შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) წილის 100%-ის შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960), შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „YOURNET“-ს (ს/კ 438108398) და შპს „MAXNET“- ისა (ს/კ 439393390) და შპს „niknet“-ის (ს/კ 406083508) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 04, 2020 21:12
მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2020
შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) წილის 100%-ის შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960), შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „YOURNET“-ს (ს/კ 438108398) და შპს „MAXNET“- ისა (ს/კ 439393390) და შპს „niknet“-ის (ს/კ 406083508) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 18 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „MAXNET“-მა (ს/კ 439393390), შპს „მიკრონეტმა“ (ს/კ 204557960), შპს „YOURNET“-მა (ს/კ 438108398) და შპს„niknet“-მა (ს/კ 406083508), (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5843 18.11.2020), შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) წილის 100%-ის შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „მიკრონეტის“ (ს/კ 204557960), შპს„MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „YOURNET“-ს (ს/კ 438108398) და შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „niknet“-ის (ს/კ 406083508) შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს„MAXNET“ და შპს „მიკრონეტი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.
შპს „MAXNET“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
შპს„მიკრონეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
შპს „YOURNET“ და შპს „niknet“ არ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „MAXNET“-ის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ლევან გაბუნია. შპს „MAXNET“-ის დირექტორია თეიმურაზ სარდაროვი.
შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი ციკოლია.
შპს „YOURNET“-ის წილის 100%-ის მფლობელია შპს „MAXNET“. შპს „YOURNET“-ს მისივე მოთხოვნით ავტორიზაცია შეჩერებული აქვს 2020 წლის 19 მარტიდან (წერილი Nშ-20-6/1518 23.03.2020).
შპს „niknet“-ის წილის 100%-ის მფლობელია შპს „MAXNET“. შპს „niknet“-ს მისივე მოთხოვნით ავტორიზაცია შეჩერებული აქვს 2020 წლის 19 მარტიდან (წერილი Nშ-20-6/1519 23.03.2020).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „MAXNET“, შპს„MAXNET“-ის წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირი ლევან გაბუნია, ასევე შპს„MAXNET“-ის დირექტორი თეიმურაზ სარდაროვი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.
შპს „MAXNET“ და შპს „მიკრონეტი“ ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა:
შპს „MAXNET“ – 8 626 აბონენტი; შპს „მიკრონეტი“ – 6 267აბონენტი.
შპს „MAXNET“-ის შემოსავალმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის 9 თვეში შეადგინა 1037026 ლარი, ხოლო შპს „მიკრონეტის“ შემოსავალმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის 9 თვეში შეადგინა - 1 195 801 ლარი.
მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:



ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „MAXNET“-ის მიერ შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის შეძენა, ასევე შპს „MAXNET“-ის და შპს„მიკრონეტის“, შპს „MAXNET“-ისა და შპს „YOURNET“-ს და შპს „MAXNET“-ის და შპს„niknet“-ის შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, არ არსებობს თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეთ თანხმობა შპს „MAXNET“-ს და შპს „მიკრონეტს“, შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის შპს „MAXNET“-ის მიერ შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „მიკრონეტის“, შპს„MAXNET“-ისა და შპს „YOURNET“-ს და შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „niknet“-ის (ს/კ 406083508) შერწყმაზე;
2. განემარტოთ შპს „MAXNET“-ს და შპს „მიკრონეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის შპს „MAXNET“-ის მიერ შეძენის შემთხვევაში, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „მიკრონეტის“, შპს „MAXNET“-ისა და შპს„YOURNET“-ს და შპს „MAXNET“-ისა და შპს „niknet“-ის შერწყმის შემთხვევაში, შპს„MAXNET“ და შპს „მიკრონეტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. შპს „MAXNET“-ისა და შპს „მიკრონეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „MAXNET“-მა და შპს„მიკრონეტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„MAXNET“-ისა და შპს „მიკრონეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „MAXNET“-ისა და შპს „მიკრონეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
