შპს „მეტეხი 2014“-ის (ს/კ 406114565) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ პაატა გიორგობიანის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2020 12:59
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2020
შპს „მეტეხი 2014“-ის (ს/კ 406114565) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ პაატა გიორგობიანის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 3 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს „მეტეხი 2014“-მა (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/6080 03.12.2020), შპს „მეტეხი 2014“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ პაატა გიორგობიანის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „მეტეხი 2014“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მეტეხი 2014“-ის წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ლევან კანკავა.
შპს „მეტეხი 2014“-ის წილის 100%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი პაატა გიორგობიანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „მეტეხი 2014“-ის საქმიანობის სახეა მაუწყებლობის ტრანზიტი. აღნიშნულ მომსახურებას ავტორიზებული პირი ახორციელებს ქალაქ თბილისში.
შპს „მეტეხი 2014“-ის აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 221 აბონენტი, ხოლო შემოსავლებმა 2020 10 თვის განმავლობაში შეადგინა 30 210 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მეტეხი 2014“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ პაატა გიორგობიანის მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მეტეხი 2014“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ პაატა გიორგობიანის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „მეტეხი 2014“-ს, შპს „მეტეხი 2014“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ პაატა გიორგობიანის მიერ შეძენაზე.
2. განემარტოს შპს „მეტეხი 2014“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „მეტეხი 2014“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „მეტეხი 2014“-ისათვის გადაგზავნა (ო. ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„მეტეხი 2014“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „მეტეხი 2014“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
