წვდომის მენიუ

შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ (ს/კ 405220924) წილის 25%-ის ფიზიკურ პირ მაია დილევსკაიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-11 / 970

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2021 20:25

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020

შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ (ს/კ 405220924) წილის 25%-ის ფიზიკურ პირ მაია დილევსკაიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 21 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს „ინტერ თრეიდერ კომპანიმ“, (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/6406 21.12.2020), შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“   წილის 25%-ის ფიზიკურ პირ მაია დილევსკაიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ინტერ თრეიდერ კომპანი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3   ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება WiFi

B.F.4    მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წილის 25%-ის მფლობელია ფიზიკური პირი შალვა დოლიძე, წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ბაკურ რაზმაძე, ხოლო წილის 25%-ის მფლობელია ფიზიკური პირი მაია დილევსკაია. შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ დირექტორია ბაკურ რაზმაძე.

შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ მიერ 2020 წლის 22 დეკემბრის წერილით წარმოდგენილი პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/6418 22.12.2020), ფიზიკურ პირ მაია დილევსკაიას განზრახული აქვს შეიძინოს ფიზიკური პირის შალვა დოლიძის კუთვნილი შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წილის 25%. აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წილის 50%-ის მფლობელი იქნება ფიზიკური პირი მაია დილევსკაია, ხოლო წილის 50%-ის მფლობელი - ფიზიკური პირი ბაკურ რაზმაძე.

კომისიაში არსებული უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, მაია დილევსკაია სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ საქმიანობის სახეა მაუწყებლობის ტრანზიტი. აღნიშნულ მომსახურებას ავტორიზებული პირი ახორციელებს ქალაქ თბილისში.

შპს  „ინტერ  თრეიდერ  კომპანის“  აბონენტების  რაოდენობამ  2020 წლის  1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 472  აბონენტი, ხოლო შემოსავლებმა   2020  11   თვის განმავლობაში შეადგინა 78 642 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ მაია დილევსკაიას მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ მაია დილევსკაიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“,   შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ მაია დილევსკაიას მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“,  რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ინტერ  თრეიდერ  კომპანი“ ვალდებულია  აღნიშნულის   თაობაზე  კომისიას  აცნობოს   შესაბამისი  ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისათვის“ გადაგზავნა (ო. ვოტ);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისათვის“ ამ    გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები