წვდომის მენიუ

შპს „სმარტნეტისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: გ-20-12 / 15

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2020 23:09

მიღების თარიღი იანვარი 16, 2020 23:09

შპს „სმარტნეტისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „სმარტნეტმა“ (ს/ნ 402063020) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4920, 20.12.2019; №შ-19-6/4919, 20.12.2019; №შ-19-6/4918, 20.12.2019; №შ-19-6/4917, 20.12.2019; №შ-19-6/4916, 20.12.2019; №შ-19-6/4922, 23.12.2019) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად   ავტორიზაციის   გავლის   თაობაზე.   კერძოდ,   განცხადებების   შესაბამისად,   შპს „სმარტნეტი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზაციას 6 სპეციალიზებულ არხზე შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული; ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო); Radioshop.ge; Myvideo; Android App;

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო); ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა -2020 წელი;

შპს „სმარტნეტს“ ავტორიზაციის გავლა სურს უფასო ხელმისაწვდომობით შემდეგ ექვს სპეციალიზებულ მუსიკალურ არხზე: როკი, ჯაზი, კლასიკა, პოპი, რელაქსი, ელექტრონული. როგორც  განცხადებებშია  აღნიშნული  სატელევიზიო  არხების  ბრენდული  სახელწოდება  იქნება „სმარტნეტი“.

კომისია    აღნიშნავს,    რომ    შპს    „სმარტნეტის“    მიერ    კომისიაში  წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2.  შპს  „სმარტნეტის“  ამონაწერი  მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. შესაბამისობის დეკლარაცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 20 და 23 დეკემბერს შპს „სმარტნეტის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები არასწორად იყო შევსებული, კერძოდ:

ა) იმ შემთხვევაში თუ კომპანიას სურს მაუწყებლობა “myvideo.ge”-ს საშუალებით განცხადებების მე-6 მუხლში ინტერნეტით მაუწყებლობასთან ერთად უნდა მიეთითოს დ) ქვეპუნქტი (მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები), შესაბამისად განცხადებების მე-8 პუნქტში მითითებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით ღია (უფასო) მაუწყებლობის მაგივრად ასევე უნდა მიეთითოს დ) ქვეპუნქტის შესაბამისი ხელმისაწვდომობა.

ბ) განცხადებების მე-7 პუნქტში უნდა მიეთითოს მაუწყებლობის დაწყების კონკრეტული თარიღი. განცხადებებზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი, კერძოდ არ იყო შევსებული:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ (დაფინანსების გეგმა თითოეულ რადიო არხზე უნდა იყოს წარმოადგენილი ცალ-ცალკე);

ბ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (აღნიშნულ ფორმაში, რომელიც შედგება 8 ფურცლისგან შევსებული იყო მხოლოდ ორი ფურცელი).

განცხადებებზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ (ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ);

ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ (ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ);

გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია.

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-19-03/4049, 25.12.2019წ.). აღნიშნული წერილით კომპანიას ასევე განესაზღვრა განმარტების წარმოდგენა რადიოარხების ბრენდული სახელწოდებებთან დაკავშირებით. გაგზავნილი წერილი კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 30 დეკემბერს. შპს „სმარტნეტს“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინა 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით. კომპანიამ ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა   2020 წლის 10 იანვარს (წერილები №შ-20-6/64, 10.01.2020წ; №შ-20-6/65, 10.01.2020წ; №შ-20-6/66, 10.01.2020წ; №შ-20-6/67, 10.01.2020წ; №შ-20-6/68, 10.01.2020წ; №შ-20-6/69, 10.01.2020წ.).

კომისიის 2020 წლის 16 იანვრის სხდომას ესწრებოდა შპს „სმარტნეტის“ წარმომადგენელი თეიმურაზ ცაგარეიშვილი.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „სმარტნეტის“ მიერ 2020 წლის 10 იანვარს წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია, კერძოდ:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმაში არ არის მითითებული თუ რა პერიოდზეა გეგმა გაწერილი;

ბ) საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის  შესახებ  და  შპს  „სმარტნეტის“  მიერ  წარმოდგენილი  აუდიტორული  კომპანია  შპს „ჩოხის“ აუდიტორული დასკვნა შეიცავს ურთიერთშეუსაბამო ინფორმაციას;

გ) წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები არ შეიცავენ პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას.

კომისიის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  უარი  ეთქვას  შპს  „სმარტნეტს“  (ს/ნ  402063020)  მაუწყებლობის  სფეროში  ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით  განსაზღვრული       დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;

2.  განემარტოს  შპს  „სმარტნეტს“,  რომ  ავტორიზაციის  განუხორციელებლობა  არ  ართმევს  პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სმარტნეტისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

4.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ  კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12  კმ.;  N6)  შპს „სმარტნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.   გადაწყვეტილება   ძალაში   შევიდეს   მისი   დამოწმებული   ასლის   შპს   „სმარტნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

კახი ბექაური  თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები