შპს “აირკონექტის“ (ს/კ 400065683) წილის 100%-ის შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) და შპს “აირკონექტის“ (ს/კ 400065683) თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2020 19:21
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2020
შპს “აირკონექტის“ (ს/კ 400065683) წილის 100%-ის შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) და შპს “აირკონექტის“ (ს/კ 400065683) თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 2 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს„მიკრონეტმა“ და შპს “აირკონექტმა“ (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის Nშ-20-6/5578), შპს “აირკონექტის“ (ს/კ 400065683) წილის 100%-ის შპს „მიკრონეტის“ (ს/კ204557960) მიერ შეძენის, ასევე შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) და შპს “აირკონექტის“ (ს/კ 400065683) შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მიკრონეტი“ და შპს “აირკონექტი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.
შპს „მიკრონეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
შპს “აირკონექტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი ციკოლია.
შპს “აირკონექტის“ (ს/კ 400065683) დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მიკრონეტი“, ასევე შპს „მიკრონეტის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირი გიორგი ციკოლია სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის.
შპს „მიკრონეტი“ და შპს “აირკონექტი“ ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა:
შპს „მიკრონეტი“ – 6 267 აბონენტი; შპს “აირკონექტი“ – 5 823 აბონენტი;
ხოლო შემოსავლებმა 2020 წლის 9 თვეში შეადგინა: შპს „მიკრონეტი“ – 1 195 801 ლარი;
შპს “აირკონექტი“ – 780 327 ლარი.
მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:
|
რეგიონი |
% |
რეგიონი |
% |
|
აბაშის რაიონი |
|
ასპინძის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
3.60% |
აირკონექტი |
0.30% |
|
ამბროლაურის რაიონი |
|
ბოლნისის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
47.03% |
აირკონექტი |
1.05% |
|
ახალციხის რაიონი |
|
ახალციხის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
0.33% |
აირკონექტი |
0.03% |
|
ახმეტის რაიონი |
|
გორის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
0.45% |
აირკონექტი |
0.61% |
|
ბათუმი |
|
ბათუმი |
|
|
მიკრონეტ |
0.28% |
აირკონექტი |
0.27% |
|
ბორჯომის რაიონი |
|
ბორჯომის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
1.28% |
აირკონექტი |
0.02% |
|
გარდაბნის რაიონი |
|
გარდაბნის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
2.52% |
აირკონექტი |
0.01% |
|
დედოფლისწყაროს რაიონი |
|
დმანისის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
1.59% |
აირკონექტი |
4.26% |
|
თბილისი |
|
თბილისი |
|
|
მიკრონეტ |
0.04% |
აირკონექტი |
0.13% |
|
თეთრი წყაროს რაიონი |
|
დუშეთის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
4.18% |
აირკონექტი |
0.71% |
|
თელავის რაიონი |
|
თელავის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
5.75% |
აირკონექტი |
0.06% |
|
ლენტეხის რაიონი |
|
ვანის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
89.89% |
აირკონექტი |
6.41% |
|
მესტიის რაიონი |
|
თეთრი წყაროს რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
84.55% |
აირკონექტი |
0.69% |
|
ნინოწმინდის რაიონი |
|
თიანეთის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
1.32% |
აირკონექტი |
13.65% |
|
ოზურგეთის რაიონი |
|
ოზურგეთის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
0.41% |
აირკონექტი |
0.21% |
|
ონის რაიონი |
|
კასპის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
18.72% |
აირკონექტი |
19.61% |
|
რუსთავი |
|
ლანჩხუთის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
0.00% |
აირკონექტი |
0.10% |
|
საგარეჯოს რაიონი |
|
საგარეჯოს რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
0.88% |
აირკონექტი |
0.14% |
|
სიღნაღის რაიონი |
|
მარტვილის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
0.86% |
აირკონექტი |
2.33% |
|
ტყიბულის რაიონი |
|
მცხეთის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
0.20% |
აირკონექტი |
4.23% |
|
ფოთი |
|
ფოთი |
|
|
მიკრონეტ |
0.18% |
აირკონექტი |
0.10% |
|
ქარელის რაიონი |
|
ქედის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
15.26% |
აირკონექტი |
8.23% |
|
ქობულეთის რაიონი |
|
ქობულეთის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
0.61% |
აირკონექტი |
0.11% |
|
ქუთაისი |
|
სამტრედიის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
0.21% |
აირკონექტი |
0.32% |
|
შუახევის რაიონი |
|
საჩხერის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
1.81% |
აირკონექტი |
5.08% |
|
ცაგერის რაიონი |
|
ჩოხატაურის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
64.38% |
აირკონექტი |
29.83% |
|
წყალტუბოს რაიონი |
|
წალკის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
1.41% |
აირკონექტი |
33.84% |
|
ხელვაჩაურის რაიონი |
|
ხელვაჩაურის რაიონი |
|
|
მიკრონეტ |
7.00% |
აირკონექტი |
4.77% |
|
|
ჭიათურის რაიონი |
|
|
|
აირკონექტი |
0.85% |
||
|
ხობის რაიონი |
|
||
|
აირკონექტი |
0.86% |
||
|
ხონის რაიონი |
|
||
|
აირკონექტი |
4.89% |
||
შპს „მიკრონეტი“ და შპს “აირკონექტი“ აბონენტების მომსახურებას ძირითადად ახორციელებენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ორივე ავტორიზებული პირი ოპერირებს, შპს “აირკონექტის“ წილის 100%-ის შპს „მიკრონეტის“ მიერ შეძენის, ასევე შპს „მიკრონეტის“ და შპს “აირკონექტის“ შემდგომი შერწყმის შემთხვევაში, შპს „მიკრონეტის“ და შპს “აირკონექტის“ კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების ჯამური ოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტებში საცალო ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში იქნება: ახალციხეში - 0,36%; ბათუმში - 0,5%; ბორჯომში - 1,3%; გარდაბანში - 2,53%; თბილისში - 0,17%; თელავში - 5,81%; ოზურგეთში - 0,62%; საგარეჯოში - 1,02%;
ფოთში - 0,28%; ქობულეთში - 0,72%.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “აირკონექტის“ წილის 100%-ის შპს „მიკრონეტის“ მიერ შეძენა, ასევე შპს „მიკრონეტის“ და შპს “აირკონექტის“ შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “აირკონექტის“ წილის 100%-ის შპს„მიკრონეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „მიკრონეტის“ და შპს “აირკონექტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეთ თანხმობა შპს “აირკონექტს“ და შპს „მიკრონეტს“, შპს “აირკონექტის“ წილის 100%-ის შპს „მიკრონეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „მიკრონეტის“ და შპს “აირკონექტის“ შერწყმაზე;
2. განემარტოთ შპს „მიკრონეტს“ და შპს “აირკონექტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „მიკრონეტისა“ და შპს “აირკონექტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „მიკრონეტი“ და შპს “აირკონექტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. შპს „მიკრონეტისა“ და შპს “აირკონექტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „მიკრონეტმა“ და შპს “აირკონექტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „მიკრონეტისა“ და შპს “აირკონექტისათვის“ გადაგზავნა (ო. ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„მიკრონეტისა“ და შპს “აირკონექტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), შპს „მიკრონეტისა“ და შპს “აირკონექტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
