წვდომის მენიუ

შპს „მაიფონის“ წილის 20%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-11 / 901

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2020 12:53

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2020

შპს „მაიფონის“ წილის 20%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 2 დეკემბერს №061 წერილით მიმართა შპს „მაიფონმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/6076 02.12.2020), შპს „მაიფონის“ წილის 20%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის  მიერ  შეძენაზე  კომისიისაგან  წინასწარი  თანხმობის  მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერავიო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7   ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1    ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

სხვა

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა)

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება

შპს  „მაიფონი“  ახორციელებს  ფიქსირებული  სატელეფონო  (ხმოვანი)  კავშირით მომსახურებას VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „მაიფონის“ აქტიური აბონენტების რაოდენობამ 2020 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 10 866 აბონენტი.

ავტორიზებული საქმიანობიდან (VOIP საცალო მომსახურება - სააბონენტო, წუთობრივი, საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ურთიერთჩართვა) შპს „მაიფონის“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა  2020 წლის 10 თვის განმავლობაში შეადგინა  1 228 694 ლარი.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მაიფონის“ წილის 80%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ანზორ ბუბუტეიშვილი, ხოლო 20%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი დალაქიშვილი. შპს„მაიფონის“ დირექტორია გიორგი დალაქიშვილი.

შპს „მაიფონის“ განცხადების თანახმად, ფიზიკურ პირ ანზორ ბუბუტეიშვილს განზრახული აქვს შეიძინოს ფიზიკური პირის გიორგი დალაქიშვილის კუთვნილი შპს„მაიფონის წილის 20%. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო განხორციელების შემთხვევაში, შპს „მაიფონის“ წილის 100%-ის მფლობელი გახდება ფიზიკური პირი ანზორ ბუბუტეიშვილი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „მაიფონის“ წილის 20%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ანზორ ბუბუტეიშვილი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონი“ წილის 100%-ს ფლობს ავტორიზებულ პირ შპს „იუ თი ეს“-ში.

შპს „იუ თი ეს“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.M.1   მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება

შპს „იუ თი ეს“ ახორციელებს ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით. შპს „იუ თი ეს“-ის აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 51 აბონენტი.

ავტორიზებული საქმიანობიდან (VOIP საცალო მომსახურება - სააბონენტო, წუთობრივი, საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ურთიერთჩართვა) შპს „იუ თი ეს“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა  2020 წლის 10 თვის განმავლობაში შეადგინა - 77 459 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაიფონის“ წილის 20%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მაიფონის“ წილის 20%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „მაიფონს“, შპს „მაიფონის“ წილის 20%-ის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „მაიფონს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „მაიფონი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„მაიფონისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

4.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის შპს„მაიფონისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „მაიფონისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები