეძენაზე.
2. განემარტოს შპს „სამეცნიერო ტექნიკურ ასოციაცია „ინტეროპტიკას“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკა“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „სამეცნიერო ტექნიკურ ასოციაცია „ინტეროპტიკისათვის“ გადაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სამეცნიერო ტექნიკურ ასოციაცია „ინტეროპტიკისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სამეცნიერო ტექნიკურ ასოციაცია „ინტეროპტიკისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
